შპს ,,კავკასია 99-ის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/27110-15
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „კავკასია 99”-ის კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,კავკასია 99”-ის მიმართ.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნას შპს „კავკასია 99”-ის კრედიტორთა კრება კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების, მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევის დღის წესრიგით.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 285-ე მუხლებით, დაადგინა:
1. მოწვეულ იქნეს შპს ,,კავკასია 99”-ის კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება.
1.2. მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევა.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 26 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).
3. დაევალოს შპს ,,კავასია 99”-ის მეურვეს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4 . განემარტოს შპს „კავკასია-99”-ის დირექტორს, რომ სასამართლოში არასაპატიო მიზეზით მეორედ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შპს „კავკასია-99”-ის მიმართ დაიწყება გაკოტრების საქმის წარმოება და დაინიშნება გაკოტრების მმართველი.
5. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი