შპს „სოლო 500-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/25770-17
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 5 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
განმცხადებელი – შპს „სოლო 500“, ს/კ 432543759
წარმომადგენელი – გიგა სალუქვაძე
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ქრისტინე კუბლაშვილი
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.
სასამართლომ განიხილა შპს „სოლო 500“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
2017 წლის 23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „სოლო 500“-ის დირექტორმა ალენ სოფრომაძემ და შპს „სოლო 500“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საწარმოს არ შესწევს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2018 წლის 05 იანვარს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
კრედიტორთა კრებაზე უნდა განხილულიყო დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები, კერძოდ, ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
კრედიტორთა პირველ კრებაზე ვერ გამოცხადდა შემოსავლების სამასახურის წარმომადგენელი, რის გამოც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები არ განხილულა და პირველი კრების ჩატარება შპს „სოლო 500“-ის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო 2018 წლის 21 თებერვალს, 17 საათზე, რასაც დაეთანხმა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეულ იქნეს შპს „სოლო 500“-ის კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
2. კრედიტორთა კრება ჩატარდეს 2018 წლის 21 თებერვალს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), სხდომის დარბაზში №9.
3. დაევალოს შპს „სოლო 500“-ის მეურვეს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს საჯარო შეტყობინებების დაფაზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მონაწილე მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა, განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე