ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების დამატებითი წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობის, სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.02.2018
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.150.016136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2018
matsne.gov.ge 5,997 სიტყვა · ~30 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმისა და ბილეთის ფასის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 20.08.2018 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 24.03.2023 დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.02.2024 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო აუქციონში უპირობო და პირობებიანი აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.05.2016 ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში (პირობებით/უპირობოდ) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, იჯარის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების დამატებითი წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობის, სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №2 2018  წლის 5 თებერვალი სოფ. წეროვანი ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების დამატებითი წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობის, სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“და „ე.გ“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების  წესების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების დამატებითი წესები დანართი 1-ის შესაბამისად; ბ) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი 2-ის შესაბამისად; გ) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას პირობებიან ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი 3-ის შესაბამისად; დ) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას უპირობო საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი 4-ის შესაბამისად; ე) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას პირობებიან საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი 5-ის შესაბამისად; ვ) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობოდ ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა, დანართი 6-ის შესაბამისად; ზ) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირობებით ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა, დანართი 7-ის შესაბამისად; თ) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის/პირდაპირი განკარგვის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებით/უპირობოდ ხელშეკრულების ფორმა, დანართი 8-ის შესაბამისად; ი) ახალგორის მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა, დანართი 9-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 ნოემბრის №33 დადგენილება (ვებ.გვერდი 09.11.2017 წელი, სარეგ. კოდი 010250000.35.150.016131) ,,ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“; ბ) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვალის №29 დადგენილება (ვებ.გვერდი 110301034 . 15.03.11 წ.  სარეგ.კოდი 040110030.35.150.016008) ,,ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების მოწმობის, აგრეთვე ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი დანართი №1 ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების დამატებითი წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობის, სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარისწორების დამატებითი წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების – საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას – ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე ანგარისწორების დამატებით წესებს, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით განსაზღვრულის გარდა, რომლებიც არ ეწინააღმდეგება და გამომდინარეობს მათგან. მუხლი 2🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება 1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს, მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მოსთხოვოს მუნიციპალიტეტის ამ ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 15%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა (ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად), რომლის წარდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 დღით უნდა აღემატებოდეს ელექტრონული აუქციონის დასრულების ვადას. 2. ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შემთხვევაში ვებგვერდზე (www.eauction.ge) გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) აუქციონატორის დასახელებას; ბ) საპრივატიზაციო ობიექტების დასახელებას; გ) ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი; დ) საპრივატიზაციო ობიექტის საწყის საპრივატიზებო საფასურს, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობისა; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 15%-ს და არაუმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 20 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; ვ) ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს; ზ) ელექტრონული აუქციონის პირობებს (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში); თ) ბიჯის სიდიდეს; ი) აუქციონატორის საკონტაქტო ინფორმაციას; კ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას; მუხლი 3🔗. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები: 1. ელექტრონული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც მთავრობის #669 დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო საფასურზე დამატებით. მუხლი 4🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი 1. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გაააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მუხლი 5🔗. ვადაგაგრძელებული და განმეორებითი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი 1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ეს ქონება შესაძლებელია, გატანილ იქნეს საპრივატიზებოდ ელექტრონულ აუქციონზე, შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონი ჩაითვლება განმეორებით ელექტრონულ აუქციონად. განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს 30%-ით, თუ მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. მუხლი 6🔗. საჯარო აუქციონის ორგანიზება 1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს აუქციონატორი, მთავრობის დადგენილების მე-15 მუხლით და ამ წესის ამ მუხლით დადგენილი დამატებითი წესების შესაბამისად. 2. აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას - ახალგორის მუნიციპალიტეტის გაზეთში ,,ახალგორი“ და ვებ-გვერდებზე www.eauction.ge, www.akhalgori.org.ge 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) აუქციონატორის დასახელებას; ბ) საჯარო აუქციონის პირობებს (პირობებიანი საჯარო აუქციონის შემთხვევაში); გ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას; დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 15%-ს და არაუმეტეს 80%-ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; ბიჯის სიდიდეს (ბიჯის სიდიდეს მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო); საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი განისაზღვროს 10 (ათი) ლარის ოდენობით; ვ) განაცხადის მიღების ადგილს (აუქციონატორის მისამართი) და საკონტაქტო ინფორმაციას; ზ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას; მუხლი 7🔗. ვადაგაგრძელებული და განმეორებითი საჯარო აუქციონის ჩატარების წესი 1. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ეს ქონება შესაძლებელია, გატანილ იქნეს საპრივატიზებოდ საჯარო აუქციონზე, შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონი ჩაითვლება განმეორებით საჯარო აუქციონად. განმეორებით საჯარო აუქციონზე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს 30%-ით. თუ მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. მუხლი 8🔗. საწყისი საპრივატიზებო საფასურის და სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასურის შემცირება განმეორებითი აუქციონის დროს 1. თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება 30%-ით შემცირდეს, ხოლო, თუ მუნიციპალიტეტის ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. ასეთ შემთხვევაში, ყოველი განმეორებითი აუქციონის ჩატარებისას, ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს და სხვა პირობებს ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულო. დანართი №2 (ტიპური ფორმა) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № წეროვანი, დევნილთა დასახლება                                „–––––“ „ ––––––––––––“ 201- წელი                                                                                               (რიცხვი, თვე, წელი) წინამდებარე ოქმი გაიცა -------------------------------------------------------------------------------აუქციონში გამარჯვებულ პირზე (აუქციონში გამარჯვებულის (ტექსტში შემდგომში - მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზე, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, --------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) მდებარე -------------------------------------------------------------------------------------------                                                                        (ქონების მისამართი) ქონების საწყისი ფასი --------------------- (-----------------------------------------) ლარი. (ციფრებით)                       (სიტყვიერად) შემდგომი ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე www. eauction.ge ------------- (ლოტის ნომერი და თარიღი) მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის: -----------------------------------( --------------------------------------------------------) ლარის (ციფრებით)                                    (სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცემა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) -შემდგომში ქონება ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების პირობები და მხარეთა უფლება-მოვალეობები: 1.მყიდველმა აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი: -------------------------------- (------------------------------------------) ლარი  (ციფრებით)                             (სიტყვიერად) უნდა გადაიხადოს ( მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებული სხვაობის შესაბამისად --------------- (---------------------------------) ლარი) ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2.   მყიდველს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 3.      ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდა შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მისი დადასტურების მომენტიდან. 4. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, ახალგორის  მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ახალგორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია ახალგორის მუნიციპალიტეტისაგან მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 5 ახალგორის მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება მყიდველს გადაეცემა, ახალგორის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. 6. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან გამყიდველი გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას. 7. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას ან უარს განაცხადებს ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე /უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება. 8. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ახალგორის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 9. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 10. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ახალგორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ახალგორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება.  ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი)თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 11.  ოქმს ხელს აწერს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი). ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი  /------------------------------/ /----------------/ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /---------------------------/ /-----------------/ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) ----------------------------- ბ/ა დანართი №3 (ტიპური ფორმა) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას პირობებიან ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №  წეროვანი, დევნილთა დასახლება  „–––––“ „ –––––––––“ 201- წელი (რიცხვი, თვე, წელი) წინამდებარე ოქმი გაიცა -------------------------------------------------------------------პირობებით აუქციონში გამარჯვებულ პირზე (აუქციონში გამარჯვებული (ტექსტში შემდგომში – მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზე, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) მდებარე--------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების მისამართი) ქონების საწყისი ფასი -------------------------(-----------------------------------------) ლარი. (ციფრებით)  (სიტყვიერად) შემდგომში ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge ------------------------------------ (ლოტის ნომერი და თარიღი) მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის: ------------------- (-----------------------------------) ლარის (ციფრებით)     (სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,“ „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების,სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) -შემდგომში ქონება. მყიდველი ვალდებულია შეასრულოს აუქციონის პირობები: 1. მყიდველმა აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი: -----------------------(--------------------------------) ლარი  (ციფრებით)      (სიტყვიერად) უნდა გადაიხადოს (მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებული სხვაობის შესაბამისად --------------- (---------------------------) ლარი) ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან --- კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2.  მყიდველი ვალდებულია ჯეროვნად შეასრულოს ელექტრონული აუქციონის შემდეგი პირობები: ა)–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ბ)–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გ) და ა.შ. 2. მყიდველი ვალდებულია, ახალგორის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას, დაიცვას ოქმით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე ან/და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს. 3.მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. 4.გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით და ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს. 5. ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ახალგორის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში. ამასთან, ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი პასუხისმგებელია ახალგორის მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 6. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 7. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით და ხელშეკრულებით, სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ: ა) სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს. 8. ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების ოქმის გაუქმების საფუძვლად. 9. შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება მყიდველზე გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. 10.  თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას ან უარს განაცხადებს ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე, აუქციონის შედეგები უქმდება მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება. 11.  მყიდველს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 12.   შეძენილ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ. 13.   წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობისშესაბამისად. 14.  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ახალგორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ოქმის საფუძველზე 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ახალგორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 15.  ოქმს ხელს აწერს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი). ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი  /------------------------------/ /----------------/                     (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /---------------------------/ /-----------------/                        (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) ----------------------------- ბ/ა                                                                                                                                დანართი №4 (ტიპური ფორმა) ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების სააუქციონო მუდმივმოქმედი კომისია ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას უპირობო საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № წეროვანი, დევნილთა დასახლება   „–––––“ „ ––––––––––“ 201-წელი რიცხვი, თვე, წელი) ეს ოქმი გაიცა ----------------------------------------------------------------------------------აუქციონში გამარჯვებულ პირზე (აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზე, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან) ქონების საწყისი ფასი ----------------------------- (----------------------------) ლარი ციფრებით  სიტყვიერად შემდგომში ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით, ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების სააუქციონო კომისიის მიერ 201_ წლის „__” „ ______________“ მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის -----------------------(----------------------------) ლარი ციფრებით სიტყვიერად საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას საკუთრებაში გადაეცა ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამის, რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების უფლებრივად დატვირთვის თაობაზე) - შემდგომში ქონება. მყიდველი ვალდებულია შეასრულოს აუქციონის პირობები: 1. მყიდველმა აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი: -----------------------(--------------------------------) ლარი  (ციფრებით)            (სიტყვიერად) უნდა გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2.მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 3.ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ქონების სრული ღირებულების გადახდა) შესრულებულად ითვლება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 4.მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის შემდეგ უფლებამოსილი ორგანო გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას. 5. თუ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ოქმითა და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას, აუქციონის შედეგები უქმდება, ქონების შემძენს არ გადაეცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯი არ აუნაზღაურდება. 6.მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ქონების სრული ღირებულების გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 7. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8.ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი გადაეცემა მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, ხოლო ერთი რჩება ქონების განმკარგავს. 9. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და აწერს ხელს. 10. ოქმს, რომელიც რჩება ქონების განმკარგავთან, თან ერთვის: ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენი იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ) იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 11.  ოქმს ხელს აწერს აუქციონატორი და აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი). აუქციონატორი / --------------------------/ /-----------------------------------/  ხელმოწერა                      სახელი, გვარი აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /---------------/ ------------------------------/          ხელმოწერა     სახელი, გვარი ----------------------- ბ/ა დანართი №5 (ტიპური ფორმა) ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების სააუქციონო მუდმივმოქმედი კომისია ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას პირობებიან საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № წეროვანი, დევნილთა დასახლება                                    „–––––“ „ ––––––––––––“ 201-წელი (რიცხვი, თვე, წელი) წინამდებარე ოქმი გაიცა ------------------------------------------------------------------------- პირობებით აუქციონში გამარჯვებულ პირზე (აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზე, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან) ქონების საწყისი ფასი ----------------------------- (----------------------------) ლარი ციფრებით  სიტყვიერად შემდგომში პრივატიზების მიზნით, ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების სააუქციონო კომისიის მიერ 201_ წლის  „__” „ ______________“ მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის -------------------------- (----------------------------) ლარი ციფრებით  სიტყვიერად საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას საკუთრებაში გადაეცა ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების უფლებრივად დატვირთვის თაობაზე) - შემდგომში ქონება. მყიდველი ვალდებულია შეასრულოს აუქციონის პირობები: 1.მყიდველმა აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი: ----------------------- (--------------------------------) ლარი  (ციფრებით)         (სიტყვიერად) უნდა გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან ---კალენდარული დღის ვადაში გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე: 2. მყიდველი ვალდებულია ჯეროვნად შეასრულოს საჯარო აუქციონის შემდეგი პირობები: ა)–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ბ)–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გ) და ა.შ. 3.მყიდველი ვალდებულია, ახალგორის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას, დაიცვას ოქმით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე ან/და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს. 4. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. 5.გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით და ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს. 6.ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ახალგორის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან, ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი პასუხისმგებელია ახალგორის მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 7.ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 8.ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით და ხელშეკრულებით სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ: ა) სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს. 9. ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების ოქმის გაუქმების საფუძვლად. 10.შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება მყიდველზე გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. 12. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას ან უარს განაცხადებს ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება. 13.მყიდველს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 14.შეძენილ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ. 15.  წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 16. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ახალგორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ოქმის საფუძველზე 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ახალგორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 17. ოქმს ხელს აწერს აუქციონატორი და აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი). აუქციონატორი / --------------------------/ /-----------------------------------/                                             ხელმოწერა  სახელი, გვარი აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /---------------/ ------------------------------/                                                                             ხელმოწერა  სახელი, გვარი ----------------------- ბ/ა დანართი №6 (ტიპური ფორმა) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობოდ ნასყიდობის ხელშეკრულება № წეროვანი, დევნილთა დასახლება                   „-------------“ „ --------------------“ 201-წელი (რიცხვი,თვე, წელი) მუხლი 1🔗. ხელშეკრულების მხარეები ერთი მხრივ, ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------   წარმოდგენილი ------------------------------------------------------- სახით /პირადი №––––––––––––––;  უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი მინდობილობა (–––––––––––––––– წელი)  №––––––––––––––––/ (ტექსტში - „მესაკუთრედ“ წოდებული) და, მეორე მხრივ, -------------------------------------------------------------------- წარმოდგენილი ------------------------------------------------------------------------------ სახით /პირადი №––––––––––––––; უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი –––––––––––– მინდობილობა (–––––––––––––––– წელი) №–––––––––––/ შემდეგში ,,მყიდველად“ წოდებული, ვდებთ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას (შემდგომში – ხელშეკრულება), რომელშიც განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და ვალდებულებები ხელშეკრულების საგნის მიმართ. მუხლი 2🔗. ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძვლები ამ ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილება, 201- წლის ----------- ჩატარებული ------------------------------ აუქციონის შედეგები და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №-------------------------(თარიღი). მუხლი 3🔗. ხელშეკრულების საგანი 201- წლის ,,---“ --------------------- ჩატარებული ---------------------- აუქციონის შედეგებისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №-------------------------- (თარიღი) საფუძველზე „მესაკუთრე“ გადასცემს, ხოლო „ქონების მყიდველი“ იღებს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––/საკადასტრო კოდი: №–––––––––––––––––––/. მუხლი 4🔗. აუქციონის ფორმით პრივატიზების პირობები და მხარეთა უფლება-მოვალეობები 1. მყიდველმა აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი: ––––––––––– (–––––––––––––––––––) ლარი (ციფრებით)                   (სიტყვიერად) უნდა გადაიხადოს მის მიერ --------------------- აუქციონზე დასასახელებულ საბოლოო ფასს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებული სხვაობის შესაბამისად --------------- (---------------------------) ლარი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ---- კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. მყიდველს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 3. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდა შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მისი დადასტურების მომენტიდან. 2. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, ახალგორის მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ახალგორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია ახალგორის მუნიციპალიტეტისაგან მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 3. ახალგორის მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება მყიდველს გადაეცემა, ახალგორის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. 4.ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან გამყიდველი გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას. 5. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების საფასურს ან უარს განაცხადებს ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება. 6. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის, ახალგორის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების, შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 7. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 8. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 9.მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე, ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას. 10.   ხელშეკრულებას, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები: ა) ------------------------------------------------------- ბ) ------------------------------------------------------- გ) და ა.შ. მუხლი 5🔗.  მხარეთა რეკვიზიტები აუქციონატორი ახალგორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო/გამგებელი /----------------------------/ /---------------------------------------------/ (ხელმოწერა)  (სახელი, გვარი) მყიდველი აუქციონში გამარჯვებული პირი -------------------------- (ფიზიკური/იურიდიული) --------------------------- (ხელმოწერა) პირადი/№ ს/კ ------------ ---------------------------------- ბ/ა დანართი №7 (ტიპური ფორმა) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირობებით ნასყიდობის ხელშეკრულება № წეროვანი, დევნილთა დასახლება                                                -----  ----------- 201- წელი (რიცხვი, თვე, წელი) მუხლი 1🔗. ხელშეკრულების მხარეები ერთი მხრივ, -----------------------------------------------------------------წარმოდგენილი ------------------------------------------ სახით /პირადი №––––––––––––––; უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი მინდობილობა (–––––––––––––––– წელი) №––––––––––––––––/ (ტექსტში - „მესაკუთრედ“ წოდებული) და, მეორე მხრივ, --------------------------------------------------------------------- წარმოდგენილი ------------------------------------------------------------------------------ სახით /პირადი №––––––––––––––; უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ––––––––––––მინდობილობა (–––––––––––––––– წელი) №––––––––––––––––/ შემდეგში ,,მყიდველად“ წოდებული, ვდებთ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას (შემდგომში – ხელშეკრულებას), რომელშიც განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და ვალდებულებები ხელშეკრულების საგნის მიმართ. მუხლი 2🔗. ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძვლები ამ ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილება, 201---წლის ---- -------- ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შედეგები და პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №------ (თარიღი). მუხლი 3🔗. ხელშეკრულების საგანი 201-- წლის ---- -------- ჩატარებული -------------- აუქციონის შედეგებისა და პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № –––– (თარიღი) საფუძველზე „მესაკუთრე“ გადასცემს, ხოლო „ქონების მყიდველი“ იღებს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ:-------------------------------------------------------------------------- /საკადასტრო კოდი: №-----------------/. მუხლი 4🔗. მყიდველი ვალდებულია შეასრულოს აუქციონის პირობები: 1.მყიდველმა აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი: ––––––––––– (––––––––––––––––––––) ლარი (ციფრებით)                    (სიტყვიერად) უნდა გადაიხადოს მის მიერ -------------------- აუქციონზე დასასახელებულ საბოლოო ფასს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებული სხვაობის შესაბამისად --------------- (----------------------------------) ლარი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან -- კალენდარული დღის ვადაში, ახალგორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს (აუქციონატორის) მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. მყიდველი ვალდებულია ჯეროვნად შეასრულოს ----------------------- აუქციონის შემდეგი პირობები: ა)–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ბ)–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გ)–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დ) და ა.შ. 3. ვალდებულებები ა) მყიდველი ვალდებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე ან/და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს; ბ) მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე; გ) გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით და ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს; დ) ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ახალგორის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან, ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი პასუხისმგებელია ახალგორის მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე; ე) ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან; ვ) ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით და ხელშეკრულებით სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ: ვ.ა) სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ვ.ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ვ.გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%; ზ) ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების ოქმის გაუქმების საფუძვლად; თ) შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება მყიდველზე გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით; ი) თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების საფასურს ან უარს განაცხადებს ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება; კ) მყიდველს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას; ლ) შეძენილ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ; მ) წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ნ) ნასყიდობის ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3(სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს; ო) მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე, ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას; პ) ხელშეკრულებას, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის: პ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; პ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; პ.გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 5🔗. მხარეთა რეკვიზიტები აუქციონატორი ახალგორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო/გამგებელი /----------------------------/ /------------------------------------------/  (ხელმოწერა)                     (სახელი, გვარი) მყიდველი აუქციონში გამარჯვებული პირი -------------------------- (ფიზიკური/იურიდიული) --------------------------- (ხელმოწერა) პირადი/№ ს/კ ------------ ---------------------------------- ბ/ა დანართი №8 (ტიპური ფორმა) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის/პირდაპირი განკარგვის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებით/უპირობოდ ხელშეკრულება № წეროვანი, დევნილთა დასახლება                                               ----- -------------- 201- წელი (რიცხვი, თვე, წელი) მუხლი 1🔗. ხელშეკრულების მხარეები ერთი მხრივ, -----------------------------------------------------------------------------------წარმოდგენილი ------------------------------------------------------- სახით /პირადი №––––––––––––––; უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი მინდობილობა (–––––––––––––––– წელი) №––––––––––––––––/ (ტექსტში - „მესაკუთრედ“ წოდებული) და, მეორე მხრივ, --------------------------------------------------------------------- წარმოდგენილი ------------------------------------------------------------------------------ სახით /პირადი №––––––––––––––; უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი –––––––––––– მინდობილობა (–––––––––––––––– წელი) №––––––––––––––/ შემდეგში ,,მყიდველად“ წოდებული, ვდებთ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას (შემდგომში – ხელშეკრულება), რომელშიც განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და ვალდებულებები ხელშეკრულების საგნის მიმართ. მუხლი 2🔗. ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძვლები ამ ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილება და „________________________________________________________________________________ ------------------------------------------------------------------------------------------------“ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ----------------------------------------- № ------ ბრძანება. (წელი, რიცხვი, თვე) მუხლი 3🔗. ხელშეკრულების საგანი ,,------------------------------------------------------------------------------------------------------- „ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ---------------------------------- № --ბრძანების საფუძველზე „მესაკუთრე“ გადასცემს, ხოლო „----------“ ----------------- (აღნაგობა, უზუფრუქტი, იჯარა, ქირავნობა, თხოვება ან სხვა) ფორმით სარგებლობაში იღებს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- /საკადასტრო კოდი: №------------------ /. ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად, მხარეებს შორის ფორმდება სარგებლობაში გადასაცემი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი. მუხლი 4🔗. სარგებლობის ქირა, გადახდის ვადები 1. ყოველწლიური -------------- ქირა შეადგენს -------------- /---------------/ ლარს. 2. „----------------“ --------------- ქირას იხდის ყოველთვიურად/ყოველწლიურად ან კვარტალში ერთხელ, კალენდარული წლის დამთავრებამდე არანაკლებ 2 (ორი) კვირით ადრე, იმავდროულად --------------- აქვს ქირის ავანსად გადახდის უფლება. 3.  „--------------“ ქირის გადახდამდე ანგარიშის დასაზუსტებლად უნდა მიმართოს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას. 2.  „-------------“ ვალდებულია საიჯარო ქირის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი გადახდიდან არაუგვიანეს 5 დღისა წარუდგინოს ქონების „მესაკუთრეს“. მუხლი 5🔗. ხელშეკრულების ვადა ამ ხელშეკრულებით ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობაში გაიცემა ------ (-----) წლით. ---------- ვადა აითვლება მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღიდან. მუხლი 6🔗. მხარეთა უფლება-მოვალეობანი 2. „მესაკუთრე“ ვალდებულია: ა) მოამზადოს ქონების ------------ გადასაცემად საჭირო დოკუმენტაცია; ბ) ხელი შეუწყოს „--------- “ მიერ ----------- აღებული ქონებით სარგებლობას. 3. „მესაკუთრეს“ უფლება აქვს: ა) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაათვალიეროს -------------- გაცემული ქონება. ბ) მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა, თუკი: ბ.ა) „-------------“ არღვევს ხელშეკრულების პირობებს; ბ.ბ) „-------------“ განზრახ ან გაუფრთხილებლობით აუარესებს ------------ გაცემულ ქონებას, რითაც ზიანი ადგება „მესაკუთრეს; აღნიშნული მიზეზების წარმოშობის შემთხვევაში „მესაკუთრე“ 1 კვირით ადრე წერილობით აცნობებს „-------------“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ და თუ ამ ვადაში „---------------“ არ წარმოადგინა ხელშეკრულების გაუქმების მიზეზების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, „მესაკუთრე“ უფლებამოსილია ცალმხრივად გააუქმოს ხელშეკრულება დადგენილი წესით; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 4.  „--------------“ ვალდებულია შეასრულოს შემდეგი პირობები: ა) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ბ) არ განახორციელოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ქონების მიმართ; გ) აუნაზღაუროს „მესაკუთრეს“ ქონების მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეული ზიანი, ამასთან ნორმალური ცვეთა მხედველობაში არ მიიღება; დ) უზრუნველყოს ----------------- ხელშეკრულების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო რეესტრში დარეგისტრირება. 2.  „-----------“ უფლება აქვს: ა) მოითხოვოს ხელშეკრულების ვადამდე გაუქმება, თუ ------------ გადაცემული ქონება გამოუსადეგარი გახდა იმ გარემოებათა გამო, რომლისთვისაც მოიჯარეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება; ბ) საკუთარი სახსრებით აწარმოოს მშენებლობა/რემონტი, აგრეთვე სხვა სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია -------------------- საქმიანობასთან. აღნიშნულ საქმიანობებზე გაწეული ხარჯები „მესაკუთრის“ მხრიდან კომპენსაციას არ ექვემდებარება. ამასთან, „----------“ არა აქვს სარგებლობაში გადაცემული ქონების გადაკეთების ან რეკონსტრუქციის უფლება „მესაკუთრის“ თანხმობის გარეშე. გ) --------- გასცეს -------------- უფლებით გადაცემული ქონება ან მისი ნაწილი მესაკუთრესთან შეთანხმებით. ამასთან -------------- პირობები უნდა გამომდინარეობდეს და შეესაბამებოდეს წინამდებარე ხელშეკრულებას. ხელშეკრულების ვადის დასრულების ან ვადამდე გაუქმების შემთხვევაში ----------- წყდება. 3.მხარეებს უფლება აქვთ მოითხოვონ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. 4.ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება არა აქვს ახალგორის მუნიციპალიტეტის სარგებლობის უფლებით მიღებული ქონება, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს ახალგორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია ახალგორის მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 5. „---------------“ აქვს ---------- უფლებით აღებული ქონების უკან დაბრუნების უფლება და თავისუფლდება ქირის შემდგომი გადასახადისაგან, თუ „მესაკუთრეს“ მოთხოვნის შემთხვევაში შესთავაზებს მას გადახდისუნარიან და „მესაკუთრესათვის“ მისაღებ ახალ „-------------“. სხვა შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე. მუხლი 7🔗. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, მისთვის გადაცემული ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია, ახალგორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. 2. სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 3.სარგებლობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად ახალგორის მუნიციპალიტეტის აღამსრულებელი ორგანოს მიერ. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები. მუხლი 8🔗. ქონების საკუთრების უფლება 1.ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონება, რომელიც გადაცემულია აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით, სარგებლობის ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს ახალგორის მუნიციპალიტეტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნაგობის შემთხვევაში საკითხი რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესამაბისად. თუ „-----------“ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ არ დააბრუნებს ---------- აღებულ ქონებას, მაშინ „მესაკუთრეს“ შეუძლია მოითხოვოს დათქმული ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის. „მესაკუთრეს“ შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც. 2.სარგებლობაში გადაცემული ქონების გამოყენებით შექმნილი პროდუქცია, შემოსავალი, აგრეთვე ამ შემოსავლის ხარჯზე შეძენილი ქონება ეკუთვნის „---------------“. 3. სარგებლობაში გადაცემული ქონების მიმღების საკუთრებაა, სარგებლობაში გადაცემული ქონების მთელი ის გაუმჯობესებული ნაწილი, რომელიც მან შეძლო საკუთარი და მასთან გათანაბრებული სხვა სახსრებით და რომელთა გამოყოფა შეიძლება სარგებლობაში გადაცემული ქონების დაუზიანებლად. იმ შემთხვევაში, თუ ქონების ნაწილის გამოყოფა ქონებისაგან შეუძლებელია, სარგებლობაში გადაცემული დაუზიანებლად, მათი ღირებულება „მესაკუთრის“ მიერ არ ანაზღაურდება. მუხლი 9🔗. ფორსმაჟორი 1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, თუკი ეს გამოწვეული იყო დაუძლეველ ძალთა გამო. 2.დაუძლეველი ძალა ნიშნავს ისეთ გარემოებას, რომელიც წარმოიშვა მხარეთა ნების გარეშე და რომლის დადგომისა და მოქმედების კონტროლი აღემატება მხარეთა გონივრულ კონტროლს, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) სტიქიურ უბედურებებს, მიწისძვრებს, საომარ მოქმედებებს, სამოქალაქო არეულობებს და სხვა. აგრეთვე, კანონმდებლობის შეცვლა, სახელმწიფო ორგანოების მოქმედებები, რომლებიც შეუძლებელს გახდიან მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნულ შემთხვევებში მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიწევს იმ ვადით, რა პერიოდშიც იარსებებს დაუძლეველ ძალთა სიტუაცია. ვალდებულების შესრულების ვადის გადაწევა არ მოხდება იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მხარემ დაკარგა ინტერესი მეორე მხარის მიერ ვალდებულების შესრულებისადმი. მუხლი 10🔗. ხელშეკრულების პირობების შეცვლა ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება წინამდებარე ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილ იქნეს მხარეების მიერ ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილება ან/და დამატება ძალაშია მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მუხლი 11🔗. სხვა დებულებანი 1. მხარეთა შორის წარმოქმნილი სხვა სადავო საკითხები წყდება მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმების გზით, ხოლო გადაუწყვეტლობის შემთხვევაში სასამართლოში. 2.ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ხელშეკრულების თითო ეგზემპლარი ინახება მხარეებთან, ხოლო ერთი ეგზემპლარი ინახება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში. მუხლი 12🔗. მხარეთა რეკვიზიტები „მესაკუთრე“ ახალგორის მუნიციპალიტეტი მისამართი: წეროვანი, დევნილთა დასახლება უფლებამოსილი პირი/----------------------------/ /------------------------------------/ (ხელმოწერა)  (სახელი, გვარი) უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მინდობილობა (––––––––––––––– წელი) № –––––––– „მყიდველი“ ______________________________________ მისამართი ____________________________ -------------------------- (ფიზიკური/იურიდიული) --------------------------- (ხელმოწერა) პირადი/№ ს/კ ------------ დანართი №9 ახალგორის  მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა № ––––––– ეძლევა ------------------------------------------------------------------------------------------------------ ----------------------------------------------------------------------------------------------------------------, (მესაკუთრე და მისი მისამართი) რომ მას -----------------------------------------------------------------------საკუთრებაში გადაეცა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (ქონების დასახელება და მისამართი) საფუძველი:-------------------------------------------------------------------------------------------------------- (ოქმის და ხელშეკრულების № და თარიღი:) მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა ----------------------------------------------------------------------------------------------------------------, (მესაკუთრის სახელი, გვარი/დასახელება) რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მოწმობა ძალაშია ოქმთან და ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. გაცემულია: „--------“ „---------------“ 20-- წ. ახალგორის  მუნიციპალიტეტის გამგებელი /---------------------/ /----------------------------/  (ხელმოწერა)                         (სახელი, გვარი) ------------------------ ბ/ა