მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 07.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №19/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016278
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 404 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 88% 05.04.2018 „საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ სასესხო ან სხვა მატერიალურ ვალდებულებათა შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №25/01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 87% 15.02.2023 „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 04.02.2021 საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირავნობის მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 86% 08.04.2024 საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული ცალკეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 85% 18.04.2024

დოკუმენტის ტექსტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №19/04 2018 წლის 7 თებერვალი ქ. თბილისი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმა, წარდგენის ვადა და ბუღალტრული აღრიცხვის წესი თანდართულ დანართებთან ერთად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ფინანსური ანგარიშგების ფორმატის და მისი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 9 ოქტომბრის №278 ბრძანება. მუხლი 3🔗 მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ამ ბრძანების შესაბამისად ფინანსური ანგარიშგებების წარმოებისა და საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის ვალდებულება ვრცელდება თებერვლის თვის საანგარიშგებო პერიოდიდან. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმა, წარდგენის ვადა და ბუღალტრული აღრიცხვის წესი მუხლი 1🔗 საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება ამ წესის დანართი N1-ის შესაბამისად და იხელმძღვანელოს ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი გეგმით (დანართი N2). მუხლი 2🔗 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია პასუხისმგებელია ანგარიშგების უტყუარობაზე, ინფორმაციის სრულად და განსაზღვრულ ვადებში წარდგენაზე. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია  ვალდებულია დაიცვას საჯაროობის პრინციპი. მუხლი 3🔗 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია: ა) ყოველთვიურად უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგების წარდგენა საქართველოს ეროვნულ ბანკში, როგორც უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: nonbanking@nbg.gov.ge, ამ წესით დადგენილი ფორმით (დანართი №1), არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა; ბ) ყოველკვარტალურად საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბალანსი, მოგება/ზარალის უწყისი და ინფორმაცია მფლობელებისა და ადმინისტრატორების შესახებ ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად, ყოველი კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა; გ) ყოველკვარტალურად უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მოზიდული სახსრებისა და გაცემული სესხების შესახებ ინფორმაციის ამ წესის დანართი №4-ის შესაბამისად წარდგენა ელექტრონულ ფოსტის შემდეგ მისამართზე: nonbanking@nbg.gov.ge, ყოველი კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა; დ) ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად   და ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 ივნისამდე საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ (ISA) შესაბამისად.