“დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.152.016335
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2018 წლის 9 თებერვალი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 53-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 120-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 121-ე მუხლის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4, მე-6 და მეშვიდე პუნქტების შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
“დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №8 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 22/01/2018, 010250020.35.152.016330) შეტანილი იქნეს ცვლილებები:

ა) დადგენილების №1 დანართის სახით დამტკიცებული, „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების“ ამსახველი ცხრილის 12.1.4 სტრიქონი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

12.1.4

მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში

მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

1

650

                                 „

ბ) დადგენილების №2 დანართის სახით დამტკიცებული, „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხის“ ამსახველ ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 სტრიქონი:

10

გენდერული თანასწორობის საკითხზე პასუხისმგებელი პირი

1

 

მუხლი 2
 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი