ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.02.2018
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/02/2018
matsne.gov.ge 1,294 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (4)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
პროგრამული კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა
წლიური გეგმა მათ შორის: კვარტალების მიხედვით I II III IV
I II
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.08.2018 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.12.2017 ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 19.12.2017 სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 14.12.2017 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 01.06.2018

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №4 2018 წლის 5 თებერვალი დაბა ხარაგაული        ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის  და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესიб დანართი №1-ის შესაბამისად (თან ერთვის). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ფორმა  დანართი №2-ის შეასბამისად (თან ერთვის). მუხლი 3🔗 დამტკიცდეს საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ​2.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში“ თანხების გადანაწილების წესი, დანართი №3-ის შესაბამისად (თან ერთვის). მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე დანართი №1 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და  პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი მუხლი 1🔗 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული  ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე მუხლის საფუძველზე. 2. წესი განსაზღვრავს ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს. მუხლი 2🔗 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების  გადანაწილების ძირითადი პრინციპები 1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე  ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა,  შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. 2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს  პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა), ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. 4. მერის  სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსიალია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 5. საქართველოს კანონის „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით“ გათვალისწინებული საერთო - სახელმწიფოებრივი   მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ხარაგაულის მუნიციპალიტატის ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 6. მუნიციპალიტეტის სარეზერვო ან  წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების  ფონდებიდან  მერის  ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას. 7. იმ შემთხვევაში, თუ ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში კვარტალებს შორის გადანაწილებით არ იცვლება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ასიგნების წლიური მოცულობა, კვარტალებს შორის თანხების გადანაწილებას ახორციელებს ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური,  შესაბამისი სამსახურების მიერ წარმოდგენილი დასაბუთების მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. მუხლი 3🔗 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება  1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერს  ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში  საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე. 2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულებების და მოთხოვნის დოკუმენტები იმ თანხებზე, რომელთა გადანაწილებაზეც არსებობს მოთხოვნა. მერიის საფინანსო სამსახური უფლებამოსილია, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადანაწილების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს მოთხოვნით გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებლობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი) და ამზადებს ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ბრძანების პროექტს ასიგნების გადანაწილების თაობაზე და მიზანშეწონილობაზე. 4. ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 6. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთსა და იმავე პროგრამაში/ქვეპროგრამაში ხარჯების ეკონომიკურ, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციების მუხლებით და ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ ასიგნებებში ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი ცვლილებები ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 7. მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით, შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. 8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, ამზადებს ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს ასიგნების გადანაწილებაზე, ხოლო გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით. 9. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას (დანართი №2) ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ  მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი  და საფინანსო-სახაზინო  განყოფილების უფროსი. 10. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად. 11. ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დანართი №2 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური გეგმის ცვლილების ცნობა № 20      წლის  “__”   _________ ___________________________________________________________ ( საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი) ______________________________________________________________________________ (ცვლილების საფუძველი_დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება) 20     წლის  “__”   _________          _____________________________________________________________________ (ცვლილების შინაარსი (ლარებში) პროგრამული კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი ცვლილების თანხა +/- (გადიდებული, შემცირებული) წლიური გეგმა მათ შორის: კვარტალების მიხედვით I II III IV  ჯამი დაფარვის ან მიმართვის წყარო 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან 2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა 4. დანარჩენი ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი საფინანსო -სახაზინო განყოფილების უფროსი დანართი №3 საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“  მე-6 მუხლის „ბ​2.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში მუხლი 1🔗 1. საქართველოს კანონის  „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-6 მუხლის „ბ​2.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების   ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.  2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების   ბიუჯეტის კვარტალებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს მხოლოდ განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმებს. კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში. 3. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას  იღებს თავად იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები მოთხოვნას, მათთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო მერი  შესასრულებლად გადასცემს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. 5. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს შესაბამისი ბრძანების პროექტს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის  მერს, მერის მიერ ბრძანების გამოცემის შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს ბრძანების აღსრულებას, მ.შ. მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-BUDGET). 6. საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-6 მუხლის „ბ​2.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების    ბიუჯეტებში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა სცილდება ამ წესის რეგულაციებს და ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗 1. ხაჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ცნობის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირები: მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი  და საფინანსო-სახაზინო  განყოფილების უფროსი 2. განხორციელებული ცვლილებები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის  ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.