ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.02.2018
ძალის დაკარგვა 06.04.2021
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016320
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე | ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.04.2021
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2018 წლის 5 თებერვალი
დაბა ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკრგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 მარტის №7 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 10.03.2017).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე
დანართი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
1. ეს წესი განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესს.
მუხლი 2🔗
1. გაეწიოს მატერიალური დახმარება:
ა)ოპერაციის ან სამედიცინო მომსახურებისათვის იმ თანხის 50%-ით, რომელიც არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო დაზღვევის პროგრამით, ხოლო სოციალურად დაუცველთათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65001-ს, დაფინანსდეს 70%-ით, არაუმეტეს 700 ლარისა;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ოპერაციის ან სამედიცინო მომსახურებისათვის მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარზე მეტია, დაფინანსდეს 1000 (ერთი ათასი) ლარით;
გ) სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების (ონკოლოგიური და სხვა მძიმე სახის დაავადება) მკურნალობისას – 1500 ლარამდე;
დ) სამედიცინო გამოკვლევებისთვის ღირებულების 50%-ით, ხოლო სოციალურად დაუცველთათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65001-ს, დაფინანსდეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა;
ე) „C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებს, „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე დაავადების სტადიის განსასაზღვრი კვლევების დასაფინანსებლად, პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის – სოციალურად დაუცველთათვის ღირებულების 30%, დანარჩენი ბენეფიციარებისათვის – 70%;
ვ) მედიკამენტების შესაძენად – 150 ლარამდე შემდეგი დაავადებებისას:
(დახმარება გაიწევა ბენეფიციარებზე, რომლებიც არ მონაწილეობენ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში.
ვ.ა) აორტოკორონარული შუნტირების და სტენტირების შემდგომი პერიოდის მკურნალობისას;
ვ.ბ) ეპილეფსიის;
ვ.გ) პარკინსონის;
ვ.დ) ბრონქიალური ასთმის;
ვ.ე) შაქრიანი დიაბეტის;
ვ.ვ) 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას.
ზ)კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე, 0-18 წლამდე არასრულწლოვანი პირების ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით კოხლეარული იმპლანტის აპარატის შეუფერხებელი ფუნციონირებისათვის საჭირო ელემენტის შესაძენად – წელიწადში 1000 ლარის ოდენობით;
თ) 100 წელს მიღწეულ და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთათვის წელიწადში ერთჯერ – 500 ლარის ოდენობით;
ი) გარდაცვლილი ომის ვეტერანის ან/და იძულებით გადაადგილებულ გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ხარჯისთვის – 250 ლარი;
კ) სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ 57001 სარეიტინგო ქულამდე მყოფ გარდაცვლილთა ოჯახის წევრს დაკრძალვის ხარჯისთვის – 200 ლარი;
ლ) შშმ 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსებისთვის – 1200 ლარამდე;
მ) ჰემოდიალიზის ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებლე ბენეფიციარებს – ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით ხოლო ლეიკემიით დაავადებულებს – წელიწადში 600 ლარის ოდენობით;
ნ) ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულ პირებს წელიწადში ერთჯერ -100 ლარი;
ო) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მეომრის ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათზე არ ვრცელდება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნები, მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფად - წელიწადში 2000 ლარი;
პ) სამამულო ომის მონაწილეებსა და უსინათლო მოქალაქეებს – ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით კომუნალური ხარჯების დასაფარავად;
ჟ) უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც თხოვნის მომენტში განიცდიან ცხოვრების მძიმე სოციალურ პირობებს - არაუმეტეს 200 ლარისა.
რ) მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150001-ს და ყავთ 18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი – დახმარება განისაზღვროს ოთხი ბავშვის შემთხვევაში წელიწადში ერთჯერ 200 ლარით და ყოველ მომდევნო ბავშვზე დაემატოს 50 ლარი.
ს) მარტოხელა მშობლებს, რომელთაც ყავთ არასრულწლოვანი შვილები, წელიწადში ერთჯერ – 200 ლარი.
ტ) მარჩენალდაკარგულებს, რომელთაც გარდაცვლილი ყავს ერთ-ერთი ან ორივე მშობელი, წელიწადში ერთჯერ – 100 ლარი.
უ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალშობილთა ოჯახებს ერთჯერადად:
ა) პირველი ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 100ლარი;
ბ) მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 150ლარი;
გ) მესამე ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 200ლარი;
დ) მეოთხე ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 250ლარი;
ე) მეხუთე ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 300 ლარი, ხოლო ყოველი მომდევნო ბავშვის შეძენისას თანხა გაიზარდოს 50 ლარით;
ვ) ტყუპების შეძენის შემთხვევაში – 500ლარი.
2. განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 ნოემბრის №49/1909 ბრძანებით განსაზღვრული სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის კატეგორიების შესაბამისად დახმარების ოდენობა:
ა) პირველი კატეგორია – 1000-დან 1500 ლარამდე;
ბ) მეორე კატეგორია – 500-დან 1000 ლარამდე;
გ) მესამე კატეგორია – 200-დან 500ლარამდე.
მუხლი 3🔗.
მატერიალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
1. სამედიცინო მომსახურებისათვის (ოპერაცია, მკურნალობა, გამოკვლევა) დახმარების
დასაფინანსებლად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ჯანმრთელობის ცნობა;
დ) ანგარიშფაქტურა/ინვოისი
ე)კალკულაცია;
ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან 65001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის შემთხვევაში;
თ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი.
ი) არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (საჭიროების შემთხვევაში).
