სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2018
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.139.016278
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2018
matsne.gov.ge 2,587 სიტყვა · ~13 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
მონიტორინგი
უწყვეტი ციკლი, რომელიც მოიცავს ინფორმაციის რუტინულ მოგროვებას, აღრიცხვასდა ანალიზს. მონიტორინგის  მიზანიაკანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება, ბავშვზე ორიენტირებული მომსახურების გასაუმჯობესებლად.
მუხლი 2
სტრუქტურული ერთეული
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს დაწესებულებების ავტორიზაციას და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას.
მუხლი 2
წლიური მონიტორინგი
სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგი რომელიც წარმოადგენს შუალედური მონიტორინგისა და დარჩენილი თვეების მონიტორინგის შედეგების შეჯამებას – მიღწევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას და რეკომენდაციების ჩამოყალიბებას.
მუხლი 2
მიზანი
განაცხადი არსებული პრობლემების გადაჭრის თაობაზე, რომელსაც ეყრდნობა დაგეგმვის ყველა ღონისძიება. მიზანი შეიძლება იყოს ზოგადი და გრძელვადიანი, ან კონკრეტული და მოკლე ვადაში მისაღწევ შედეგებზე ორიენტირებული, რომელიც გამომდინარეობს ზოგადი მიზნებიდან.
მუხლი 2
საბაზისო მაჩვენებელი
დაწესებულების მდგომარეობაავტორიზაციის (მათ შორის პირობითი ავტორიზაციის) მინიჭების მომენტში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების  დაწყებამდე. დაწესებულების საბაზისო მაჩვენებელს წარმოადგენს ავტორიზაციის პროცესში თვითშეფასების კითხვარში შეტანილი დაექსპერტთა ჯგუფის დასკვნით დადასტურებული მონაცემები.
მუხლი 2
სამიზნე მაჩვენებელი
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებისმისაღწევი შედეგი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ(ებ)ით და/ან მუხლ(ებ)ით განსაზღვრული  შედეგები.
მუხლი 2
აქტივობა
ქმედება, რომელიც განაპირობებს დაწესებულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას.
მუხლი 2
დაკვირვება
მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერსაგანმანათლებლო პროცესის და მასში ჩართული პირების (ბავშვები, ოჯახის წევრები, დაწესებულების პერსონალი) ქმედებების შესწავლა. დაკვირვების დროსდაცული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი და დაკვირვების პროცესი არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას.
მუხლი 2
გასაუბრება
მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების დაზუსტების მიზნითდაწესებულების პერსონალთან, ბავშვის ოჯახის წევრთან და/ან ბავშვთან კომუნიკაცია.
მუხლი 2
ინტერდისციპლინური გუნდი
სტრუქტურული ერთეულის ინიციატივით შექმნილი გუნდი, რომელიც შეიმუშავებს მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმეტებს და ხელს უწყობს მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების განმახორციელებელი ადამიანური რესურსების (მათ შორის მონიტორინგის გუნდის) განვითარებას.
მუხლი 2
მონიტორინგის გუნდი
სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით და ახდენს სათანადო და დროულ ანგარიშგებას.
მუხლი 2
მხარდამჭერი სუპერვიზია
მიდგომა, რომელიც გულისხმობს  ინტერდისციპლინური გუნდის მიერ მონიტორინგის გუნდის წევრებისათვის რეკომენდაციების მიწოდებას უშუალოდ მონიტორინგის განხორციელების პროცესში და არსებული პრობლემის ერთობლივად გადაჭრას.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 100% 02.10.2017 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 100% 25.09.2017 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 100% 25.01.2018 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 100% 29.09.2017 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 100% 22.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №20 2018 წლის 28 თებერვალი ქ. ბორჯომი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემა“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ,,სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის” მიზანია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პრინციპების, ამოცანების და პროცედურების დადგენის გზით ბორჯომის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიმწოდებელი საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის (შემდგომში – დაწესებულება), ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ავტორიზაციის პირობების შესრულების ხელშეწყობა.  მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი).  2. ამ დოკუმენტის მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:  ა) მონიტორინგი – უწყვეტი ციკლი, რომელიც მოიცავს ინფორმაციის რუტინულ მოგროვებას, აღრიცხვასდა ანალიზს. მონიტორინგის  მიზანიაკანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება, ბავშვზე ორიენტირებული მომსახურების გასაუმჯობესებლად. ბ) შეფასება − დაწესებულების მდგომარეობის ობიექტური შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. შეფასების მიზანია,კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის, მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების განსაზღვრა დაწესებულების მხარდასაჭერად.  გ) ანგარიშგება − მონიტორინგის და შეფასების პროცესში შეგროვებული მონაცემებისა და ინფორმაციის წარდგენა ისე, რომ შესაძლებელი იყოსმათი გამოყენება დაწესებულების და/ან მისი დამფუძნებლის მიერსკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად.  დ) სტრუქტურული ერთეული – ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს დაწესებულებების ავტორიზაციას და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას. ე) შუალედური მონიტორინგი-სასწავლო-სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში (სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან არაუადრეს 3 და არა უგვიანეს 5 თვისა) განხორციელებულიმონიტორინგი. ვ) წლიური მონიტორინგი – სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგი რომელიც წარმოადგენს შუალედური მონიტორინგისა და დარჩენილი თვეების მონიტორინგის შედეგების შეჯამებას – მიღწევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას და რეკომენდაციების ჩამოყალიბებას. ზ) მიზანი – განაცხადი არსებული პრობლემების გადაჭრის თაობაზე, რომელსაც ეყრდნობა დაგეგმვის ყველა ღონისძიება. მიზანი შეიძლება იყოს ზოგადი და გრძელვადიანი, ან კონკრეტული და მოკლე ვადაში მისაღწევ შედეგებზე ორიენტირებული, რომელიც გამომდინარეობს ზოგადი მიზნებიდან.  თ) საბაზისო მაჩვენებელი – დაწესებულების მდგომარეობაავტორიზაციის (მათ შორის პირობითი ავტორიზაციის) მინიჭების მომენტში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების  დაწყებამდე. დაწესებულების საბაზისო მაჩვენებელს წარმოადგენს ავტორიზაციის პროცესში თვითშეფასების კითხვარში შეტანილი დაექსპერტთა ჯგუფის დასკვნით დადასტურებული მონაცემები. ი) სამიზნე მაჩვენებელი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებისმისაღწევი შედეგი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ(ებ)ით და/ან მუხლ(ებ)ით განსაზღვრული  შედეგები. კ) აქტივობა – ქმედება, რომელიც განაპირობებს დაწესებულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას. ლ) შესრულების დამადასტურებელი საშუალება − დოკუმენტი ან სხვა მონაცემი, რომლის საშუალებითაც მტკიცდება, მიღწეულია თუ არა მიზანი, ან, ზოგიერთ შემთხვევაში, შესრულებულია თუ არა აქტივობა.  მ) შესრულების დამადასტურებელი საშუალება − დოკუმენტი ან სხვა მონაცემი, რომლის საშუალებითაც მტკიცდება, მიღწეულია თუ არა მიზანი, ან, ზოგიერთ შემთხვევაში, შესრულებულია თუ არა აქტივობა.  ნ) სამოქმედო გეგმა − დაწესებულების მიერ შემუშავებული, სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებული ყოველწლიური დოკუმენტი, რომლის შემუშავება მიზნად ისახავს დაწესებულების მიერ მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას და ასახავს კონკრეტულ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად  მისაღწევ მიზნებს, სამიზნე მაჩვენებლებს და აქტივობებს. ო) დაკვირვება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერსაგანმანათლებლო პროცესის და მასში ჩართული პირების (ბავშვები, ოჯახის წევრები, დაწესებულების პერსონალი) ქმედებების შესწავლა. დაკვირვების დროსდაცული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი და დაკვირვების პროცესი არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას. პ) გასაუბრება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების დაზუსტების მიზნითდაწესებულების პერსონალთან, ბავშვის ოჯახის წევრთან და/ან ბავშვთან კომუნიკაცია. ჟ) აღნიშვნის ფურცლით შემოწმება - მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ წინასწარ შემუშავებული აღნიშვნის ფურცლის გამოყენებით მონიტორინგის გუნდის მიერ განხორციელებული შემოწმება,  რაც ეფუძნება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, ტექნიკურ რეგლამენტებს და ასევე ითვალისწინებს დაწესებულების სამოქმედო გეგმაში ასახულ მიზნებსა და სამიზნე მაჩვენებლებს. აღნიშვნის ფურცელი უნდა მოიცავდეს სამიზნე მაჩვენებლების ჩამონათვალთან ერთად შესრულებულ მაჩვენებლებს. რ) ინტერდისციპლინური გუნდი – სტრუქტურული ერთეულის ინიციატივით შექმნილი გუნდი, რომელიც შეიმუშავებს მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმეტებს და ხელს უწყობს მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების განმახორციელებელი ადამიანური რესურსების (მათ შორის მონიტორინგის გუნდის) განვითარებას. ს) მონიტორინგის გუნდი – სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით და ახდენს სათანადო და დროულ ანგარიშგებას.  ტ) მხარდამჭერი სუპერვიზია – მიდგომა, რომელიც გულისხმობს  ინტერდისციპლინური გუნდის მიერ მონიტორინგის გუნდის წევრებისათვის რეკომენდაციების მიწოდებას უშუალოდ მონიტორინგის განხორციელების პროცესში და არსებული პრობლემის ერთობლივად გადაჭრას. მუხლი 3🔗. მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პრინციპები 1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების დაგეგმვა და მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების  განხორციელება უნდა ეფუძნებოდეს ერთი და იმავე პრინციპებს. 2. მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პრინციპებია: ა) ინფორმაციის  ვალიდურობა (შესაბამისობა) და სანდოობა – მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტად ადგენს მას, რის შესამოწმებლადაც არის გასაზღვრული, არის სანდო დაგამოსადეგი, როგორც დაწესებულებისათვის, ასევე დამფუძნებლისთვის;  ბ) განხორციელებადობა - მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგებისპროცესი არის წინასწარ დაგეგმილი და მისთვის საჭირო რესურსი არის შესაბამისად გათვალისწინებული; გ) ობიექტურობა, გამჭვირვალობა და სამართლიანობა – მიღწევებისა და გამოწვევების მონიტორიგი, შეფასება და ანგარიშგება ხორციელდება  ობიექტურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად განსაზღვრული პროცედურების და ვადების დაცვით; დ) კანონმდებლობასთანშესაბამისობა – მონიტორინგის და შეფასებისინსტრუმენტებში განსაზღვრული მაჩვენებლები  ეფუძნება კანონსა და მის საფუძველზე შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულაქტებს; ე) ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება -მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე გათვალისწინებული და დაცულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და არ ხდება საგანმანათლებლო პროცესის შეფერხება. მუხლი 4🔗. მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების ამოცანები მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების ამოცანებია: 1. გამოვლინდეს დაწესებულების მიღწევები კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით; 2. გამოვლინდეს დაწესებულების გამოწვევები კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით; 3. მოხდეს დაწესებულებისათვის დროული და კონკრეტულირეკომენდაციების ჩამოყალიბებასკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით; 4. მოხდეს სანდო და ვალიდური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზის კოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებისდა/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების ეფექტიანობის შესახებ; 5. მოხდეს ინფორმაციის სანდო და ვალუდური ანალიზი, რაც წარმოაჩენს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების  რეალისტურობასა და განხორციელებადობას, არსებული რესურსების გათვალისწინებით და საჭირო რესურსების (მათ შორის ფინანსური