შ.პ.ს. ,,აგრო ჯორჯია 2011-ის" რეაბილიტაციის პროცესის დაწყების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/27665-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
რეაბილიტაციის პროცესის დაწყების შესახებ
2018 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
განმცხადებელი: შპს „აგრო ჯორჯია 2011“
მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება
კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს „აგრო ჯორჯია 2011“-ის მიმართ რეაბილიტაციის პროცესის დაწყების საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,აგრო ჯორჯია 2011“-ის მიმართ. შპს „აგრო ჯორჯია 2011“-ის მომრიგებელი საბჭოს მიერ 2017 წლის 20 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება შ.პ.ს. ,,აგრო ჯორჯია 2011“-ის რეაბილიტაციის შესახებ.
2018 წლის 11 იანვარს შპს „აგრო ჯორჯია 2011“-ის კრედიტორთა კრებაზე რეაბილიტაციის მმართველად დანიშნული იქნა ნათელა თოფურია (პ/ნ 01025019024).
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის და 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მომრიგებელი საბჭოს უფლებამოსილებას წარმოადგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მოვალის გაკოტრების, რეაბილიტაციის ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება.
შპს „აგრო ჯორჯია 2011“-ის მომრიგებელმა საბჭომ 2017 წლის 20 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეაბილიტაციის შესახებ და აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „აგრო ჯორჯია 2011“-ის მიმართ უნდა დაიწყოს რეაბილიტაციის პროცესი.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით რეაბილიტაციის პროცესს წარმართავს რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველს ნიშნავენ და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ რეაბილიტაციის შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში. კრედიტორთა გადაწყვეტილებას განჩინებით ამტკიცებს სასამართლო. კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით რეაბილიტაციიის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ კრედიტორები, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს, ხოლო 46-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით რეაბილიტაციის გეგმის მომზადება კრედიტორთა გადაწყვეტილებით შეიძლება დაევალოს მოვალეს, კრედიტორს ან რეაბილიტაციის მმართველს ანდა რამდენიმე მათგანს ერთდროულად.
განსახილველ შემთხვევაში „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე, 44-ე და 46-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, შპს „აგრო ჯორჯია 2011“-ის კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებით რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნა ნათელა თოფურია (პ/ნ 01025019024), რეაბილიტაციის გეგმის მომზადება უნდა დაევალოს მოვალეს და კრედიტორებს.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 32-ე, 33-ე, 43-ე, 44-ე, 46-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „აგრო ჯორჯია 2011“-ის მომრიგებელი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად შ.პ.ს. „აგრო ჯორჯია 2011“-ის მიმართ დაიწყოს რეაბილიტაციის პროცესი.
2. დამტკიცდეს კრედიტორთა გადაწყვეტილება შ.პ.ს. „აგრო ჯორჯია 2011“-ის რეაბილიტაციის მმართველად ნათელა თოფურიას (პ/ნ 01025019024) დანიშვნის შესახებ.
3. შპს ,,აგრო ჯორჯია 2011"-ის რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადა განისაზღვროს განჩინების გამოქვეყნებიდან 60 დღით და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადება დაევალოთ მოვალეს და კრედიტორებს.
4. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე.
5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების მიერ განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი