სააქციო საზოგადოება „საქსოფმშენდეტალის“ განცხადება აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სააქციო საზოგადოება „საქსოფმშენდეტალის“ (საინდენტ-კოდი: 204868526 )

განცხადება

(აქციონერთა კრების მესამეჯერ იმავე დღის წესრიგით მოწვევის შესახებ)

სს „საქსოფმშენდეტალის“ დირექტორის მოწვევით 2018 წლის 9 მარტს დღის 14 საათზე, ქ.გორში , შინდისის გზატკეცილი მე-3-ე კილომეტრი, ჩატარდება მესამეჯერ მოიწვევა) სს „საქსოფმშენდეტალის“ ს/კ: 204868526 აქციონერთა საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.    სს „საქსოფმშენდეტალის“ წესდების ცვლილებებისა და ახალი რედაქციით დამტკიცების შესახებ საკითხის განხილვა.

2. სს „საქსოფმშენდეტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა.

3. საზოგადოების ქონების გასხვისებასთან, გაქირავებასთან ან/და დატვირთვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, რომლის ღირებულებაც შეადგენს საზოგადოების აქტივების ღირებულების ნახევარზე მეტს;

-რეკომენდაცია: ამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებული საერთო კრების მოწვევის ძირითადი სამართლებრივი მიზანია წესდებაში ცვლილებების განხილვა (ახალი წესდების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი რედაქციით ფუნქციონირების გზით უფლებამოსილებათა გადაცემა სამეთვალყურეო საბჭოზე), საზოგადოების მართვის და ფუნქციონირების შესახებ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება, რადგან წლების განმავლობაში საზოგადოების ფინანსურ/ეკონომიკური მდგომარეობა (სხვადასხვა ვალდებულებითი სიძნელეების გამო) მხოლოდ დირექტორის პასუხისმგებლობაზეა მიტოვებული. გარდა ამისა გაცნობთ რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით კრება გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება აქციონერთა (პარტნიორთა) დასწრების საჭირო რაოდენობის მიუხედავად.

შეგახსენებთ, რომ აქციონერთა კრებაზე მონაწილეობისათვის აქციონერებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში უფლებამოსილების დამადასტურებელი კანონმდებლობის დაცვით შედგენილი დოკუმენტი.

საერთო კრების სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2018 წლის 14 თებერვალი. კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება საზოგადოების ადმინისტრაციისათვის მიმართვის გზით ქ. გორი, შინდიდის გზატ მე-3 კილომეტრი (საკონტაქტო პირი გრიგოლ კაპანაძე, ტელ 599 51 70 62) ან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორისთვის“ მიმართვის გზით. მისამართი: ქ. თბილისი, ი ჭავჭავაძის გამზ. 74ა. ტელ: 2225351.

სს „საქსოფმშენდეტალის“

დირექტორი: გრიგოლ კაპანაძე