„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2018 წლის 5 თებერვალი ქ. გურჯაანი |
1. რეგლამენტის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, კომისიების თავმჯდომარეების, ფრაქციების თავმჯდომარეებისა და ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო.“.
2. რეგლამენტის 36-ე მუხლს დაემატოს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:
,,121. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციის ცხრა ან ცხრაზე მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში ფრაქციის თავმჯდომარე უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. ფრაქციის თავმჯდომარის და ფრაქციის სხვა თანამდებობის პირების (ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის მდივანი და სხვა), უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.’’.
3. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის XVI1 თავი და 1371 მუხლი:
,,თავი XVI1 გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
მუხლი 1371. მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტში იქმნება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო.
2. გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის წესი, შემადგენლობა, უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“.
|