„ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
- ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ 13.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №54 |
|
2018 წლის 2 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“ ქვეპუნქტი:
„ჭ) ხე-ტყის ნარჩენი – ხე-ტყის დამზადების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები, აგრეთვე, ის ძირნაყარი ხე-ტყე, რომელსაც ბუნებრივი თუ სხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო აღარ გააჩნია მერქნული რესურსის ღირებულება.“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:
„23. ამ მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად შერჩეულ დაინტერესებულ პირს ტყის მოვლის ღონისძიებების ფარგლებში ეძლევა ხე-ტყის ნარჩენის ათვისების უფლება და ათვისებული ნარჩენი გადაეცემა საკუთრებაში, მართვის ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მხოლოდ ბიოსაწვავის წარმოების მიზნით. ათვისებული ნარჩენისთვის დაინტერესებული პირი იხდის მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილ საფასურს. ხე-ტყის ნარჩენის საფასურის გადახდის, ათვისებული ნარჩენის მოცულობის დაანგარიშებისა და ნარჩენის ტრანსპორტირების წესი განისაზღვრება „ტყითსარგებლობის წესის“ მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით.“.
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სანიტარიული ჭრით გარემოდან ამოღებული, ხმელი, ხმობადი და ძირნაყარი ხეები, ასევე ხე-ტყის ნარჩენი უნდა იქნეს გამოტანილი ტყიდან.“.
4. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ხანძარსაშიში კორომებიდან ძირნაყარი ხე-ტყისა და ხე-ტყის ნარჩენის გამოტანა და განთავსება უსაფრთხო ადგილზე.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.02.2018.
- როდის იქნა მიღებული „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.02.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №54. სარეგისტრაციო კოდი — 390120000.10.003.020370.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №54, 02.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 390120000.10.003.020370 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4047149/