„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№278
სარეგისტრაციო კოდი
010240020.22.027.016778
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №278

2018 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №40, მუხ. 457) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

გენერალური ინსპექცია არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პირველადი სტრუქტურული ერთეული. გენერალურ ინსპექციას აქვს ბეჭედი, რომლის აღწერილობას, შენახვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს მინისტრი.“.

 2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად, მოამზადოს დასაბუთებული დასკვნა კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე და წარუდგინოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს;“.

 3. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი V

გენერალური ინსპექციის სტრუქტურა“.

4. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18

გენერალურ ინსპექციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველო;

ბ) საფინანსო-სარევიზიო სამმართველო.

5. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველო, ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, უზრუნველყოფს:

ა) გამოძიების ჩატარებას სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე, 335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის უზრუნველსაყოფად ოპერატიულ საქმიანობის განხორციელებას;

გ) გენერალური ინსპექციის უფროსისა და უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი V

გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა“.

7. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს გენერალური ინსპექციის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციის, გენერალური ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების წახალისების, მათთვის სახელფასო დანამატის ან ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ;“.

8. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი