|
1
|
პრიორიტეტი: ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება (პროგრამული კოდი 03 00)
|
|
1.1
|
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- გზების, ქუჩებისა და ტროტუარების მიმდინარე მოვლა-პატრონობა;
- საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და კაპიტალური მშენებლობა;
- გარე განათების ქსელის განვითარება და მოვლა-პატრონობა.
|
|
1.1.1
|
გზების, ქუჩებისა და ტროტუარების მიმდინარე მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 01 01)
ასფალტირებული და რკინა-ბეტონის საფარის ქუჩების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები;
არაასფალტირებული ქუჩების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები;
ქუჩის მანიშნებლების დამზადება-მონტაჟი;
საგზაო ინფრასტრუქტურის (ტროტუარი, ბორდიური, ქვაფენილი, ბოძკინტი) მოვლა-შენახვის ღონისძიებები;
|
|
1.1.2
|
ე.წ. "ჭაობის დასახლების" ქუჩების კეთილმოწყობა: პირველი ეტაპი - ი. ჭავაჭავაძის და გ. ბრწყინვალეს ქუჩებს შორის არსებული ქუჩების მონაკვეთების კეთილმოწყობა: შავშეთის, შევჩენკოს, პუშკინის (ნაწილი) და ჯავახიშვილის ქუჩები;
ე.წ. „ჭაობის დასახლების“ ქუჩების კეთილმოწყობა: გ. ბრწყინვალეს და ბაგრატიონის ქუჩების დამაკავშირებელი ქუჩების მონაკვეთების კეთილმოწყობა: თაყაიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის, ჰაიდარ აბაშიძის, გრიბოედოვის, 26 მაისის, ვაჟა-ფშაველას, ლუკა ასათიანის ქუჩები;
ე.წ. „ჭაობის დასახლების“ ქუჩების კეთილმოწყობა: მარუხის ქუჩა, მარუხის I-II შესახვევი, ლომონოსოვის ქუჩა, ქობულეთის ქუჩა, ქობულეთის ჩიხი, ქედას ქუჩა;
ე.წ. „ჭაობის დასახლების“ ქუჩების კეთილმოწყობა: კომახიძის ქუჩის, ოსტროვსკის ქუჩის, სევასტოპოლის ქუჩის, ჯავახიშვილის ქუჩის (ორბელიანის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე) კეთილმოწყობა;
ე.წ. „ჭაობის დასახლების“ ქუჩების კეთილმოწყობა: ანდრონიკაშვილის ქუჩის და ანდრონიკაშვილის შესახვევის კეთილმოწყობა, ბესიკის ქუჩის და ბესიკის შესახვევის კეთილმოწყობა, სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია;
ბარცხანის დასახლების ქუჩების კეთილმოწყობა: დ. ბაქრაძის ქუჩა, აგარაკის ქუჩა, ი.ნონეშვილის ქუჩა, ი.ნონეშვილის ჩიხი, ჯ. ქათამაძის ჩიხი, ჯ. ქათამაძის ქუჩა, შინდისის ქუჩა, ს. დიასამიძის ქუჩა, თამარ მეფის ჩიხი, თამარ მეფის გამზირი, ი. კაზინეცის ქუჩა, შრომის ქუჩა, ხ. ლორთქიფანიძის ქუჩა, ზ. ჭიჭინაძის ჩიხი, ზ. ჭიჭინაძის ქუჩა, ძმები ნობელების ქუჩა, ძმები ნობელების I შესახვევი, ძმები ნობელების II შესახვევი;
ბონის დასახლების ქუჩების კეთილმოწყობა: ალ. ჩხაიძის ქუჩა, ს. მესხის I ჩიხი, ლ. ქიქავას ქუჩა, რ. ერისთავის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 ჩიხი, რ. ერისთავის შესახვევი, შ. დადიანის ქუჩა, ქართველი იუნკერების ქუჩა, ს. თაყაიშვილის ქუჩა, შ. იოსელიანის ქუჩა, პ. იაშვილის ქუჩა, ფ. გოგიტიძის ქუჩა, თ. მაქაცარიას ქუჩა, ნოღაიდელის ქუჩა, გ. კაიკაციშვილის ქუჩა, გ. კაიკაციშვილის შესახვევი, რკინიგზის ჩიხი;
ბონი-გოროდოკის დასახლების ქუჩების კეთილმოწყობა: ვ. მაიაკოვსკის, ს. მესხის, ნ. ნიჟარაძის ქუჩების კეთილმოწყობა;
კახაბრის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა: შარაშიძის №32-დან №40-მდე კეთილმოწყობა, ზედაღელის ქუჩის კეთილმოწყობა, ზედაღელის დასახლება N51-დან N61-მდე ქუჩის კეთილმოწყობა, მაჭახელას ქუჩის კეთილმოწყობა, გზის პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა; ზედაღელის ქ. N7-ის მიმდებარედ დამცავი კედლის მოწყობა.
მწვანე კონცხის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა: მარკოზ აჭარელის 1-2-3 შესახვევების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქსენია ბახტაძის ქუჩის კეთილმოწყობა, ბახტაძის ქუჩაზე საყრდენი კედლის კეთილმოწყობა, მეზღვაურის ქუჩის კეთილმოწყობა, გზის პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა;
გონიო-კვარიათის დასახლების ქუჩების კეთილმოწყობა: პირველი ეტაპი: აფსაროსის გზატკეცილის I შესახვევი; აფსაროსის გზატკეცილის II ჩიხი; აფსაროსის გზატკეცილის II შესახვევი (I და II ჩიხებით); აფსაროსის გზატკეცილის III შესახვევი; ანდრია პირველწოდებულის I შესახვევი; ანდრია პირველწოდებულის №120-დან 122-მდე; ანდრია პირველწოდებულის II და III ჩიხი; ანდრია პირველწოდებულის №3, №4, №6; ანდრია პირველწოდებულის III, IV, VI, VII ჩიხები; მატათა მოციქულის ქუჩა, მეფე მირიანის ქუჩა, მეფე მირიანის I, II, III ჩიხი; სვიმონ კანანელის №3, №15-17-19, №70; სვიმონ კანანელის I შესახვევი, სვიმონ კანანელის I და II ჩიხი, წმინდა ნინოს I ჩიხი;
გონიო-კვარიათის დასახლების ქუჩების კეთილმოწყობა: ანდრია პირველწოდებულის №54ა-ს მიმდებარე ტერიტორიიდან ზღვაზე გასასვლელის კეთილმოწყობა; გზის პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა;
აეროპორტის დასახლების ქუჩების კეთილმოწყობა: ადლიის ქუჩის მონაკვეთების კეთილმოწყობა; ლეხ და მარია კაჩინსკების და ანგისის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მოწყობა, ფრ. ხალვაშის მე-8 ჩიხის კეთილმოწყობა, შაშიკაშვილის ქუჩის მონაკვეთის კეთილმოწყობა და ოპიზრების ქუჩის მონაკვეთზე შაშიკაშვილის ქუჩიდან კვინიტაძის ქუჩებს შორის ბეტონის საფარის მოწყობა;აეროპორტის გზატკეცილის (№192-№212) კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება.
თამარის დასახლების ქუჩების კეთილმოწყობა: თამარ მეფის გამზირზე ფეხით მოსიარულეთა ხიდის მშენებლობა;
სამრეწველო უბნის ქუჩების კეთილმოწყობა: სიონის ქუჩის კეთილმოწყობა;
ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციისა და მშენებლობის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა.
|
|
1.1.3
|
გარე განათების ქსელის განვითარება და მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 01 03)
გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლოატაცია;
გარე განათების სისტემის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი;
ქუჩების განათების სამუშაოები: გოდერძი ჩოხელის ქუჩისა და I, II, III ჩიხების გარე განათების მოწყობა, გოდერძი ჩოხელის ქ. №35-დან №41-მდე გარე განათების მოწყობა, სამების ქუჩის გარე განათების მოწყობა, მარკოზ აჭარელის მე-3 შესახვევის მონაკვეთის და მარკოზ აჭარელის მე-4 შესახვევის გარე განათების მოწყობა, კახაბრის ქუჩის განათება.
|
|
1.2
|
საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა;
- წყლის სისტემების რეაბილიტაცია;
- კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია;
- ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსება.
|
|
1.2.1
|
სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 02 01)
სანიაღვრე ქსელების მიმდინარე მოვლა-ექსპლუატაცია;
ქალაქის სანიაღვრე არხების კაპიტალური რეაბილიტაცია: მარკოზ აჭარელის მე-3-ე შესახვევის მონაკვეთის სანიაღვრე არხის მოწყობა, შარაშიძის ქუჩის №34-ის მიმდებარედ სანიაღვრე არხების მოწყობა, სარიტუალო დარბაზ ჯორჯიასთან სანიაღვრე არხის მოწყობა, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოწყობა.
|
|
1.2.2
|
წყლის სისტემების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 02)
გონიოს დასახლებაში სასმელი წყლის რეზერვუარის მშენებლობისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის შესყიდვა;
შპს "ბათუმის წყლის" კაპიტალის ზრდა - ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგების სამუშაოების პირველი ეტაპის დაფინანსების მიზნით;
თოდოგაურის დასახლებაში წყლის სისტემის მოწყობა;
სს "აჭარის წყლის ალიანსის" კაპიტალის ზრდა.
|
|
1.2.3
|
კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03)
შპს "ბათუმის წყალის" კაპიტალის ზრდა ეზოების ქსელის კანალიზაციის სისტემის ახალ ქსელზე დაერთების მიზნით.
|
|
1.2.4
|
ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 02 04)
შპს „ბათუმის წყლის” სუბსიდირება;
პროექტის ფარგლებში დღგ-ს და სხვა გადასახდელების თანადაფინანსება;
ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის დამატებითი თანადაფინანსება;
|
|
1.3
|
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 03 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- ქალაქის დასუფთავება და ნარჩენების გატანა;
- პარკების, სკვერებისა და მოედნების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მშენებლობა;
- ქალაქის გამწვანების ღონისძიებები;
- სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მართვა;;
- ა(ა)იპ - ბათუმის ბოტანიკური ბაღი;
- ქალაქის გაფორმების ღონისძიებები.
|
|
1.3.1
|
ქალაქის დასუფთავება და ნარჩენების გატანა (პროგრამული კოდი 03 03 01)
ქალაქის დასუფთავების რეგულარული სამუშაოები;
ქალაქის დასუფთავების დამატებითი სამუშაოები;
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთა;
ნარჩენების გატანა;
ნაგავსაყრელის ექსპლუატაცია და სანიტარული მომსახურება.
|
|
1.3.2
|
ქალაქის გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04 03)
ქალაქის გამწვანების მიმდინარე ღონისძიებები;
სანერგე-სასათბურე მეურნეობის მოვლა-ექსპლუატაცია;
ხე-მცენარეების შეძენა-დარგვა;
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება.
|
|
1.3.3
|
სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მართვა (პროგრამული კოდი 03 03 04)
ადმინისტრირება და მართვა;
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარეკრეაციო და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოვლა პატრონობა და განვითარება;
6 მაისის პარკის ინფრასტრუქტურის ატრაქციონების მოვლა-პატრონობა;
ზოოკუთხის მოვლა-პატრონობა.
|
|
1.3.4
|
ა(ა)იპ - ბათუმის ბოტანიკური ბაღი (პროგრამული კოდი 03 03 05)
ადმინისტრირება და მართვა;
მცენარეთა კოლექციის მოვლა-პატრონობის, შევსების, განახლებისა და კონსერვაციის ღონისძიებები;
ბოტანიკური ბაღის ტურისტული და სამეურნეო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა;
სერვისების განვითარება და მარკეტინგული ღონისძიებები;
შეხვედრებში, ღონისძიებებში, კონფერენციებში მონაწილეობის მიღება და ორგანიზება;
ეკო-საგანმანათლებლო და კულტურულ შემეცნებითი პროექტები;
გოდერძის ალპურ ბაღში შიდა გზებისა და ბილიკების მოწყობის სამუშაოები;
მუდმივმოყვავილე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები;
ელექტრო სადენებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო ქსელის მიწისქვეშ ჩაწყობა;
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
ბოტანიკურ ბაღში ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია;
ლაბორატორიის შენობის რეაბილიტაცია;
ეთნოგრაფიული კუთხის სარემონტო სამუშაოები;
გოდერძის ალპურ ბაღში ხის სახლის მშენებლობა;
გოდერძის ალპურ ბაღში მეფუტკრის სახლის მშენებლობა;
მატერიალური-ტექნიკური ბაზის განახლება.
|
|
1.3.5
|
ქალაქის გაფორმების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 06)
საშობაო-საახალწლო დღესასწაულისათვის ქალაქის გაფორმება;
წლის განმავლობაში ქალაქის გაფორმების ღონისძიებები;
9 აპრილის ხსოვნისა და დამოუკიდებლობის დღისადმი აღსანიშნავი მემორიალის მოწყობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
|
|
1.4
|
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი (პროგრამული კოდი 03 04)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- საცხოვრებელი სახლების მშენებლობა
- ა(ა)იპ - ბათუმის კორპუსი.
|
|
1.4.1
|
საცხოვრებელი სახლების მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 04 01)
ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩა №78ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ერთეული 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა (40 საცხოვრებელი ბინა)
|
|
1.4.2
|
ა(ა)იპ - ბათუმის კორპუსი (პროგრამული კოდი 03 04 02)
ადმინისტრირება და მართვა;
ქალაქის ურბანული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, შეკეთება-მოწყობა;
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება;
მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების სახურავების შეკეთება-მოწყობა;
მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების სახურავებზე თოვლდამჭერების, წყალშემკრები და წყალსაწრეტი ღარების მონტაჟი;
მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების კომუნალური სისტემის შეცვლა;
მრავალსართულიან/მრავალბინიან სახლებში არსებული ამორტიზირებული ლიფტების დემონტაჟი და ახალი ლიფტების მონტაჟი;
მრავალსართულიანი სახლების ეზოებისათვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟი;
არსებული ატრაქციონების რეაბილიტაცია;
მრავალსართულიანი სახლების ეზოებში დისტანციური პულტით მართვადი ბარიერების მოწყობა;
მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობისა და კომუნალური სისტემის მოწესრიგება;
მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებში სადარბაზოს კარებისა და ელექტრო საკეტების მოწყობა;
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესყიდვა;
საცხოვრებელი სახლებისთვის საინფორმაციო ფირნიშების შეძენა-მონტაჟი;
მრავალსართულიანი სახლების ეზოებში გარე განათების მოწყობა;
ქალაქში არსებულ სახლებზე დაზიანებული ფასადების რეაბილიტაცია;
მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების შესასვლელში პანდუსების მოწყობა;
ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ავარიული სახლების ექსპერტიზა;
მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების სადარბაზოს ამორტიზირებული შესასვლელი გადახურვის ფილის მოწყობა;
მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების სადარბაზოში არსებული ამორტიზირებული ვიტრაჟების შეცვლა;
საცხოვრებელ სახლებზე დაზიანებული აზბესტის ფურცლების ნაცვლად ლითონის პროფილური ფურცლის აკვრა.
|
|
1.5
|
მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 05)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- მუნიციპალური სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;
|
|
1.5.1
|
მუნიციპალური სასაფლაოების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 05 01)
ადმინისტრირება და მართვა;
უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვა;
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება.
|
|
2
|
პრიორიტეტი: განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
|
|
2.1
|
სკოლამდელი აღზრდა და განათლება (პროგრამული კოდი 04 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- ა(ა)იპ - ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება;
- საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაცია.
|
|
2.1.1
|
ა(ა)იპ - ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01 01)
საბავშვო ბაღების მართვა-ადმინისტრირება;
საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა კვებით უზრუნველყოფა;
საბავშვო ბაღების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება;
საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ტრენინგები.
|
|
2.1.2
|
საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 01 02)
თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა;
სვიშევსკის ქუჩა №1-ში მდებარე №19 საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი;
იბერიის ქუჩა №1 მდებარე №26 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა;
აღმაშენებლის ქუჩა №5-ში მდებარე №11 ბაღის ეზოს კეთილმოწყობა;
საბავშვო ბაღების შენობების სარეაბილიტაცო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა.
|
|
2.2
|
პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის.
|
|
2.2.1
|
პროფესიული განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02 01)
უცხოეთში სტაჟირების ხელშეწყობა (20 ბენეფიციარი, თითოეულზე არაუმეტეს 2000 ლარისა).
|
|
2.2.2
|
ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის (პროგრამული კოდი 04 02 02)
2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით სტიპენდიების გაცემა (4 თვე, თვეში 200 ლარი);
2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგების მიხედვით სტიპენდიების გაცემა (6 თვე, თვეში 200 ლარი)
|
|
2.3
|
ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა
|
|
2.3.1
|
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03 01)
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ტრანსპორტირება.
|
|
3
|
პრიორიტეტი: კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
|
|
3.1
|
სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;
- საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა
- ბათუმელი სპორტსმენების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა;
- სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა;
- ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი ,,ნონა'';
- ა(ა)იპ ბათუმის საცხენოსნო კლუბი.
|
|
3.1.1
|
მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01)
ეზოს ფეხბურთი;
Street ball ტურნირი საშემოდგომო/საგაზაფხულო ლიგა;
სპორტული ღონისძიება ვეტერანთა შორის;
სხვადასხვა სპორტული ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის;
აუტიზმის სინდრომის მქონე ბავშვთა საფეხბურთო სკოლა;
სასკოლო ოლიმპიადა.
|
|
3.1.2
|
საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 01 02)
რუსუდან სიხარულიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ტანვარჯიშში;
მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში;
საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ცეკვებში;
აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის (ELVZA) ჩემპიონატი საპლაჟო ფრენბურთში.
|
|
3.1.3
|
ბათუმელი სპორტსმენების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 03)
ბათუმელი სპორტსმენების/მწვრთნელების ფინანსური მხარდაჭერა;
წლის შემაჯამებელი შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან და სპორტის დამსახურებულ მოღვაწეებთან;
|
|
3.1.4
|
სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 01 04)
შპს საფეხბურთო კლუბი "ბათუმის დინამო"-ს სუბსიდირება;
შპს სარაგბო კლუბის ,,ბათუმი" სუბსიდირება;
შპს ფრენბურთის კლუბის ,,ბათუმი" სუბსიდირება;
შპს საკალათბურთო კლუბის ,,ბათუმი" სუბსიდირება;
შპს წყალბურთის კლუბის ,,ბათუმი" სუბსიდირება;
შპს ხელბურთის კლუბის ,,ბათუმი" სუბსიდირება;
|
|
3.1.5
|
ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი "ნონა" (პროგრამული კოდი 05 01 05)
კლუბის მართვა და ადმინისტრირება;
ტურნირების ორგანიზება და მონაწილეობა;
მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლება.
|
|
3.1.6
|
ა(ა)იპ ბათუმის საცხენოსნო კლუბი (პროგრამული კოდი 05 01 06)
კლუბის მართვა და ადმინისტრირება;
სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა;
ცხენებისათვის საკვები მარაგების შეძენა და სამედიცინო მომსახურება.
|
|
3.2
|
მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 05 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- ა(ა)იპ - ბათუმის სპორტული ცენტრი;
- სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
|
|
3.2.1
|
ა(ა)იპ ბათუმის სპორტული ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01)
მართვა და ადმინისტრირება;
ინფრასტრუქტურის მოწყობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება;
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე ჰოკეის კლუბის განვითარება;
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე ფიგურული ციგურაობის კლუბის განვითარება.
|
|
3.2.2
|
სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 02 02)
ფრიდონ ხალვაშის ქუჩა №334-ში მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსის უკანა ეზოში მდებარე მიწის ნაკვეთზე სპორტული მოედნის მოწყობა;
ყინულის სასახლის მიმდებარედ მშენებარე სპორტ კომპლექსის ელ. ენერგიის, წყლის, კანალიზაციის და ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვა;
ლ. ასათიანის ქუჩა №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობა (ყინულის სასახლის მიმდებარედ მშენებარე სპორტული კომპლექსის მიმდებარედ);
ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის ბუნებრივი აირის და წყლის ქსელზე მიერთება.
|
|
3.3
|
კულტურული ღონისძიებები და ფესტივალები (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- კულტურული ღონისძიებების მართვა და ადმინისტრირება;
- ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებები;
- კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა;
- საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერა;
- კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა.
|
|
3.3.1
|
კულტურული ღონისძიებების მართვა (პროგრამული კოდი 05 03 01)
ა(ა)იპ - ბათუმის კულტურის ცენტრის დაფინანსება ქალაქში სხვადასხვა კულტურული აქტივობების ორგანიზებისა და მართვის მიზნით.
|
|
3.3.2
|
ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 03 02)
3 მარტი - დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება;
23 მარტი - 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირთა ხსოვნის დღის აღნიშვნა;
9 აპრილი -საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება;
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება;
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები;
2-3 სექტემბერი - ბათუმობის ღონისძიებები;
ქალაქის საახალწლო - სადღესასწაულო ღონისძიებები.
|
|
3.3.3
|
კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03 03)
ებრაული, აზერბაიჯანული, უკრაინული, რუსული, სომხური, იეზიტური, თურქული, ბერძნული და გერმანული ეთნიკური უმცირესობების ჯგუფის მიერ ინიცირებული პროექტების დაფინანსება.
|
|
3.3.4
|
საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 03 03)
კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი;
მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალი;
საავტორო კინოს ბათუმის XIII საერთაშორისო ფესტივალი;
ბათუმის ანიმაციური ფილმების X საერთაშორისო ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამა;
გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი.
|
|
3.3.5
|
კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 03 05)
დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით კონკურსში გამარჯვებულ პირთა დაფინანსება.
|
|
3.4
|
კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- ფოლკლორის ხელშეწყობა;
- თანამედროვე მუსიკის ხელშეწყობა;
- კლასიკური მუსიკის ხელშეწყობა;
- ხელოვანთა ხელშეწყობა;
- ა(ა)იპ - აკაკი წერეთლის სახელობის ქ. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა.
|
|
3.4.1
|
ფოლკლორის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04 01)
ა(ა)იპ - ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებული ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმის“ დაფინანსება.
|
|
3.4.2
|
თანამედროვე მუსიკის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04 01)
ა(ა)იპ - ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებული ჯაზ-ბიგ ბენდის და ჯგუფი „GEO PLANET“-ის დაფინანსება.
|
|
3.4.3
|
კლასიკური მუსიკის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04 01)
ა(ა)იპ - ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა კამერული გუნდის, სიმებიანი კვარტეტის და სასულე ორკესტრის დაფინანსება.
|
|
3.4.4
|
ხელოვანთა ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04 04)
საერთაშორისო კულტურულ პროექტებში მონაწილე პირთა დაფინანსება: იმ ხელოვანთა ხელშეწყობა, რომლებიც მოღვაწეობენ ბათუმში და სურთ მონაწილეობის მიიღება საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში (მათ შორის კონკურსებში, ფესტივალებსა თუ გამოფენებში). ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება კონკურსის წესით;
გამოფენებისა და გასტროლების ორგანიზატორთა დაფინანსება: საქართველოს მასშტაბით ჯგუფური, თუ პერსონალური გამოფენებისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და თეატრების გასტროლების ხელშეწყობა.
|
|
3.4.5
|
ა(ა)იპ - აკაკი წერეთლის სახელობის ქ. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 04 05)
მუნიციპალური ბიბლიოთეკების მართვა-ადმინისტრირება;
კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ინფორმაციული ღონისძიებები;
ბეჭდური გამოცემების შეძენა, წიგნადი ფონდის შევსება-განახლება;
ბიბლიოთეკების მატერიალურ -ტექნიკური ბაზის განახლება.
|
|
3.5
|
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება (პროგრამული კოდი 05 05)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია.
|
|
3.5.1
|
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა (პროგრამული კოდი 05 05 01)
ზუბალაშვილის ქ. №38-ში მდებარე შენობის (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის) რეაბილიტაცია.
|
|
3.6
|
ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 06)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- ახალგაზრდული ცენტრის შექმნა;
- ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერა
- სტუდენტური საზაფხულო დასაქმება.
|
|
3.6.1
|
ახალგაზრდული ცენტრი (პროგრამული კოდი 05 06 01)
ახალგაზრდული ცენტრის მართვა;
ახალგაზრდული ცენტრის მოვლა-პატრონობა;
ახალგაზრდული ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა;
შეხვედრებისა და სემინარების ორგანიზება;
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა;
შეხვედრა წარმატებულ ახალგაზრდებთან.
|
|
3.6.2
|
ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 06 02)
ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“
ინტელექტუალური მედიაპროექტი ,,ეტალონი" (I ეტაპი);
|
|
4
|
პრიორიტეტი: ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
|
|
4.1
|
ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა;
- ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია;
- ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
- მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება;
- C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგის თანადაფინანსება;
- შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო-რეაბილიტაცია;
- ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია;
- ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება;
- მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება;
- ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების განვითარება.
|
|
4.1.1
|
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 01)
ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
18 წლამდე ასაკის ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა მატერიალური დახმარება;
18 წლის ასაკის ზემოთ ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა მატერიალური დახმარება;
პარკინსონით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების დახმარება მედიკამენტების შეძენისათვის 100 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.
|
|
4.1.2
|
ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია (პროგრამული კოდი 06 01 02)
ქ. ბათუმში რეგისტრირებული 30-დან 40 წლამდე და 70 წლის ზემოთ ასაკის ქალებისათვის მამოლოგის კონსულტაცია და მამოგრაფია;
25 დან 30 წლამდე ასაკის ქალებისათვის სარძევე ჯირკვლის ელასტოგრაფია;
ქ. ბათუმში რეგისტრირებული ქალებისათვის ონკო მარკერებით გამოკვლევა; საშვილოსნოს, საკვერცხეების, მკერდის, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიებით;
60 წლის ზემოთ ასაკის ქალებისათვის საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, კოლპოსკოპია და ექოსკოპია.
|
|
4.1.3
|
ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 01 04)
ქ. ბათუმში რეგისტრირებული, შშმ სტატუსის მქონე 18 წელს გადაცილებული პირის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია (25 ბენეფიციარი).
|
|
4.1.4
|
მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურებით ისარგებლებენ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის უფასო მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარები, რომელთაც წინა წლებში (2016-2017 წწ) არ უსარგებლიათ მსგავსი მომსახურებით და ომში დაინვალიდებული და ასაკით პენსიონერი ომის ვეტერანები; ხოლო 18 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე ბავშვები ისარგებლებენ სტომატოლოგიური, ორთოპედიული და ორთოდონტიული მომსახურებით.
|
|
4.1.5
|
C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01 06)
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით ამოქმედდა "C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე" სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც C ჰეპატიტით დაავადებულ პირებს უტარდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა და დიაგნოსტირება თანადაფინანსებით: სოციალურად დაუცველ მოსახლეობას (0-70000 სარეიტინგო ქულა) 70%, ხოლო სხვა კატეგორიას - 30% ფასდაკლებით. პროგრამის ხელშეწყობისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას (0-70000 სარეიტინგო ქულამდე) სრულად დაუფინანსდება მომსახურება, ხოლო სხვა კატეგორიის მოსახლეობას დამატებით სრული ღირებულების 42 %.
|
|
4.1.6
|
შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 01 07)
შშმ სტატუსის ბავშვთა, ომის ინვალიდების და მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციარების მომსახურება (ურეკი);
ომის ვეტერანი ასაკით პენსიონერების, სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების მომსახურება (ურეკი);
ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, შშმ პირების, ომის ინვალიდების, სოციალურად დაუცველი (100 001-მდე სარეიტინგო ქულების მქონე) ხუთი და მეტი მრავალშვილიანი ოჯახების მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციარების თანმხლები პირების მომსახურება (ურეკში);
შშმ სტატუსის ბავშვთა, ომის ინვალიდების და ომის ვეტერანი ასაკით პენსიონერების, სოციალურად დაუცველი (100 001-მდე სარეიტინგო ქულების მქონე) ხუთი და მეტი მრავალშვილიანი ოჯახების ბენეფიციარების მომსახურება (წყალტუბო);
შშმ სტატუსის ბავშვთა, ომის ინვალიდების თანმხლები პირების მომსახურება (წყალტუბო);
ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების მომსახურება (წყალტუბო);
შშმ სტატუსის ბავშვთა, ომის ვეტერანი პენსიონერების, სოციალურად დაუცველი (100 001-მდე სარეიტინგო ქულების მქონე) ხუთი და მეტი მრავალშვილიანი ოჯახების, ომის ინვალიდების და თანმხლები პირების მომსახურება (ბორჯომი);
ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების მომსახურება (ბორჯომი).
|
|
4.1.7
|
ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 01 09)
ქვეპროგრამის ფარგლებში ქ. ბათუმში დაბადებულ ახალშობილებს ჩაუტარდებათ სმენის და მუკოვისციდოზის (რადგან სხვა გენეტიკური დაავადებების-ფენილკეტონურია, ჰიპოთირეოზის კვლევა ხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით) სკრინინგული გამოკვლევა;
ქ. ბათუმში რეგისტრირებულ 7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისათვის რეაბილიტაცია მულტიდისციპლინარული გუნდის ერთი ან საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე სპეციალისტის (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, საერთო ჯამში თვეში 8 მომსახურების გაწევა, აგრეთვე მშობლებისათვის ტრენინგ-სემინარების ჩატარება;
ქ. ბათუმში რეგისტრირებული 2-დან 10 წლამდე ასაკის სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ფარგლებში ქ. ბათუმში რეგისტრირებული სმენის დარღვევების მქონე 2-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს ჩაუტარდება ფსიქოლოგის და ლოგოპედის მომსახურება;
აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 2-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია და სხვა საშუალოდ 15 გაკვეთილი თვის განმავლობაში;
0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა ბავშვთა მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა.
|
|
4.1.8
|
ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 10)
ქ. ბათუმში რეგისტრირებული ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთათვის ყოველთვიური მატერიალური დახმარება 60 ლარის ოდენობით;
ლეიკემიით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირებისათვის ყოველთვიური მატერიალური დახმარება 200 ლარის ოდენობით.
|
|
4.1.9
|
მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 12)
ბენეფიციართა გეგმური ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსების ფარგლებში მომსახურება გაეწევა ქ. ბათუმში 2018 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საქართველოს შემდეგ მოქალაქეებს, რომლებიც ჩართული არიან საყოველთაო ჯანდაცვაში: №36-ე დადგენილებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახის წევრებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 100001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; მოქალაქეებს, რომელთა დახმარების საჭიროება დასტურდება ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. ასევე 165-ე დადგენილების ბენეფიციარებს ( 0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ასაკით პენსიონერებს, სტუდენტებს), რომელთაც არ აქვთ 70001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა და რომლებიც არ სარგებლობენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამებით. მათ დაუფინანსდებათ მკურნალობა გარკვეული სქემის მიხედვით. (საყოველთაო დაზღვევით განსაზღვრულ ზღვრულ ტარიფამდე).
ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ასევე ქ. ბათუმში რეგისტრირებულ ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარება (4 ბენეფიციარი, თითოეულზე არაუმეტეს 30000 ლარი).
|
|
4.1.10
|
ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების განვითარება (06 01 13)
შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ადმინისტრაციის სახელფასო დანამატი;
სამედიცინო პერსონალის სახელფასო დანამატი;
სამედიცინო პერსონალის შვებულების და ბიულეტენის ანაზღაურება;
ზაფხულის სეზონთან (3 თვე) დაკავშირებით 3 დამატებითი ბრიგადის ხარჯები;
ზამთრის სეზონთან (3 თვე) დაკავშირებით 2 დამატებითი ბრიგადის ხარჯები;
სასწრაფო დახმარების მანქანების დაზღვევის ხარჯები;
შპს ,,ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ კაპიტალის გაზრდა სასწრაფო დახმარების მანქანების (6 ერთეული) შეძენის მიზნით.
|
|
4.2
|
სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება;
- მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა;
- მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება;
- მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება;
- მუნიციპალური უფასო სასადილო;
- დროებითი ღამის თავშესაფარი;
- საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა;
მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისათვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნა;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა.
|
|
4.2.1
|
კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება (პროგრამული კოდი 06 02 01)
წყლისა და კანალიზაციის საფასურის დაფარვა (თვეში ერთ სულზე 1,85 ლარი):
§ მკვეთრად გამოხატული შშმ პირი და შშმ სტატუსის ბავშვი
§ ვეტერანი, მათთან გათანაბრებული პირი, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და მარჩენალდაკარგულები
§ 0-70000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახები (5 და მეტი შვილი), მარტოხელა დედები და მათი შვილები
დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადასახადის დაფარვა (თვეში ერთ სულზე 1,30 ლარი):
§ მკვეთრად გამოხატული შშმ პირი და შშმ სტატუსის ბავშვი
§ ვეტერანი, მათთან გათანაბრებული პირი, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და მარჩენალდაკარგულები
§ 0-70000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახები (5 და მეტი შვილი), მარტოხელა დედები და მათი შვილები
სატელეფონო-სააბონენტო გადასახადის დაფარვა (თვეში ერთ ოჯახზე 5 ლარი);
§ მკვეთრად გამოხატული შშმ პირი და შშმ სტატუსის ბავშვი
§ ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და მარჩენალ დაკარგულები
გაზიფიცირების - ბუნებრივი აირის მილგაყვანილობისა და მრიცხველის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების 90%-ს თანადაფინანსება (არაუმეტეს 360 ლარისა) ერთი წერტილის გათვალისწინებით გაზქურამდე:
§ მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ სტატუსის ბავშვები
§ ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და მარჩენალ დაკარგულები
§ 0-70000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი პირები
ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების და მარჩენალდაკარგულების თხევადი აირის ტალონით დახმარება (ყოველთვიურად 5 კგ).
|
|
4.2.2
|
მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02)
სადღესასწაულო დღეებში ვეტერანებზე (ომის მონაწილეები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები) მატერიალური დახმარების გაწევა:
§ 15 თებერვალი - სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ბრძოლებში დაინვალიდებული ვეტერანები - 300 ლარი;
§ 9 მაისი - II მსოფლიო ომის მონაწილეები და II მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 400 ლარი;
§ 27 სექტემბერი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრები და ინვალიდები - 300 ლარი;
§ ახალ წელთან დაკავშირებით - სხვა სახელმწიფო ტერიტორიაზე ბრძოლებში დაინვალიდებული ვეტერანები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრები და დაინვალიდებული ვეტერანები; II მსოფლიო ომის მონაწილეები და II მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 300 ლარი.
შვილის შეძენასთან დაკავშირებით 0-100000 სარეიტინგო სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 800 ლარის ოდენობით
ვეტერანთა (ომის მონაწილე) და სოციალურად დაუცველ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში მათ ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა 500 ლარის ოდენობით.
ეტლით მოსარგებლე შშმ სტატუსის მქონე სტუდენტების სატრანსპორტო ხარჯების სუბსიდირება.
|
|
4.2.3
|
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება (პროგრამული კოდი 06 02 03)
განსაზღვრული სოციალური კატეგორიების პირთა (მასწავლებლები, საბავშვო ბაღების და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, სტუდენტები, იძულებით გადაადგილებული პირები, ასაკით პენსიონერები, საბავშვო ბაღების და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, რომელთა ხელფასი არ აღემატება 650 ლარს თვეში) მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 50%-ით სუბსიდირება;
განსაზღვრული სოციალური კატეგორიების პირთა (ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები, ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირები, 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები, შშმ პირები, მოსწავლეები) მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 100%-ით სუბსიდირება.
|
|
4.2.4
|
მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04)
მზრუნველობას მოკლებულ პირთა დახმარება;
ბინაზე მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება.
|
|
4.2.5
|
მუნიციპალური უფასო სასადილო (პროგრამული კოდი 06 02 06)
4779 ბენეფიციარზე გათვლილი მუნიციპალური უფასო სასადილოების ადმინისტრირება და მართვა;
საკვები პროდუქტების შეძენა;
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება.
|
|
4.2.6
|
დროებითი ღამის თავშესაფარი (პროგრამული კოდი 06 02 07)
50 ბენეფიციარზე გათვლილი დროებითი ღამის თავშესაფრის ადმინისტრირება და მართვა;
ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურება;
საკვები პროდუქტების შესყიდვა;
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება.
|
|
4.2.7
|
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 06 02 08)
ბათუმის ხანდაზმულთა დღის სოციალური ცენტრისათვის დახმარების გაწევა;
ა(ა)იპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ომის, შრომის და სამხედრო ძალების ვეტერანთა გაერთიანება "ომგადახდილის'' ქალაქ ბათუმის ორგანიზაციაზე დახმარების გაწევა;
ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალურ ორგანიზაციაზე დახმარების გაწევა.
|
|
4.2.8
|
მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისათვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნა (პროგრამული კოდი 06 02 10)
სოციალურად დაუცველი შშმ და ბინაზე მოვლის საჭიროების მქონე პირებისათვის რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57.001; სამი და მეტ შვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 30.001; სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 1.001-ს პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების, ავეჯის, ტექნიკის, სოციალური დანიშნულების საქონლისა და სარემონტო მასალების შეძენა, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის რემონტი;
სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების, უდედმამო ბავშვებისა და მარტოხელა მშობლების (მარტოხელა დედა და მარტოხელა მამა) ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა;
§ 0-70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე 3-შვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება 80 ლარის ოდენობით;
§ 0-70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე 4-შვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება 100 ლარის ოდენობით;
§ 0-70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე 5 და მეტშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება 180 ლარის ოდენობით;
§ 5 და მეტშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება 150 ლარის ოდენობით;
§ უდედმამო ბავშვების ყოველთვიური დახმარება 150 ლარის ოდენობით;
§ მარტოხელა მშობლების (მარტოხელა დედა და მარტოხელა მამა) ყოველთვიური დახმარება 50 ლარის ოდენობით;
§ სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-100000 ქულის მქონე) ყოველ ერთ წლამდე ასაკის ბავშვზე ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა;
|
|
4.2.9
|
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 11)
უსინათლო შშმ პირების და ეტლით მოსარგებლე შშმ პირების გამცილებლით მომსახურება.
|
|
4.3
|
სანიტარიული ზედამხედველობა და ეპიდსიტუაციის მართვა (პროგრამული კოდი 06 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების სანიტარიული მონიტორინგი;
- დეზინსექცია-დერატიზაციის ღონისძიებები;
მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებები.
|
|
4.3.1
|
ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების სანიტარიული მონიტორინგი (პროგრამული კოდი 06 03 01)
ჩამონაბანის აღება;
კალორაჟის განსაზღვრა;
განათების კოეფიციენტის განსაზღვრა;
აუზის წყლის ქიმიურ-ბაქტეოროლოგიური კვლევა;
სილამაზის სალონებისა და სტომატოლოგიური კაბინეტების ლაბორატორიული მონიტორინგი სტერილობაზე;
სადეზინფექციო საშუალებების ქიმიური კვლევა;
კვების პროდუქტების მონიტორინგი (ბაღებში);
კვების პროდუქტების მონიტორინგი (სასადილოებში).
|
|
4.3.2
|
დეზინსექცია დერატიზაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 03 02)
მრავალსართულიანი (3 სართული და მეტი) სახლებისა და სადარბაზოების დეზინსექცია თვეში ორჯერ, მაისი-ოქტომბერი (6 თვე);
ნაგავშემკრები კონტეინერების დეზინსექცია ყოველთვიურად (12 თვე);
ქალაქის ტერიტორიის დეზინსექცია თვეში ორჯერ მაისი-ოქტომბერი (6 თვე);
ქალაქის ტერიტორიის დერატიზაცია ყოველთვიურად (12 თვე);
ერთი და ორსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, იტალიური ეზოებისა და სარდაფების დეზინსექცია თვეში ერთჯერ, მაისი-ოქტომბერი;
ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით დამუშავება, შენობა - ნაგებობების და სათავსოების გარშემო;
ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით დამუშავება, შენობა-ნაგებობებში და მათ სარდაფებში, სხვენებზე, საწყობებში, სხვა სამეურნეო და დამხმარე დანიშნულების ნაგებობებში;
ქვეწარმავლების დაჭერა, ტრანსპორტირება და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაშვება.
|
|
4.3.3
|
მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 03 03)
ცხოველების (ზრდასრული ძაღლი კატა)დაჭერა და ტრანსპორტირება ვეტერინარულ კლინიკამდე ავტომანქანით. სტერელიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაცია, დაბირკვა და საჭიროების შემთხვევაში ევთანაზია;
ბუნებრივ არეალში გაშვებული დაბირკული გასტერილებული ცხოველების ეტაპობრივი გამოყვანა ქალაქის ტერიტორიიდან და ტრანსპორტირება ვეტერინარულ კლინიკაში რევაქცინაციასთან დაკავშირებული პროცედურების ჩატარების მიზნით;
ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ცხოველების ლეშის (სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილით) დროული გამოყვანა სპეციალური ტრანსპორტით და „ბეიკერის“ ორმოში დამარხვა;
მოზარდი ცხოველების (ლეკვი, კნუტი) დაჭერა ქალაქის ტერიტორიაზე და ტრანსპორტირება თავშესაფარში (ვეტერინალური კლინიკა) მოვლა-პატრონობის და გაშვილების მიზნით.
|
|
5
|
პრიორიტეტი: ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური და სივრცითი განვითარება (პროგრამული კოდი 07 00)
|
|
|
|
|
5.1
|
ქალაქის დაგეგმარება (პროგრამული კოდი 07 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- ქალაქის განვითარების გეგმის შედგენა;
- საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.
|
|
5.1.1
|
ქალაქის განვითარების გეგმის შედგენა (პროგრამული კოდი 07 01 01)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებული გეგმარებითი დავალების შესაბამისად ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება;
ქალაქის ცალკეული უბნების განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავება.
|
|
5.1.2
|
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა (პროგრამული კოდი 07 01 02)
გზების, ქუჩებისა და ტროტუარების, საყრდენი კედლების სამშენებლო- სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
მიწისქვეშა კომუნიკაციების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
პარკების, მოედნების, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.
|
|
5.2
|
ქალაქის ეკონომიკური პროფილის გაძლიერება და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 07 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნა;
- მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების სტიმულირება;
- საერთაშორისო ბიზნესცენტრის შექმნის ხელშეწყობა;
- ეკონომიკური ფორუმების ორგანიზება
|
|
5.2.1
|
ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნა (პროგრამული კოდი 07 02 01)
ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნის საპროექტო სამუშაოები.
|
|
5.2.1
|
მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების სტიმულირება (პროგრამული კოდი 07 02 01)
დამწყები და განვითარებადი ბიზნესის ხელშეწყობა.
|
|
5.2.1
|
საერთაშორისო ბიზნესცენტრის შექმნის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 07 02 01)
საერთაშორისო ბიზნესცენტრის შექმნისა და განვითარების ბიზნესმოდელის შემუშავება.
|
|
5.2.1
|
ეკონომიკური ფორუმების ორგანიზება (პროგრამული კოდი 07 02 01)
ბათუმის მდგრადი განვითარების ფორუმი.
|
|
5.3
|
ქალაქის ფუნქციონალური პროფილის გაძლიერება და დივერსიფიკაცია (პროგრამული კოდი 07 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- ქალაქის საჭიროებებთან დაკავშირებული სტრატეგიული და სხვა ტიპის კვლევების განხორციელება.
|
|
5.3.1
|
ქალაქის საჭიროებებთან დაკავშირებული სტრატეგიული და სხვა ტიპის კვლევების განხორციელება (პროგრამული კოდი 07 03 01)
ბათუმის ქალაქწარმომქმნელი ფუნქციების ანალიზი და ამ ფუნქციების განვითარების პერსპექტივების შესწავლა;
ბათუმის ქალაქმომსახურების ფუნქციების ანალიზი და ამ ფუნქციების განვითარების პერსპექტივების შესწავლა;
ინვესტირების გეგმა, საინვესტიციო რუკა;
ქალაქის ტურისტული პოტენციალის კვლევა;
ბათუმში სოციალური და კულტურული ცენტრების განვითარების კონცეფციის მომზადება;
გარე განათების ენერგოეფექტური სისტემის დანერგვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.
|
|
5.4
|
მუნიციპალური სერვისების განვითარება (პროგრამული კოდი 07 04)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება;
- თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა;
- ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება.
|
|
5.4.1
|
ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება (პროგრამული კოდი 07 04 01)
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ბიზნესპროცესების ანალიზი, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, ერთიანი ელექტრონული სერვისების და გეოსერვისების პორტალის შექმნა;
|
|
5.4.2
|
თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა (პროგრამული კოდი 07 04 02)
ქონების პასპორტიზაცია;
ქონების აუდიტორული შეფასების დასკვნების მომზადება;
ელექტრონული აუქციონების მომსახურების შეძენა;
თვითმმართველობის საკუთრებში არსებული ქონების დაცვითი მომსახურების შესყიდვა;
ქალაქის ქონების ინვენტარიზაცია.
|
|
5.4.3
|
ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება (პროგრამული კოდი 07 04 03)
დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირება.
|
|
5.5
|
სატრანსპორტო სისტემის და სერვისის განვითარება (პროგრამული კოდი 07 05)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
- სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პარკირების სერვისის მართვა;
- მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარება.
|
|
5.5.1
|
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პარკირების სერვისის მართვა (პროგრამული კოდი 07 05 01)
ადმინისტრირება და მართვა;
|
|
5.5.2
|
მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარება (პროგრამული კოდი 07 05 02)
შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირება (საოპერაციო დეფიციტის დაფარვა);
შპს „ქ. ბათუმის ავტოტრანსპორტის“ კაპიტალის ზრდა (ველოტერმინალის ბოქსების და ვიდეოკამერების სისტემის შეძენის მიზნით).
|
|
5.5.3
|
ბათუმის ავტობუსების პროექტის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 07 05 03)
შპს „ქ. ბათუმის ავტოტრანსპორტის“ კაპიტალის ზრდა (25 ერთეული ევრო 5 დიზელის და 10 ერთეული ელექტრო ავტობუსის დამატებული ღირებულების გადასახადის თანადაფინანსების მიზნით).
|