ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.575; 64.30.08.087) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.575; 64.30.08.087) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/54
2018 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.575; 64.30.08.087) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე (მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.575; 64.30.08.087) განაშენიანების რეგულირების გეგმის თანდართული გეგმარებითი დავალება.
მუხლი 2
წინამდებარე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (ს/კ 64.30.01.575; 64.30.08.087) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება
საპროექტო ობიექტი - მრავალფუნქციური კომპლექსი
ობიექტის მისამართი ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი
დამკვეთის/მენაშენის განაცხადი: 14.08.2017. N10472/09
გრგ-ის საპროექტოს ტერიტორიის არეალის საერთო ფართობი - 88 801.00 მ2
ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და რეკომენდაციები
ტერიტორიის დახასიათება და ქალაქთმშენებლობითი განვითარების შესაძლებლობები
საპროექტო გეგმარებითი არეალი მდებარეობს ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, საერთო ფართობით – 88 801.00 კვ.მ და მოიცავს ორ საკადასტრო ერთეულს, კოდებით: 64.30.01.575; 64.30.08.087
ტერიტორიის ნაწილზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები;
ტერიტორია თავისი ადგილმდებარეობით და ფართობით საშუალებას იძლება დამუშავდეს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა. განაშენიანების რეგულირების გეგმით განისაზღვროს კონკრეტული ფუნქციური ზონები გეგმარებითი დავალებით დადგენილი პარამეტრების შესაბამისად;
განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდგომში გრგ) პროექტით შესაძლებელია განხორციელდეს გეგმარებითი არეალის რამდენიმე მიწის ნაკვეთებად გამიჯვნა საერთო ფართობის უცვლელად.
შენობა-ნაგებობის არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტა და კავშირი მიმდებარე გარემოსთან.
ტერიტორიის რელიეფიდან, არსებული ნარგავების გათვალისწინებით, განისაზღვროს საპროექტო შენობა-ნაგებობების ადგილმდებარეობა და მათი მოცულობითი გადაწყვეტა.
კომპლექსი დაპროექტდეს ტერიტორიისთვის დადგენილ საპროექტო საზღვრებში. გათვალისწინებულ იქნეს რელიეფის და განაშენიანების ხასიათი და ბუნებრივ ლანდშაფტთან თანაფარდობა;
საპროექტო შენობის მოშენების კონტურები, მოცულობით-კომპოზიციური გადაწყვეტა განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით;
იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ახალი შენობა-ნაგებობისთვის მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, თითოეული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობაა მშენებლობადამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელი სამანქანო გზის არსებობა, მათ შორის, სერვიტუტის გამოყენებით;
გამოყენებულ იქნეს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა;
ღია და დახურული ავტოსადგომები მოეწყოს შემდეგი გაანგარიშებით: ბინების შემთხვევაში ერთი ავტოსადგომი კ-2 საანგარიშო ფართობის 100მ2 -ზე, მაგრამ არანაკლებ 1 ბინაზე –
1 ავტოსადგომისა; სასტუმროს შემთხვევაში 3 ნომერზე –
2 ავტოსადგომი;
გათვალისწინებულ იქნეს საბაგირო სადგურისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის (საზოგადოებრივი სივრცის) დაგეგმარება და კოხტის მთასთან კავშირის უზრუნველყოფა;
გათვალისიწინებულ იქნეს შიდა რეკრეაციული სივრცეები;
გათვალისწინებულ იქნეს სქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 აპრილის №1-1/196 ბრძანებისთ დამტკიცებული ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს“ მიერ N04/18 სხდომის ოქმში მითითებული რეკომენდაციები.
მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების დანგრევა და გატანა, ან მათი სივრცით-გეგმარებითი წყობის შეცვლა.
განისაზღვროს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით.
მოთხოვნები და იმ ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დაცვაზე, რომელთა ინტერესებსაც ეხება ტერიტორიის სამშენებლო განვითარება (საკადასტრო ერთეულების გაერთიანება-შერწყმა, ახალი სერვიტუტების წარმოქმნა, ინსოლაცია, ბუნებრივი განათება, ჩაუხედაობა და სხვა)
განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით, ქვეყანაში დადგენილი სამართლებრივ-ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე;
დაცული იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნები;
შენობების განთავსების ადგილები განისაზღვროს ზოგადი საინჟირნო-გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილი ინდა იქნეს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმებისას.
ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და გარემოს დაცვის პირობები.
მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები (არსებობის შემთხვევაში);
მათი გადარგვის ან მოჭრის შემთხვევაში შეთანხმებულ იქნეს შესაბამის სამსახურებთან.
წარმოდგენილ იქნეს საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობის და გამწვანების სქემები;
გრგ-ს დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარიული კანონმდებლობის მოთხოვნები;
მიეთითოს ტერიტორიაზე ნაგვის ურნების განთავსების ადგილები.
ტერიტორიის და მისი გეგმარებითი არეალის საინჟინრო კომუნალური, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა.
