მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.02.2018
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016408
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.02.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.10.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და
მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2018 წლის 12 თებერვალი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №22 (სსმ,13/10/2014, 010260020.35.153.016227) და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №14 (სსმ, 01/04/2015, 010260020.35.175.016066 ) დადგენილებები.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე
დანართი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური (ტექსტში შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას, ქალაქთმშენებლობის, კეთილმოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების დოკუმენტაციის შემუშავებას, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადებას, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მომზადებას და მერისთვის წარდგენას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2.სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების ხელმძღვანელისა და საჯარო მოსამსახურეებისაგან.
3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) არქიტექტურის განყოფილება;
ბ) ინფრასტუქტურის განყოფილება;
გ) სივრცითი მოწყობის განყოფილება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ხელმძღვანელი
1. სამსახურის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებისთვის;
ბ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
გ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ე) უზრუნველყოფს მოხელეებისათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;
ვ) უზრუნველყოფს სამსახურის მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, მოხელეთა პროფესიული განვითარების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
თ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ი) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელს.
3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
მუხლი 4🔗.
განყოფილების ხელმძღვანელი
1. განყოფილების ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილებს საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.
2. განყოფილების ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.
3. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით, მერის ბრძანების საფუძველზე, განყოფილების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 5🔗.
არქიტექტურის განყოფილების ფუნქციები
1. განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობით პროცესებში ჩართულობას;
ბ) მშენებლობაზე ნებართვების გაცემასთან და მშენებლობის პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტების მომზადებას, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას, მშენებლობისათვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადებას;
გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. განყოფილებას გააჩნია შტამპი, რომლითაც დასტურდება პროექტის შეთანხმება.
მუხლი 6🔗.
ინფრასტრუქტურის განყოფილების ფუნქციები
განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან დაკავშირებული პროექტების განხილვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგს;
გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, ასევე დასახლებული პუნქტების შექმნა - გაუქმების თაობაზე;
დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
სივრცითი მოწყობის განყოფილების ფუნქციები
განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის დაგეგმვას;
ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
გ) გეგმარებითი დავალებების მომზდებას;
დ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნებისა და მშენებლობის ნებართვების თაობაზე მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებების პროექტების შემუშავებას;
ე) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო - საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
ვ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
ზ) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას;
თ) თვითმმართველი ერთეულის სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრას, სივრცით-ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვას, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავებას;
ი) დასახლებების ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირებას, ურბანული გარემოს მახასიათებლების ანალიზს, საპროექტო ვარიანტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებას;
კ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პროექტების მომზადებას;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8🔗.
დასკვნითი დებულებანი
1. დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი ცვლილება და დამატება დებულების განუყოფელი ნაწილია.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.