📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.02.2018
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016417
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 719 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 22.07.2020 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 20.11.2017 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 06.09.2019 ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 16.01.2018 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 30.10.2017

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 2018 წლის 12 თებერვალი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის  №15 დადგენილება (სსმ.01/04/2015. 010260020.35.175.016067). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე დანართი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური და ჯანდაცვის უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის  სხვა  სამართლებრივი აქტებით. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 5. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და მერის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა. 1.  სამსახური  შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან. 2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან. 3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სოციალური განყოფილება; ბ) ჯანდაცვის განყოფილება; გ) დონორებთან ურთერთობის განყოფილება; დ) პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე. მუხლი 4🔗. განყოფილების უფროსი 1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. 2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 5🔗. სოციალური განყოფილების კომპეტენცია 1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. 2. განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ბ) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით; გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოახდინოს სოციალური დაცვის სისტემის დაფინანსებისა და სამართლებრივი ურთიერთობის საზოგადოებისათვის მიწოდება. დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 6🔗. ჯანდაცვის განყოფილების კომპეტენცია 1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. 2. განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ბ) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით; გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოახდინოს, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაფინანსებისა და სამართლებრივი ურთიერთობის საზოგადოებისათვის მიწოდება; დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 7🔗. პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება 1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. 2. სამსახური ორგანიზებას უწევს: ა) მერიის საჯარო მოსამსახურეთა პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ჩატარებას. საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე უზრუნველყოფს მათი მხრიდან ინფორმაციის გაცემას; ბ) მერიის მიმდინარე ღონისძიებების პრეზენტაციას; გ) მერიის მიმდინარე სამუშაოების ამსახველი ინფორმაციის მომზადებას. დ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსებას; ე) მერიის საჯარო მოსამსახურეთა ხელშეწყობას საზოგადოებასთან ურთიერთობაში. ვ) ჟურნალისტების აკრედიტაციას მერიაში. მუხლი 8🔗. დონორებან ურთიერთობის განყოფილება 1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. 2. განყოფილება უზრუნველყოფს: ა) დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობას, საფინანსო ინსტიტუტებიდან ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას; ბ) საგრანტო კონკურსებზე ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საგრანტო წინადადებების მომზადებას და მონიტორინგს; დ) გრძელვადიანი ან/და მოკლე ვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას; ე) საოპერაციო სამოქმედო გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად; ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.