„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№41
სარეგისტრაციო კოდი
010210000.08.002.017035
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №41

2018 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 27/03/2014; 010210000.08.002.016923) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებულების მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 მუხლი:

„მუხლი 31. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-4-მე-8 პუნქტები ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა პირადი საქმეები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარმოდგენილია 2018 წლის პირველი თებერვლიდან.“.

2. ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-მე-8 პუნქტები:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება ნასამართლობის არმქონე პირზე, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილებით, 180-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 182-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1822, 185-ე, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, 189-ე, 1891, 190-ე-193-ე მუხლებით, 196-ე, 197-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1971, მე-200-2072, 208-ე-211-ე, 213-ე, 214-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 216-ე-220-ე, 2201 მუხლის პირველი ნაწილით, 221-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილებით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, 339-ე, 340-ე, 341-ე, 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება პირზე, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 264-ე-274-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან/და პირზე, რომელიც მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების, მათი ანალოგების, პრეკურსორების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება პირზე, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე.

7. დანაშაულთა ერთობლიობისას ან/და განაჩენთა ერთობლიობისას არ მოქმედებს ამ მუხლის მე-4-მე-6 პუნქტებით განსაზღვრული წესი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამავე პუნქტებში მითითებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით/მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ერთობლიობა ან/და განაჩენთა ერთობლიობა.

8. ამ მუხლის მე-4-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება პირზე, რომელმაც ამავე პუნქტებში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა გამოძალვით, ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.02.2018.
როდის იქნა მიღებული „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.02.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №41. სარეგისტრაციო კოდი — 010210000.08.002.017035.
რამდენი მუხლისგან შედგება „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.02.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №41, 08.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010210000.08.002.017035 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4054615/