„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №132/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №11/ნ |
|
2018 წლის 12 თებერვალი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №132/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2013, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016652) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:
1. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 46-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. ასოცირებული პროფესორი მონაწილეობს სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. 32. ასისტენტ-პროფესორი თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში.“. 3. 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროფესორის თანამდებობაზე: ა) 6 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; ბ) უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და აქვს სხვა მიღწევები დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით).“. 4. 48-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი: „მუხლი 481 პროფესორის ატესტაცია 1. პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ არჩეული პირი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. 2. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს შეიმუშავებს რექტორი და განსახილველად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. 3. პროფესორის ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 4. ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს რექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი საატესტაციო კომისია. 5. ატესტაცია ტარდება ორ ეტაპად – განხორციელებული აკადემიური საქმიანობის შეფასება და გასაუბრება. ატესტაციის დროს ხორციელდება პროფესორის მიერ გაწეული საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებულ თანამდებობის მოთხოვნებთან. 6. ატესტაცია ტარდება კანონიერების, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭირვალობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით. 7. ატესტაციის შედეგად შესაბამის საატესტაციო კომისიას თითოეულ პროფესორზე გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: ა) პირი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; ბ) პირი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ დასკვნას საატესტაციო კომისია წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ატესტაციის შედეგები იწვევს პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას. 10. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს ატესტაციის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ – სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და ატესტაციის შედეგები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს სასამართლოში.“; 5. 57-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. უნივერსიტეტის მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|