პროექტით გათვალისწინებულ იქნეს ძირითად სატრანსპორტო ქსელთან მყარი კავშირები;
ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმატიული პარამეტრების მქონე შიდა სატრანსპორტო ქსელით. ტრანსპორტის, ფეხმავალთა გადაადგილებისთვის და სახანძრო-საავარიო მომსახურებისთვის;
განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს შენობების უზრუნველყოფა საინჟინრო ინფრასტრუქტურით (წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე არხები, ელექტროენერგია, გაზმომარაგება, კავშირგაბმულობა) ტერიტორიის მიმდებარედ არსებული და საპროექტო საინჟინრო ქსელების შესაბამისად
.
მიწის ნაკვენების ფართობი
88 801.00 მ2
ტერიტორიის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ1
0,3
ტერიტორიის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ2
-
ტერიტორიაზე შენობების მაქსიმალური სიმაღლე
11 მეტრი ფასადის სიმაღლე;
15 მეტრი კეხში.
ტერიტორიის გამწვანების კოეფიციენტი კ3
0,3
ა) განაშენიანების რეგულირების ხაზები(წითელი ხაზები)
ბ) განაშენიანების სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები)
ა) კობა წაქაძის ქუჩის მხრიდან 6 მეტრი (დადგინდეს გრგ-ის პროექტით)
ბ) განისაზღვროს გრგ-ის პროექტით.
ა) ავტომანქანების ღია სადგომების რაოდენობა;
ბ) ავტომანქანების მიწისქვეშა სადგომების რაოდენობა
განისაზღვროს გრგ-ს პროექტით.
შენობის მაქსიმალური სართულიანობა
მაქსიმუმ 3 მიწისზედა სართული და მანსარდა.
განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდეგში –
გრგ) შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი
განაცხადი;
ტერიტორიის გრგ და გეგმარებითი დავალება;
საკადასტრო რუკა და საკადასტრო გეგმა;
ზოგადი გეოლოგია;
გრგ-ის ტექნიკური ნაწილი: გრგ-ის აღწერა, განმარტებითი ბარათი, განხორციელების ეტაპები და რიგითობა;
სიტუაციური გეგმა, მ 1:2000 ან 1:1000;
ტოპოგეოდეზიური ანაზომი საპროექტო ტერიტორიის საზღვრებითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის ჩვენებით მ1:500;
ტერიტორიის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა მ1:500 ან 1:1000 (არსებობის შემთხვევაში);
განაშენიანების რეგულირების გეგმის ფრაგმენტ(ებ)ი საჭიროების შემთხვევაში;
განშლები და ჭრილები, მ 1:500 ან 1:1000;
ფუნქციური ზონირების რუკა, (არსებობის შემთხვევაში);
მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა);
ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის სქემა, მ 1:500 ან მ1:1000;
ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება მ 1:1000 ან მ 1:200 ან მ 1:500;
მომიჯნავე ტერიტორიებზე გასატარებელი ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ჩამონათვალი მ1:500 ან 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში);
საინჟირნო კომუნიკაციების გადაწყობის ამსახველი გეგმა, მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში);
არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში).
შენიშვნები:
გრგ-ის პროექტის შემადგენლობაში წარმოდგენიი იქნეს ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების „ტექნიკური რეგლამენტის –
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ და ამ გეგმარებითი დავალების მოთხოვნის შესაბამისად.
გრგ-ის საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარმოდგენილი იქნეს A3 ფორმატის ალბომის სახით.
ამ გეგმარებითი დავალების VI მუხლის მე-5-მე-16 პუნქტებში მითითებული მასალები წარმოდგენილი იქნას ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე AutoCaD 2007-ის ან უფრო ახალი ვერსიის ფორმატში. საკოორდინატო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს WGS 1984 UTM Zone 38-ს.
გრგ-ის წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას, მისი განხილვის მიზნით, აუცილებელია ახლდეს დოკუმენტაციის შინაარსის ამსახველი ელექტრონული ვერსია Pover-Point-ის ან PDF ფორმატში CD დისკზე.
გრგ-ით მოცემული უფლებრივი ზონირების დეტალურ რუკაზე დადგენილი და ასახული უნდა იქნეს:
საპროექტო ტერიტორიის საზღვრები;
მიწის ნაკვეთის საზღვრები;
განაშენიანების რეგულირების ხაზები;
შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები H;
მიწის ნაკვეთის განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა);
განაშენიანების კოეფიციენტი კ1;
განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2;
გამწვანების კოეფიციენტი კ3;
ცალკეული მიწის ნაკვეთების ფუნქციური გამოყენება, სამანქანე გზები და ავტოსადგომები;
მითითებული იყოს გაბარიტული ზომები.
დამატებითი მოთხოვნები
საპროექტო ტერიტორიის გრგ-ს დამუშავებული საპროექტო დოკუმენტაცია დამკვეთმა ან დამპროექტებელმა შესათანხმებლად წარადგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
წინამდებარე გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5 წლის განმავლობაში.