„ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13-41 |
|
2018 წლის 16 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვალდებულია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, უზრუნველყოს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნაგებობის განთავსებისთვის/სამუშაოების წარმოებისთვის გაცემული თანხმობის პირობების დარღვევით ან ამ სამუშაოების თვითნებურად წარმოების შედეგად დამდგარი უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა (კერძოდ: დაზიანებული საფარის აღდგენა/პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა).
6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციისა და მათი საფასურის განმსაზღვრელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური დამრღვევს დააკისრებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.“.
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა დაადგენს ოქმს.“.
3. მე-4 მუხლი პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ჩაჭრილ სწორკუთხოვან ნაწიბურებზე, მისი გასუფთავების შემდეგ, მოეწყოს თვითწებვადი ბიტუმის ლენტი, ან დამუშავდეს თხევადი მოდიფიცირებული ბიტუმით. ამის შემდეგ, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა მოეწყოს ასფალტის საფარი არსებული კონსტრუქციის შესაბამისად, ფენებს შორის 250-350 გრ/მ2 ბიტუმის ემულსიის მოსხმით.“
|