ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.02.2018
ძალის დაკარგვა 31.03.2022
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016387
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.03.2022
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო საქმისწარმოებისას დოკუმენტების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.09.2014
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების
დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2018 წლის 9 თებერვალი
დაბა ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი 2 -ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
განისაზღვროს საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული და გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი დანართი 3 შესაბამისად.
მუხლი 4🔗
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2, მე-5 და მე-13 ნაწილების შესაბამისად, დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას მითითების, შემოწმების აქტისა და უწყების ფორმები 4, 5, 6 დანართების შესაბამისად.
მუხლი 5🔗
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი” 25-ე მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ შემოწმების აქტის ფორმა დანართი 7-ის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
ამ დადგენილების კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო საქმისწარმოებისას დოკუმენტების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №38 დადგენილება.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე
დანართი №1
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების საგანი
1. ეს წესი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში – „მერია“) თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას მკაცრი აღრიცხვის ფორმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივ მექანიზმებს.
2. მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, ფორმებით მომარაგება, გაცემა და დაბრუნება
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების წარმოების ორგანიზებისა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ სათანადო წესით უფლებამოსილი პირი.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრაციისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი/სათანადოდ უფლებამოსილი პირი წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადების (წერილის) საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს;
ბ) ინფორმაციას მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახელწოდებისა და მიზნობრივი დანიშნულების შესახებ;
გ) რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუში გაყალბებისაგან დამცავი ყველა ნიშნის აღნიშვნით;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დასკვნას მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშის (პროექტების) შეთანხმების თაობაზე, შესაბამის ნიმუშთან (პროექტთან) ერთად;
ე) მკაცრი აღრიცხვის ფორმაზე აღნიშნული უნდა იყოს ფორმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები ,,სფს რეგისტრაციის №”.
4. მკაცრი აღრიცხვის ფორმები (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები) ინახება სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას.
5. სათანადო წესით უფლებამოსილი პირის მიერ ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება შესაბამის ჟურნალში.
მუხლი 3🔗.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და საქმის წარმოება
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს სათანადოდ უფლებამოსილი პირი ადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.
2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან:
ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს) და ერთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს;
ბ) მეორე – ჰბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო სამართალდამრღვევი ესწრება ოქმის შედგენას;
გ) მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან.
3. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით, დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს).
4. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლება-მოვალეობანი, რაც აღინიშნება ოქმში.
5. ადმინისტრაციული სამართალდრღვევის ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის ადგილი და თარიღი;
ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში მისი დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი, ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული;
ე) ნორმატიული აქტი (ნორმაზე მითითებით), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ასეთები არიან;
ზ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
6. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც.
7. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმის შემდგენის მიერ ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
8. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
9. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
10. ოქმის შემდგენი და საქმის განმხილველი ორგანო ვალდებული არიან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).
დანართი №2
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
.
№
––––––– ––––––––––––––– 20 წ. –––––––––––––––––––––––
ოქმის შედგენის თარიღი ოქმის შედგენის ადგილი
1. მე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე და 240-ე
მუხლების შესაბამისად, შევადგინე აღნიშნული ოქმი იმის თაობაზე, რომ
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართალდამრღვევი სუბიექტის სრული დასახელება (დამკვეთი, შემსრულებელი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართალდამრღვევი სუბიექტის იურიდიული მისამართი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართალდარღვევის შინაარსი:

რაც გათვალისწინებულია ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მიეთითოს კანონის შესაბამისი მუხლი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევი პირის,
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თანამდებობა, სახელი, გვარი
ახსნა-განმარტება:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები:
მე, –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი
გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს:
„ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე,”
რასაც ვადასტურებ ხელმოწერით –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. ყოველივე ზემოთ აღნიშნულზე შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ
ხელმოწერებით: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-
ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა
ოქმს გავეცანით:
ა) მოწმე(ები) (არსებობის შემთხვევაში):
–––––––––––––––––––––– ––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი მისამართი, პირადობის მოწმობის №, ხელმოწერა
–––––––––––––––––––––– ––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი მისამართი, პირადობის მოწმობის №, ხელმოწერა
ბ) დაზარალებულ(ებ)ი:
–––––––––––––––––––––– –––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-
სახელი, გვარი მისამართი, პირადობის მოწმობის №, ხელმოწერა
–––––––––––––––––––––– –––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი მისამართი, პირადობის მოწმობის №, ხელმოწერა
5. ოქმის ასლი ჩავაბარე:
–––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამართალდამრღვევის სახელი, გვარი მისამართი, პირადობის მოწმობის №, ხელმოწერა
შენიშვნა: ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს, სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს თავის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამკვეთი: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №
.
დანართი №3
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული და გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი
1. სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის წარმოებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო, ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით, საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენისას, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ მითითების აქტის გაცემის და შემოწმების აქტის საფუძველზე, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი პირის დასაბუთებული მოხსენებითი ბარათის და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
3. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დროს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი პირი/პირები ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
დანართი №4
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
მ ი თ ი თ ე ბ ა №
შედგენის თარიღი––––––––––––
სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს მითითების გაცემით (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’
25-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
მითითება წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას, განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით შეასრულოს მასში აღნიშნული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.
დამრღვევის დასახელება და მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ობიექტის დასახელება და მისამართი ––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპი –––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– რაც
გათვალისწინებულია საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ –––––––– მუხლის –––––––– ნაწილის –––– პუნქტით. საჯარიმო სანქცია
აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრება –––––––––––––––––––––––––––––––––––– ლარით.
დარღვევის გამოსწორების ვადა –––––––––––––––––––––––––––––––––––––– დღე.
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით:
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) მითითება არადროულად სრულდება;
შემოწმების აქტის საფუძველზე თუ აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის შესახებ (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’
25-ე მუხლის მე-9 ნაწილი);
სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა; ბ) განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები; გ) შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ; დ) არ არსებობს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის’’ კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი.
მითითების გამცემი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მითითება ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების
გაცნობა (პირადად ჩაბარება), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება
მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში მითითებული ობიექტის
თვალსაჩინო ადგილზე (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’
25-ე მუხლის მე-19 ნაწილი).
მიწერილობა გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.
(ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განთავსების თარიღი
.
დანართი №5
ჩოხატაური მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
შემოწმების აქტი №
.
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’
25-ე მუხლის მე-5 ნაწილი).
მითითება გაცემული იყო საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ ––––––––––– მუხლის –––––––––––– ნაწილის–––– პუნქტით.
გათვალისწინებული დარღვევის გამოსასწორებლად.
შემოწმების აქტი დგება–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გაცემული №––––––––––––––––––მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების
მდგომარეობის დასადგენად.
დამრღვევის დასახელება და მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ობიექტის დასახელება და მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––შემოწმების მომენტში
მშენებლობის ეტაპი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შემოწმებით დადგინდა:

რითაც დგინდება, რომ:
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) მითითება არადროულად სრულდება.
შემოწმების აქტის საფუძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის შესახებ (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილი);
თუ დარღვევა გამოსწორებულია, საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხველი გარემოებები, პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ ან არ არსებობს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის’’ კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ, (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’
25-ე მუხლის მე-11 ნაწილი)
თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა აღმოფხვრილ იქნა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, ხოლო სამართალდარღვევაზე დაწყებული წარმოება უნდა შეწყდეს („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის’’ კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილი);
შემოწმების აქტის შემდგენი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა):
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შემოწმების აქტი ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა):
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თუ ვერ ხერხდება დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარება), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’
25-ე მუხლის მე-19 ნაწილი).
შემოწმების აქტი გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით. (ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– განთავსების თარიღი
.
დანართი №6
უწყება №
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის საფუძველზე
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, დაბარებული ხართ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.
დამრღვევის დასახელება და მისამართი –
ობიექტის დასახელება და მისამართი –
საქმის განხილვის თარიღი –
საქმის განხილვის ადგილი –
საქმის განხილვის დრო –
საქმის განმხილვევი თანამდებობის პირის ვინაობა –
უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს.
პირი, რომელსაც ჩაჰბარდა უწყება –
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის უწყების გაცნობა (პირადად ჩაბარება), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება უწყებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.
გაფრთხილებთ, რომ მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.
სამსახურის უფროსი
უწყების განთავსების თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––
დანართი №7
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
შემოწმების აქტი №
(სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ)
შედგენის თარიღი: –––––––––––––
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 25-ე მუხლის 23-ე ნაწილის
თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება შემდეგი შემთხვევის გამო:
ა) მშენებლობის დემონტაჟის დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ დადგენილების მიღებისას;
ბ) მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო
ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობისას;
გ) დამრღვევისთვის საურავის შესახებ დადგენილების მიღებისას;
დ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მშენებლობადამთავრებული
ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების წარმოუდგენლობისას;
ვ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ
დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების გატარებას.
დამრღვევის დასახელება და მისამართი:–––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ობიექტის დასახელება და მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შემოწმებით დადგინდა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შემოწმების აქტის შემდგენი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა):
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შემოწმების აქტი ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა):
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის შემოწმების აქტის გაცნობა (პირადად ჩაბარება),
გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება შემოწმების აქტში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 25-ე მუხლის მე-19 ნაწილი).
შემოწმების აქტი გაეცნო (ჩაჰბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.
(ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი).
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განთავსების თარიღი
.