რესურსების) განსასაზღვრად; 6. მოხდეს შეგროვებული და გაანალიზებული ინფორმაციის გაზიარებაუფლებამოსილი სუბიექტებისთვის, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების გასაუმჯობესებლად; 7. შეგროვდეს ინფორმაცია სტრუქტურული ერთეულისა და მონიტორინგის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი სუბიექტების მხრიდან დაწესებულებისათვის კოორდინირებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში; 8. გამოვლინდეს გადამზადების საჭიროებები დაწესებულების თანამშრომელთა  უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით. მუხლი 5🔗. მონიტორინგზე, შეფასებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული 1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობისპროგრამის მიწოდების მონიტორინგზე, შეფასებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეული, რომელიც წინამდებარე დოკუმენტით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას უზრუნველყოფს მონიტორინგის გუნდის და ინტერდისციპლინური გუნდის მეშვეობით. 2. ინტერდისციპლინური გუნდის წევრების და მონიტორინგის გუნდის წევრების შერჩევა და აყვანა უნდა განხორციელდეს ღია კონკურსის საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 6🔗. მონიტორინგის გუნდი 1. სტრუქტურული ერთეული ქმნის მონიტორინგის გუნდს, რომელიც ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს და შესაბამის ანგარიშგებას. 2. მონიტორინგის გუნდის წევრობისთვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტის, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის მიზნებისთვის: ა.ა) დადასტურებული განათლება განათლების მიმართულებით ან ფსიქოლოგიის დარგში; ა.ბ) არანაკლებ 1-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში; ა.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა; ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის მიზნებისთვის: ბ.ა) დადასტურებული განათლება  არქიტექტურის ან ინჟინერიის დარგში; ბ.ბ) არანაკლებ 1-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის სფეროში; ბ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა; გ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაშიკვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის მიზნებისთვის: გ.ა) დადასტურებული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში ან ჯანდაცვის მიმართულებით; გ.ბ) არანაკლებ 1-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) უვნებელი და ჯანსაღი კვების ორგანიზების სფეროში; გ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა; დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესამაბისად განსახორციელებელი მონიტორინგის მიზნებისთვის: დ.ა) დადასტურებული განათლება ჯანდაცვის მიმართულებით; დ.ბ) არანაკლებ 1-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) სანიტარიისა და ჰიგიენის სფეროში; დ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა; 3. მონიტორინგის გუნდის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეული, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესაბამისად. 4. მონიტორინგის გუნდი ვალდებულია, გაიაროს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ განხორციელებული გადამზადება და სამუშაოს პირველ წელს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ უზრუნველყოფილი მხარდამჭერი სუპერვიზია. მუხლი 7🔗. ინტერდისციპლინური გუნდი 1. სტრუქტურული ერთეულიქმნის ინტერდისციპლინურ გუნდს, რომელიც ახორციელებს: ა) მონიტორინგის ინსტრუმენტის  შემუშავებას, პილოტირებას, ვალიდაციას; ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების  და ტექნიკური რეგლამენტების შესახებ მონიტორინგის გუნდის წევრების სიღრმისეულ გადამზადებას. გ) სტრუქტურული ერთეულის მონიტორინგის გუნდის წევრების და სხვა შესაბამისი პირების გადამზადებას და მხარდამჭერ სუპერვიზიას მონიტორინგის ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებისთვის. 2. ინტერდისციპლინური გუნდის წევრობისთვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტის, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისთვის: ა.ა) დადასტურებული განათლება განათლების მიმართულებით ან ფსიქოლოგიის დარგში; ა.ბ) არანაკლებ 1-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში; ა.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა; ა.დ) ინგლისური ენის ცოდნა (კარგად). ა.ე) კვლევის ან/და პროგრამის შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისთვის: ბ.ა) დადასტურებული განათლება  არქიტექტურის ან ინჟინერიის დარგში; ბ.ბ) არანაკლებ 1-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის სფეროში; ბ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა; ბ.დ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად). ბ.ე) კვლევის ან/და პროგრამის შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. გ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისთვის: გ.ა) დადასტურებული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში ან ჯანდაცვის მიმართულებით; გ.ბ) არანაკლებ 1-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) უვნებელი და ჯანსაღი კვების ორგანიზების სფეროში; გ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა; გ.დ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად). გ.ე) კვლევის ან/და პროგრამის შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმების დაცვის წესების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესამაბისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისთვის: დ.ა) დადასტურებული განათლება ჯანდაცვის მიმართულებით; დ.ბ) არანაკლებ 1-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) სანიტარიისა და ჰიგიენის სფეროში; დ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა; დ.დ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად). დ.ე) კვლევის ან/და პროგრამის შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. მუხლი 8🔗. მონიტორინგის პროცედურები  1. მონიტორინგი ხორციელდება მონიტორინგის გუნდის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლებისმომსახურების და/ანსასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად წელიწადში ორჯერ, სტრუქტურული ერთეულის მიერ წინასწარ შემუშავებული წლის განრიგის მიხედვით. 2. მონიტორინგის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ დაწესებულების ინფორმირება უნდა მოხდეს ვიზიტამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, ზუსტი თარიღის მითითების გარეშე. 3. მონიტორინგი ხორციელდება სასწავლო-სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში (შუალედური მონიტორინგი) და წლის დასასრულს (წლიური მონიტორინგი), დაწესებულების საბაზისომაჩვენებლის და სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით. 4. ყოველი ზოგადი და კონკრეტული მიზნისთვის სამოქმედო გეგმაში უნდა გაიწეროს სამიზნე მაჩვენებელი და აქტივობა, რომლის შესრულება წარმოჩინდება შესრულების მაჩვენებლით და შესრულების დამადასტურებელი საშუალებით. 5. თითოეულ მიზანს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ერთი სამიზნე მაჩვენებელი და შესაბამისი შესრულების მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს შესრულების იმ დონეს, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაწესებულება კონკრეტულ პერიოდში.  6. სამიზნე მაჩვენებლის დასადგენად უნდა მოხდეს საბაზისო მაჩვენებლის იდენტიფიცირება და ყოველი მომდევნო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობის გათვალისწინება, რომელთან მიმართებაშიც იზომება წინსვლა ან კეთდება შედარება. ყოველი მომდევნო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობა, როგორც წესი, არის წინა სასწავლო-სააღმზრდელო წლის ბოლოს დაფიქსირებული შესრულების დონე, პრიორიტეტები, საშუალო დონე (სხვა დაწესებულებების მიერ იმავე საკითხების შესრულების დონე), ხელმისაწვდომი რესურსები და სხვ. 7. ინტერდისციპლინური გუნდი, მისი დაკომპლექტებიდან 3 თვის ვადაში,მონიტორინგის მეთოდების გათვალისწინებით (დაკვირვება, გასაუბრება, აღნიშვნის ფურცლით შემოწმება) შეიმუშავებს მონიტორინგის ინსტურმენტს და შესაბამისიანგარიშის ფორმას, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტითამტკიცებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 8. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტის პილოტირება და ვალიდაცია ხორციელდება ინტერდისციპლინური გუნდის დაკომპლექტებიდან 5 თვის განმავლობაში. 9. მონიტორინგის ინსტრუმენტის შექმნიდან პირველი წლის განმავლობაში მონიტორინგის გუნდი დაწესებულების მონიტორინგს ახორციელებს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ უზრუნველყოფილი მხარდამჭერი სუპერვიზიის გზით. 10. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება უნდა მოხდეს მონიტორინგის ინსტრუმენტის ვალიდაციის შემდგომ, უშუალოდ მონიტორინგის პროცესის დაწყებამდე, ხოლო მხარდამჭერი სუპერვიზია - უშუალოდ მონიტორინგის განხორციელების პროცესში, მონიტორინგის ინსტრუმენტის გამოყენების დაწყებიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში. 11. საჯარო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებას, ვალდებულია სტრუქტურულ ერთეულის მიერ  დაწესებულების მონიტორინგის განხორციელების შესახებ შეტყობინებიდან 2 კვირის ვადაში ელექტრონული ან მატერიალური ფორმით წარუდგინოს შიდა მონიტორინგისა და შეფასების შედეგების ამსახველი შუალედური და წლიური ანგარიშები. მუხლი 9🔗. მონიტორინგის ანგარიშგება 1. ანგარიშგება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად, წელიწადში ორჯერ. 2. მონიტორინგის გუნდის ანგარიში წარედგინება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რაც უნდა ასახავდეს დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმების შედეგებს. მონიტორინგის შედეგები შესაძლებელია გახდეს, დადგენილი წესის შესაბამისად, დაწესებულებისთვის ავტორიზაციის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი.  3. მონიტორინგის გუნდის მიერ დაწესებულების შესახებ მონიტორინგის შედეგებზეანგარიშგება უნდა მოხდეს შესაბამის დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 4. მონიტორინგის შედეგად, ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სტრუქტურული ერთეული ითვალისწინებს დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემით დადგენილი ავტორიზაციის პირობების შესრულების საფეხურებს. 5. შუალედური ან წლიური მონიტორინგის შედეგად დაწესებულებაში შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში დაწესებულებას ეძლევა გონივრული ვადა  (არაუმეტეს 15 დღისა) შეუსაბამობის გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. 6. სტრუქტული ერთეულიმონიტორინგის ანგარიშის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 10🔗. შეფასების პროცედურები 1. შეფასება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად 4 წელიწადში ერთხელ, თითოეული დაწესებულებისთვის ავტორიზაციის მინიჭების მომენტის მხედველობაში მიღებით. 2. შეფასების წელს არსებული ფინანსური სახსრების გათვალისწინებით სტრუქტურულმა ერთეულმა შესაძლოა გააფართოოს, ან დაავიწროვოს  შეფასების მასშტაბები. შეფასება შესაძლოა იყოს ყოვლისმომცველი ან ორიენტირებული მხოლოდ ერთ-ერთი სტანდარტის ან ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების დადგენაზე. 3. სტრუქტურული ერთეულის ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების განხორციელების დაწყებამდე 5 თვის განმავლობაში გეგმავს შეფასებას, კერძოდ: შეიმუშავებს შეფასებისინსტურმენტს და ახდენს მის პილოტირებას. 4. შეფასების პროცესში ინტერდისციპლინური გუნდის ძირითადი ფუნქციებია: ა) შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება, პილოტირება, ვალიდაცია - ავტორიზაციის გავლიდან მე-3 წლის ბოლო 5 თვის განმავლობაში; ბ) შეფასების განხორციელება - ავტორიზაციის გავლიდან მე-4 წლის განმავლობაში. 5. ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებისას ითვალისწინებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: დაკვირვება, გასაუბრება, აღნიშვნის ფურცლით შემოწმება; 6. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებულ შეფასების ინსტრუმენტს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს  სტრუქტურული ერეულის ხელმძღვანელი. შეფასების ინსტრუმენტის მიხედვით შემდგომში ინტერდისციპლინური გუნდი ახორციელებს შეფასებას; 7. სტრუქტურული ერთეული განსაზღვრავს განრიგს, რომლის მიხედვითაც ინტერდისციპლინური გუნდი უზრუნველყოფს  დაწესებულებების შეფასებას. 8. სტრუქტურული ერთეული ვალდებულია, დაწესებულებას შეატყობინოს შეფასების ვიზიტის შესახებ,მის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა და ჩართოს დაწესებულების წარმომადგენლები შეფასების პროცესში. მუხლი 11🔗. შეფასების ანგარიშგება 1. შეფასების შედეგების ასახვა ხდება შეფასების ანგარიშის ფორმაში, რომელიც წარმოადგენს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შექმნილი შეფასების ინსტრუმენტის განუყოფელ ნაწილს. 2. შეფასების ანგარიშის შედგენას და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის წარდგენას უზრუნველყოფს ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების ვიზიტიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში. 3. შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს დაწესებულების მიერ საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით 4 წლის თავზე მიღებულ მიღწევებსა და გამოწვევებს ავტორიზაციის პირობების შესრულების მხრივ.  4. სტრუქტურული ერთეული, დადგენილი წესის შესაბამისად, ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ითვალისწინებს შეფასების შედეგებს.  5. სტრუქტურული ერთეული, შეფასების შედეგებს შესაბამის დაწესებულებას წარუდგენს შეფასების ვიზიტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 6. სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დაწესებულებების შეფასების შეჯამებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით წარუდგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას შეფასების პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.