„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.016557
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება
№9

2018 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი 15/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016299) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება (ხელფასი):

1. ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, რომელიც დამტკიცებულია შესაბამისი საშტატო ნუსხით ან განსაზღვრულია შესაბამისი  ხელშეკრულებით.

2. კიბერუსაფრთხოების ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება (ხელფასი) ასევე შეიძლება მოიცავდეს:

ა) სახელფასო დანამატს;

ბ) ფულად ჯილდოს.“.

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს  „კ“-„მ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„კ) ბიუროს ვებგვერდის ადმინისტრირება;

ლ) ბიუროში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

მ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო და ინფორმაციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა.“.

3. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს  „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„მ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო და ინფორმაციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

ნ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი უსაფრთხოების სისტემების დანერგვის უზრუნველყოფა.“.

4. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს  „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ი) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო და ინფორმაციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

კ) სოციალურ ქსელში კიბერუსაფრთხოების ბიუროს გვერდის ადმინისტრირების უზრუნველყოფა.“.

5. მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს  „მ1“ და „მ2“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„მ1) ბიუროს განვითარების უზრუნველსაყოფად დამატებითი რესურსების მოძიების მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება;

მ2) ბიუროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მომზადება.“.

მუხლი 2🔗

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.02.2018.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.02.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.026.016557.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.02.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №9, 13.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016557 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4053297/