2. ერთჯერადი ფინანსური დახმარებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა)განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
ე) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
3. მედიკამენტების შესაძენად დახმარებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ჯანმრთელობის ცნობა;
დ) ანგარიშფაქტურა;
ე) ექიმის მიერ დანიშნული წამლების ჩამონათვალი ბეჭდით დამოწმებული და ხელმოწერილი;
ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
4. გარდაცვლილი დევნილის ან ომის ვეტერანის დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ომის მონაწილის ან დევნილობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან;
ვ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
5. სოციალურად დაუცველი გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად ოჯახის ერთ- ერთმა წევრმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან გარდაცვლილის სარეიტინგო ქულის შესახებ;
ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ზ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
6.ახალშობილის ოჯახმა (მშობელმა), რომელიც რეგისტრირებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, დახმარებისათვის უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი (მეორე და ყოველი მომდევნო ბავშვის შეძენის შემთხვევაში წარმოადგინოს ყველა დანარჩენი ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი);
დ) ახალშობილის რეგისტრაციის ბარათი;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
გ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
დ) საბრძოლო მოკვლევის დოკუმენტაცია.
8. კოხლეარული იმპლანტის აპარატის ელემენტის შესაძენად დახმარების მიღება მოხდება ბენეფიციარის მშობლის/უფლებამოსილი პირის განცხადებით.
დახმარების მიმღებმა განცხადებას უნდა დაურთოს:
ა) მშობლის/უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა N100;
დ) ანგარიშფაქტურა შესაბამისი მომწოდებლიდან.
9. „C“ ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე დაავადების სტადიის განსასაზღვრი კვლევების დაფინანსებისთვის ბენეფიციარმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
გ) ინვოისი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან.
10. ჰემოდიალიზის ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებლე და ლეიკემიით დაავადებულმა ბენეფიციარებმა წლის დასაწყისში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
11. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის მონაწილე ოჯახმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
12. მარჩენალდაკარგულთა დახმარების პროგრამის ბენეფიციარმა უნდა წარმადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ბავშვის/ბავშვების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) მშობლის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილი მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) მერის წარმოადგენლის შუამდგომლობა;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
13. მარტოხელა მშობელმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ)ბავშვის/ბავშვების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
ე) მერის წარმოადგენლის შუამდგომლობა;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
14. მატერიალური დახმარების მიღების მსურველმა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობით რეგისტრაციის ადგილის დაუდგენლობის შემთხვევაში მერიაში დამატებით უნდა წარმოადგინოს განცხადება - ანკეტის (ფორმა №1) ასლი სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.
მუხლი 4🔗.
მატერიალური დახმარების თაობაზე შემოსული განცხადებების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებისა და ამ წესით განსაზღვრული სხვა პირთა განცხადებებს დახმარების გაწევის მიზნით განიხილავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია და გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
მუხლი 5🔗.
კომისიის უფლებამოსილება
კომისია უფლებამოსილია:
1. განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით და მიიღოს გადაწყვეტილება დახმარების გაწევაზე იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საჭიროებენ ფინანსურ დახმარებას.
გამონაკლის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ბენეფიციარისთვის დახმარების ორმაგი ოდენობით გაცემის შესახებ, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა სიცოცხლისათვის.
2. ერთჯერადი მატერიალური (ფინანსური) დახმარება გამონაკლის შემთხვევაში წლის განმავლობაში გასცეს განმეორებით იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშს წარმოადგენს.
3. აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება მოქალაქის მკურნალობის და ოპერაციის დასაფინანსებლად სამედიცინო დაწესებულებაში საგარანტიო წერილის გაგზავნის თაობაზე.
4. მიიღოს გადაწყვეტილება სტიქიით დაზარალებულ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა განცხადებების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნისა და თანდართული შესაბამისი საბუთების საფუძველზე სტიქიით დაზარალებულთა და უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებაზე, მინიჭებული კატეგორიის მიხედვით. აგრეთვე, გამონაკლისის სახით, სტიქიით დაზარალებული და უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის დახმარების ორმაგ ოდენობამდე გაცემაზე.
5. უზრუნველყოს საგარანტიო წერილებში მითითებული ვადების დაცვა თანხის ჩარიცხვაზე.
6. უზრუნველყოს მოქალაქეთა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთა ინფორმირება ფინანსური ანგარიშსწორების შესახებ და მოითხოვოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებისაგან შესრულებული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღება.
7. შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის (მრავალშვილიანი დედები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მებრძოლი ინვალიდები, სამამულო ომის მონაწილეები, დავრდომილები და სხვ.) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვა დახმარებების გასაწევად.
8. კომისიას უფლება აქვს სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის წევრი ან შესაბამისი სფეროს სპეციალისტი.
მუხლი 6🔗.
კომისიის
სხდომა
1. კომისიის სხდომის მოწვევას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე თვეში ერთხელ ხოლო საჭიროების შემთხვევაში – თვეში რამდენჯერმე.
მუხლი 7🔗.
კომისიის სხდომის ოქმი
1. კომისიის სხდომაზე დგება კომისიის სხდომის ოქმი, რომელშიც აისახება კომისიის დასახელება, კომისიის სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, კომისიის სხდომის თავმჯდომარის და კომისიის სხდომაზე მონაწილე წევრთა ვინაობა, კომისიის დღის წესრიგის საკითხები, წამოყენებული წინადადებები და მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და წევრები.
2. კომისიის სხდომის ოქმი ხელმოწერიდან 2 დღის ვადაში მოქალაქეთა განცხადებებთან და ბრძანების პროექტთან ერთად იგზავნება მუნიციპალიტეტის მერთან.