⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.12.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.02.2018
ძალის დაკარგვა 11.12.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016410
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 633 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.02.2018 მიღება
11.12.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2018 წლის 2 თებერვალი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის და 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა   პირუტყვის ყოფნის წესი. მუხლი 2🔗 დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის შესახებ. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე, ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო  საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 8 აგვისტოს №32 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე, აქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 2 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ჭეჟია დანართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი 1. ეს წესი განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (შემდგომში – პირუტყვი) ყოფნის წესებს და ამ წესების დარღვევისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ მოქმედების სფეროს. 2. წესის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის  ტერიტორიის იერსახის, სისუფთავის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა. მუხლი 2🔗. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის 1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის შესაბამისად. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა მოხდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტებით განსაზღვრული სამართალდარღვევის შემთხვევაში პირუტყვი გადაყვანილი იქნება საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. 4.სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) გადაყვანა სპეციალურ ადგილზე – 100 ლარი; ბ) დღიური მოვლა-პატრონობა-50 ლარი. 5. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით. 6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური და „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ უფლებამოსილია ამ წესის დარღვევის ფაქტი დააფიქსიროს ფოტოს მეშვეობით. მუხლი 3🔗. პირუტყვის მოვლა-პატრონობაზე და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი 1.პირუტყვის მოვლა-პატრონობაზე და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“. 2. „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ პასუხისმგებელია წინამდებარე დადგენილების აღსრულებაზე და ვალდებულია: ა) უზრუნველყოს პირუტყვის სათანადო დონეზე მოვლა-პატრონობა, შენახვა, დაცვა და კვება; ბ) აწარმოოს პირუტყვის აღრიცხვა მონაცემებთა ბაზის მეშვეობით; გ) ამ წესითა და საკუთარი დებულებით/წესდებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვი (პასუხისმგებელი პირის/ორგანოს ბრალით, გაურკვეველი მიზეზების გამო) დაიღუპა, მესაკუთრისადმი მიყენებულ ზარალს მთლიანად ანაზღაურებს წინამდებარე წესის აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირი 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗. პირუტყვის დაბრუნების წესი 1. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება მხოლოდ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. 2. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება მისი საკუთრების უფლება. 3. პირუტყვის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ამ წესით განსაზღვრული პირის/ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი და პირუტყვის მესაკუთრე.  მუხლი 5🔗. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის რეალიზების წესი 1. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის მესაკუთრე 5 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯებს, პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს. 3. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან. 4. ჯარიმა, ასევე, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მუხლი 6🔗. წესის მოქმედება აღნიშნული წესის მოქმედება ვრცელდება როგორც პირუტყვის მესაკუთრეზე, ასევე იმ პირზე, რომელიც სჩადის სამართალდარღვევას, იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია.