ქალაქ მცხეთის (თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი)მაკრომდებარეობის ინდექსისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 12.02.2018
ძალის დაკარგვა 01.03.2023
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016415
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (8)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ტერიტორია | Img |
| I ქ. მცხეთა მ. შორის 1. ცენტრალური ზონა | 0,67 |
| 2. შუალედური ზონა | 0,67 |
| 3. პერიფერიული ზონა | 0,67 |
| II სოფლები | --- |
| III დასახლებათა შორის არეალი | --- |
| IV საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების 50 მ-ის რადიუსში თითოეულ მხარეს | --- |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.12.2015
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ მცხეთის (თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი)მაკრომდებარეობის ინდექსისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2018 წლის 12 თებერვალი
ქ. მცხეთა
ქალაქ მცხეთის (თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი) მაკრომდებარეობის ინდექსისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს ქალაქ მცხეთის (თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი) მაკრომდებარეობის ინდექსი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმარველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ქალაქ მცხეთაში ერთსაფეხურიანი ზონირება დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი თემის – მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 დეკემბრის №59 (სსმ.08/01/2016; 370020000.35.153.016309) და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №32 (სსმ, 11/11/2014, 010250000.35.175.016032) დადგენილებები.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე
დანართი №1
ქალაქ მცხეთის (თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი) მაკრომდებარეობის ინდექსის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ მცხეთის, როგორც თვითმმართველი ერთეულის, ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი (iMG) განისაზღვრა დასახლებათა ურბანული და ბუნებრივი მახასიათებლების ცხრილის საფუძველზე 6 პარამეტრის მიხედვით, რომელიც მოცემულია „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების დანართ №1-ში ასახულ ცხრილებში დაფიქსირებული ქულების გათვალისწინებით.
ა) მოსახლეობის რაოდენობა – 4 ქულა;
ბ) ადმინისტრაციული სტატუსი – 6 ქულა;
გ) სამეურნეო და ფუნქციური პროფილი – 8 ქულა;
დ) სიმაღლე ზღვის დონიდან – 8 ქულა;
ე) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა – 7 ქულა;
ვ) ადგილი განსახლების სისტემაში – 7 ქულა;
∑ Pj – 40 ქულა.
ქალაქის მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვრება ფორმულით IMG = ∑Pj
Pmax
სადაც, iMG არის მაკრომდებარეობის ინდექსი და განისაზღვრება დასახლებათა ურბანული და ბუნებრივი მახასიათებლების ცხრილის საფუძველზე 6 პარამეტრის მიხედვით.
∑ Pj – ქალაქის (თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრის) მიერ მოგროვებულ ქულათა ჯამი და ქალაქ მცხეთის შემთხვევაში ტოლია 40-ის.
Pmax – ბალების ჯამის მაქსიმუმი, რომელიც 60-ის ტოლფასია.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ მცხეთის მაკრომდებარეობის ინდექსი ტოლია 0.67-ის.
დანართი №2
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗
მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (Cn) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
Cn = I mg * Itl * C * K
Cn – 1 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
Img – თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრის, ქ. მცხეთის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს – 0,67-ს (განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 - ე ბრძანებულების №1 დანართის შესაბამისად);
Itl – საკრებულოს მიერ განსაზღვრული ლოკალური ტერიტორიული ინდექსი (ცენტრალური ზონისთვის 1,1; შუალედური ზონისთვის 1,0 და პერიფერიული ზონისთვის 0,9);
C – საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2-ის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა ტოლია 0, 24 ლარის;
K – საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ტოლია 420-ის.
ტერიტორია
Img
Itl
C
K
შუალედური ზონის 1 მ2-ის ნორმატიული ფასის %
Cn ლარი
I ქ. მცხეთა მ. შორის
1. ცენტრალური ზონა
0,67
1,1
0,24
420
110
74,3
2. შუალედური ზონა
0,67
1,0
0,24
420
100
67,5
3. პერიფერიული ზონა
0,67
0,9
0,24
420
90
60,8
II სოფლები
---
---
---
---
30 %
20,3
III დასახლებათა შორის არეალი
---
---
---
---
30 %
20,3
IV საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების 50 მ-ის რადიუსში თითოეულ მხარეს
---
---
---
---
100 %
67,5
მუხლი 2🔗
სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონის ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით, რომელიც შეადგენს 20,3 ლარს.
მუხლი 3🔗
დასახლებათა შორის არეალში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონის ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით, რომელიც შეადგენს 20,3 ლარს.
მუხლი 4🔗
საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ით (67,5 ლარი).
დანართი №3
ქალაქ მცხეთაში ერთსაფეხურიანი ზონირება
ქალაქ მცხეთაში გამოიყოფა 3 ზონა: ცენტრალური, შუალედური და პერიფერიული.
ა) ცენტრალური ზონა (ბებრისციხიდან სადგურის ხიდამდე):
მიწის ნორმატიული ფასი 74,30 ლარი;
ბ) შუალედური ზონა (ღართიკარი და სადგურის დასახლება):
მიწის ნორმატიული ფასი 67,50 ლარი;
გ) პერიფერიული ზონა (ნარეკვავი, არმაზი):
მიწის ნორმატიული ფასი 60,80 ლარი.