ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.02.2018
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016398
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/02/2018
matsne.gov.ge 635 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილი თხლაშიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 29.09.2017 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.09.2017 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.03.2025 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.10.2017 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.09.2017

დოკუმენტის ტექსტი

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 2018 წლის 8 თებერვალი ქ.თელავი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის, “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  თელავის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ,,ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები” დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 სექტემბრის №32  დადგენილება ,,ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 26/09/2017, 010250050.35.176.016170). მუხლი 3🔗 1. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, გარდა დანართის მე-2 მუხლის ,,გ” და ,,დ”ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.     2. ამ დადგენილების დანართის მე-2 მუხლის ,,გ”და ,,დ” ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1  იანვრიდან. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე დანართი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს თელავის მუნიციპალიტეტის ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორის მიმართ, რაც მოიცავს: მოთხოვნებს საჯარო დაწესებულების დირექტორის განათლების და გამოცდილების, სამართლებრივი აქტების ცოდნის, სხვა საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიმართ, ასევე, საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობის შემთხვევებს. მუხლი 2🔗. განათლება და გამოცდილება 1. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა ჰქონდეს: ა) აკადემიური უმაღლესი განათლება ან სხვა პედაგოგიური სასწავლებელი აღმზრდელის სპეციალობით; ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო მუშაობის გამოცდილება, ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში/ორგანიზაციაში საგანმანათლებლო /ადმინისტრაციულ პერსონალად მუშაობის გამოცდილება; გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით; დ) გავლილი სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე). მუხლი 3🔗. სამართლებრივი აქტების ცოდნა 1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; გ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; დ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ე) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”; ვ) საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” (1 თავი). მუხლი 4🔗. სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები 1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს: ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები; ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები; გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები; დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები; ე) განათლების ძირითადი თეორიები; ვ)ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები; ზ) ორგანიზაციული ქცევის თეორიული საფუძვლები; თ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები; ი) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები; კ) ინვენტარიზაციის პროცედურები; 2.საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს: ა) ადამიანური რესურსების მართვა; ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება; გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა; დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა; ე) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება; ვ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა; ზ) წლიური ბიუჯეტის შედგენა; თ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება; ი) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა. მუხლი 5🔗.საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა 1. საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ: ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის; ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; გ) სხვა დოკუმენტაცია. მუხლი 6🔗. გარდამავალი დებულებები 1. მე-2 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ პირებს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში მუშაობენ საჯარო დაწესებულების დირექტორად.