ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.575; 64.30.08.087) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/54
სარეგისტრაციო კოდი 330090020.22.024.016529
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2018
matsne.gov.ge 1,014 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.04.007; 64.30.04.006) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ 99% 08.02.2018 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.736) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 08.02.2018 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.06.169) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 17.01.2018 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 2242.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 12.03.2019 დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 5500.00კვ/მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ 98% 29.06.2018

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.575; 64.30.08.087) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/54 2018 წლის 8 თებერვალი ქ. თბილისი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.575; 64.30.08.087) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე (მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.575; 64.30.08.087)   განაშენიანების რეგულირების გეგმის თანდართული გეგმარებითი დავალება. მუხლი 2🔗 წინამდებარე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში. მუხლი 3🔗  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (ს/კ 64.30.01.575; 64.30.08.087) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება საპროექტო ობიექტი - მრავალფუნქციური კომპლექსი ობიექტის მისამართი ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი დამკვეთის/მენაშენის განაცხადი: 14.08.2017. N10472/09 გრგ-ის საპროექტოს ტერიტორიის არეალის საერთო ფართობი -  88 801.00 მ​2 ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და რეკომენდაციები ტერიტორიის დახასიათება და ქალაქთმშენებლობითი განვითარების შესაძლებლობები საპროექტო გეგმარებითი არეალი მდებარეობს ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, საერთო ფართობით – 88 801.00 კვ.მ  და მოიცავს ორ საკადასტრო ერთეულს,  კოდებით: 64.30.01.575; 64.30.08.087 ტერიტორიის ნაწილზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები; ტერიტორია თავისი ადგილმდებარეობით და ფართობით საშუალებას იძლება დამუშავდეს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა. განაშენიანების რეგულირების გეგმით განისაზღვროს კონკრეტული ფუნქციური  ზონები გეგმარებითი დავალებით დადგენილი პარამეტრების შესაბამისად; განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდგომში გრგ) პროექტით შესაძლებელია  განხორციელდეს გეგმარებითი არეალის რამდენიმე  მიწის ნაკვეთებად  გამიჯვნა  საერთო ფართობის უცვლელად. შენობა-ნაგებობის არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტა და კავშირი მიმდებარე გარემოსთან. ტერიტორიის რელიეფიდან, არსებული ნარგავების გათვალისწინებით, განისაზღვროს საპროექტო შენობა-ნაგებობების ადგილმდებარეობა და მათი მოცულობითი გადაწყვეტა. კომპლექსი დაპროექტდეს ტერიტორიისთვის დადგენილ საპროექტო საზღვრებში.  გათვალისწინებულ იქნეს რელიეფის და განაშენიანების ხასიათი და ბუნებრივ ლანდშაფტთან თანაფარდობა; საპროექტო შენობის მოშენების კონტურები, მოცულობით-კომპოზიციური გადაწყვეტა განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით; იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ახალი შენობა-ნაგებობისთვის მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, თითოეული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობაა მშენებლობადამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელი სამანქანო გზის არსებობა, მათ შორის, სერვიტუტის გამოყენებით; გამოყენებულ იქნეს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა; ღია და დახურული ავტოსადგომები მოეწყოს შემდეგი გაანგარიშებით: ბინების შემთხვევაში ერთი ავტოსადგომი კ-2 საანგარიშო ფართობის 100მ​2 -ზე, მაგრამ არანაკლებ   1 ბინაზე – 1 ავტოსადგომისა; სასტუმროს შემთხვევაში 3 ნომერზე – 2 ავტოსადგომი; გათვალისწინებულ იქნეს  საბაგირო სადგურისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის (საზოგადოებრივი სივრცის) დაგეგმარება და კოხტის მთასთან კავშირის უზრუნველყოფა; გათვალისიწინებულ იქნეს შიდა რეკრეაციული სივრცეები; გათვალისწინებულ იქნეს სქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 აპრილის №1-1/196 ბრძანებისთ დამტკიცებული ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს“ მიერ N04/18 სხდომის ოქმში მითითებული რეკომენდაციები. მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების დანგრევა და გატანა, ან მათი სივრცით-გეგმარებითი წყობის შეცვლა. განისაზღვროს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით. მოთხოვნები და იმ ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დაცვაზე, რომელთა ინტერესებსაც ეხება ტერიტორიის სამშენებლო განვითარება (საკადასტრო ერთეულების გაერთიანება-შერწყმა, ახალი სერვიტუტების წარმოქმნა, ინსოლაცია, ბუნებრივი განათება, ჩაუხედაობა და სხვა) განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით, ქვეყანაში დადგენილი სამართლებრივ-ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე; დაცული იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნები; შენობების განთავსების ადგილები განისაზღვროს ზოგადი საინჟირნო-გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილი ინდა იქნეს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმებისას. ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და გარემოს დაცვის პირობები. მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები  (არსებობის შემთხვევაში); მათი გადარგვის ან მოჭრის შემთხვევაში შეთანხმებულ იქნეს შესაბამის სამსახურებთან. წარმოდგენილ იქნეს საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობის და გამწვანების სქემები; გრგ-ს დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარიული კანონმდებლობის მოთხოვნები; მიეთითოს ტერიტორიაზე ნაგვის ურნების განთავსების ადგილები. ტერიტორიის და მისი გეგმარებითი არეალის საინჟინრო კომუნალური, სატრანსპორტო  და სოციალური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა. პროექტით გათვალისწინებულ იქნეს ძირითად სატრანსპორტო ქსელთან მყარი კავშირები; ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმატიული პარამეტრების მქონე შიდა სატრანსპორტო  ქსელით. ტრანსპორტის, ფეხმავალთა გადაადგილებისთვის და სახანძრო-საავარიო მომსახურებისთვის; განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს შენობების უზრუნველყოფა საინჟინრო ინფრასტრუქტურით (წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე არხები, ელექტროენერგია, გაზმომარაგება, კავშირგაბმულობა) ტერიტორიის მიმდებარედ არსებული და საპროექტო საინჟინრო ქსელების შესაბამისად . მიწის ნაკვენების ფართობი 88 801.00  მ​2 ტერიტორიის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ1 0,3 ტერიტორიის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ2 - ტერიტორიაზე შენობების მაქსიმალური სიმაღლე 11 მეტრი ფასადის სიმაღლე; 15 მეტრი კეხში. ტერიტორიის გამწვანების კოეფიციენტი კ3 0,3 ა) განაშენიანების რეგულირების ხაზები(წითელი ხაზები) ბ) განაშენიანების  სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები) ა) კობა წაქაძის ქუჩის მხრიდან 6 მეტრი (დადგინდეს გრგ-ის პროექტით) ბ) განისაზღვროს გრგ-ის პროექტით. ა) ავტომანქანების ღია სადგომების რაოდენობა; ბ) ავტომანქანების მიწისქვეშა სადგომების რაოდენობა     განისაზღვროს  გრგ-ს პროექტით. შენობის მაქსიმალური სართულიანობა მაქსიმუმ 3 მიწისზედა სართული და მანსარდა. განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდეგში – გრგ) შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის   ჩამონათვალი განაცხადი; ტერიტორიის გრგ და გეგმარებითი დავალება; საკადასტრო რუკა და საკადასტრო გეგმა; ზოგადი გეოლოგია; გრგ-ის ტექნიკური ნაწილი: გრგ-ის აღწერა, განმარტებითი ბარათი, განხორციელების ეტაპები და რიგითობა; სიტუაციური გეგმა, მ 1:2000 ან 1:1000; ტოპოგეოდეზიური  ანაზომი საპროექტო ტერიტორიის საზღვრებითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის ჩვენებით მ1:500; ტერიტორიის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა მ1:500 ან 1:1000 (არსებობის შემთხვევაში); განაშენიანების რეგულირების გეგმის ფრაგმენტ(ებ)ი საჭიროების შემთხვევაში; განშლები და ჭრილები, მ 1:500 ან 1:1000; ფუნქციური ზონირების რუკა, (არსებობის შემთხვევაში); მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა); ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის სქემა, მ 1:500 ან მ1:1000; ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება მ 1:1000 ან მ 1:200 ან მ 1:500; მომიჯნავე ტერიტორიებზე გასატარებელი  ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ჩამონათვალი მ1:500 ან 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში); საინჟირნო კომუნიკაციების გადაწყობის ამსახველი გეგმა, მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში); არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში). შენიშვნები: გრგ-ის პროექტის შემადგენლობაში წარმოდგენიი იქნეს ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ და ამ გეგმარებითი დავალების მოთხოვნის შესაბამისად. გრგ-ის საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარმოდგენილი იქნეს A3 ფორმატის ალბომის სახით. ამ გეგმარებითი დავალების VI მუხლის მე-5-მე-16 პუნქტებში მითითებული მასალები წარმოდგენილი იქნას ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე AutoCaD 2007-ის ან უფრო ახალი ვერსიის ფორმატში. საკოორდინატო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს WGS 1984 UTM Zone 38-ს. გრგ-ის წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას, მისი განხილვის მიზნით, აუცილებელია ახლდეს დოკუმენტაციის შინაარსის ამსახველი ელექტრონული ვერსია Pover-Point-ის ან PDF ფორმატში CD დისკზე. გრგ-ით მოცემული უფლებრივი ზონირების დეტალურ რუკაზე დადგენილი და ასახული უნდა იქნეს: საპროექტო ტერიტორიის საზღვრები; მიწის ნაკვეთის საზღვრები; განაშენიანების რეგულირების ხაზები; შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები H; მიწის ნაკვეთის განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა); განაშენიანების კოეფიციენტი კ1; განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2; გამწვანების კოეფიციენტი კ3; ცალკეული მიწის ნაკვეთების ფუნქციური გამოყენება, სამანქანე გზები და ავტოსადგომები; მითითებული იყოს გაბარიტული ზომები. დამატებითი მოთხოვნები საპროექტო ტერიტორიის გრგ-ს დამუშავებული საპროექტო  დოკუმენტაცია დამკვეთმა ან დამპროექტებელმა შესათანხმებლად წარადგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. წინამდებარე გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5 წლის განმავლობაში.