ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.02.2018
ძალის დაკარგვა 13.03.2018
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.137.016377
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი | ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2018 წლის 6 თებერვალი
დაბა ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების 41-ე მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის რეორგანიზაციის გეგმა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი
დანართი
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის რეორგანიზაციის გეგმა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში –
გეგმა) შედგენილია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“
და ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურას, რეორგანიზაციის ვადას, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რეორგანიზაციის პროცესში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის საქმიანობის რეჟიმს და მის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს.
მუხლი 2🔗. სარეორგანიზაციო სტრუქტურა
1. რეორგანიზაცია შეეხება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულს: იურიდიულ სამსახურს.
2. რეორგანიზაციის პროცესში მოხდება იურიდიული სამსახურიდან კონტროლისა და აუდიტის განყოფილების გამოყოფა და ახალი სტრუქტურული ერთეულის –
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ჩამოყალიბება.
მუხლი 3🔗. სარეორგანიზაციო ღონისძიებები და ჩატარების ვადა
1. მერიის იურიდიული სამსახურის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს 2018 წლის 31 მარტამდე.
2. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები (სამოქმედო გეგმა):
ა) მერიის იურიდიული სამსახურიდან კონტროლისა და აუდიტის განყოფილების გამოყოფა, მუნიციპალიტეტის ახალი სტრუქტურული ერთეულის –
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ჩამოყალიბება და სამსახურის ფუნქციების განსაზღვრა უნდა დასრულდეს 2018 წლის 20 მარტამდე;
ბ) მერიის დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება უნდა მოხდეს 2018 წლის 20 მარტამდე;
გ) იურიდიული სამსახურის დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება უნდა მოხდეს 2018 წლის 20 მარტამდე;
დ) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების პროექტის მომზადება უნდა მოხდეს 2018 წლის 20 მარტამდე;
ე) „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №21 დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2018 წლის 20 მარტამდე;
ვ) ვაკანტურ თანამდებობაზე (არსებობის შემთხვევაში) კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესისა და ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების დამტკიცებული წესის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის ვადების დაცვით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;
ზ) იურიდიული სამსახურის მოსამსახურეთა გაფრთხილება მოსალოდნელი რეორგანიზაციის, შტატების შემცირების (საჭიროების შემთხვევაში) ან სხვა სამსახურში გადაყვანის შესახებ უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2018 წლის 15 თებერვლამდე;
თ) ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სარეორგანიზაციო სტრუქტურის მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება და მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2018 წლის 25 მარტისა.
მუხლი 4🔗. რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი
რეორგანიზაციის პროცესში მერიის იურიდიული სამსახური მოქმედებს მოქმედი დებულებისა და მერიის საშტატო ნუსხის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. გეგმის შესრულების კონტროლი
1. გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, რომელმაც საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.
2. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“
, ,,ბ’’, ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებათა შესრულებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური.
3. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ე’’, ,,ვ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შესრულებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
4. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სარეორგანიზაციო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.