,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 ნოემბრის №86 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016553
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №5

2018 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 ნოემბრის №86 ბრძანებით დამტკიცებულ (ვებგვერდი, 28/11/2017, 120340000.22.026.016536) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.    მე-13 და მე-14 მუხლები ამოღებულ იქნეს.

2.    დაემატოს 23-ე-26-ე მუხლები შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 23. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია –  მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)  

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) სამართლის მიმართულებით;

გ) მეცნიერების/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;

დ) სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;

ე) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით.

2. სასურველია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების, შეიარაღებული ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების ზოგადი ცოდნა.

3. სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, არანაკლებ 3 წელი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე –  არანაკლებ 1 წელი.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;

ვ) საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია;

ზ) 1949 წლის 4 აპრილის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება;

თ) 2010 წლის ნატოს სტრატეგიული კონცეფცია.

5. ინგლისური ენის ცოდნა –  C1 დონე. სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა –  B1 დონე (ფრანგული, გერმანული, თურქული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 24. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია –  პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) სამართლის მიმართულებით;

გ) მეცნიერების/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;

დ) სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;

ე) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით;

ვ) მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების მიმართულებით.

2. სასურველია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების, შეიარაღებული ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების ზოგადი ცოდნა.

3. სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში არანაკლებ 2 წელი, სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;

ვ) საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია;

ზ) 1949 წლის 4 აპრილის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება;

5. 2010 წლის ნატოს სტრატეგიული კონცეფცია.

6. ინგლისური ენის ცოდნა –  C1 დონე. სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა –  B1 დონე (ფრანგული, გერმანული, თურქული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

7. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 25. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მხარდაჭერის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია –  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) სამართლის მიმართულებით;

გ) მეცნიერების/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;

დ) სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;

ე) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით;

ვ) მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების მიმართულებით.

2. სასურველია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების, შეიარაღებული ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების ზოგადი ცოდნა.

3. სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში არანაკლებ 1 წელი.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ვ) 1949 წლის 4 აპრილის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება;

ზ) 2010 წლის ნატოს სტრატეგიული კონცეფცია.

5. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ცოდნა.

6. ეროვნულ უსაფრთხოებასთან და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი) ცოდნა.

7. ინგლისური ენის ცოდნა –  B2 დონე. სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა –  B1 დონე (ფრანგული, გერმანული, თურქული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

8. კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 26. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მხარდაჭერის განყოფილების სპეციალისტი (მეოთხე რანგი, კატეგორია –  პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) სამართლის მიმართულებით;

გ) მეცნიერების/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;

დ) სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;

ე) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით;

ვ) მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების მიმართულებით.

2. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;

ვ) საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია;

ზ) 1949 წლის 4 აპრილის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება;

თ) 2010 წლის ნატოს სტრატეგიული კონცეფცია.

3. ინგლისური ენის ცოდნა –  B2 დონე. სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. (ფრანგული, გერმანული, თურქული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

4. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 ნოემბრის №86 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.02.2018.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 ნოემბრის №86 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 ნოემბრის №86 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 09.02.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.016553.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 ნოემბრის №86 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 ნოემბრის №86 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 ნოემბრის №86 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.02.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 ნოემბრის №86 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №5, 09.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016553 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4045830/