ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მიღების თარიღი 05.02.2018
ძალის დაკარგვა 06.11.2019
გამომცემი ორგანო ერედვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.147.016181
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ბერუაშვილი | ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 04.11.2019
დოკუმენტის ტექსტი
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2018 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. განესაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ანაზღაურება საკრებულოს წევრს მიეცემა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით;
ბ) საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით;
გ) ყოველი თვის (15 რიცხვიდან მომდევნო თვის 15 რიცხვამდე) განმავლობაში ამომრჩევლებთან არანაკლებ ერთი შეხვედრისათვის, რომელიც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი აქტით (არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული აქტი).
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისთვის ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი რაოდენობის თანხა მიეცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამივე ქვეპუნქტის შესრულების შემთხვევაში. თუ საკრებულოს წევრი შეასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქვეპუნქტებიდან მხოლოდ ორს, მას მიეცემა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი რაოდენობის თანხა 20 პროცენტის გამოკლებით, თუ შეასრულებს მხოლოდ ერთს, საკრებულოს წევრს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად გათვალისწინებული თანხა არ მიეცემა.
4. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ - ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
6. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“- ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები, როგორც წესი, ყოველი თვის 15 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 15 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტს (არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული აქტი).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი