„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №79 |
|
2018 წლის 15 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. გამწვანების პროექტი − სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტი, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს ადგილზე არსებული მწვანე ნარგავების გადარგვას ან/და საკომპენსაციო რგვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. 32-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:
„ა2) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახალი მშენებლობისას − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სატრანსპორტო და გარემოს დაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით;“.
3. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობისას, ასევე − მიწის ნაკვეთ(ებ)ზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერა და მათი ხარისხობრივი შეფასება;“.
4. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31, 32 და 33 პუნქტები:
„31. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ნებართვის მფლობელმა დადგენილი წესით ნებართვის გაცემის შემდეგ ათი დღის ვადაში, არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა საინფორმაციო დაფა, რომელიც უნდა მოიცავდეს სამშენებლო ობიექტზე კ-3 კოეფიციენტის ათვისების გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების ამსახველ ინფორმაციას, კერძოდ:
ა) კ-3 კოეფიციენტის ფართობს;
ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღს;
გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე);
დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს;
ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს;
ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობას;
ზ) შეთანხმებულ გამწვანების პროექტს, რომელიც უნდა იყოს ვიზუალურად გამოსახული მაკეტი ან/და ფოტომონტაჟი.
32. ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული საინფორმაციო დაფის მინიმალური გაბარიტია A2 ზომის ფორმატი.
33. ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული საინფორმაციო დაფა განთავსებული უნდა იყოს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელი პერიოდის განმავლობაში და მოიხსნას შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ.“.
5. 43-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, ასევე − ინფორმაცია დაგეგმილი გამწვანების შესახებ, სავარაუდო გამწვანების პროექტის აღწერით (გარდა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემისას);“.
6. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების მიზნით წარდგენილ განცხადებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, ასევე უნდა დაერთოს:
ა) ექსპერტის დასკვნა მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ;
ბ) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საკვლევი (საჭიროების შემთხვევაში − საპროექტო ტერიტორიაზე) ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით (მათ შორის, ნაკადების რაოდენობის მიმართულებების მითითებით).“.
7. 47-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ და „ნ2“ ქვეპუნქტები:
„ნ1) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, ასევე − მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტს, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს ამ დადგენილების მე-40 მუხლის 31 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას (გარდა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემისას);
ნ2) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, ასევე − საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემას საკვლევი (საჭიროების შემთხვევაში − საპროექტო ტერიტორიაზე) ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით (მათ შორის, ნაკადების რაოდენობის მიმართულებების მითითებით) და საპროექტო გადაწყვეტის ზეგავლენის შეფასებას არსებულ საკვლევ სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურაზე (გარდა 4000 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემისას);“.
|