„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13-39 |
|
2018 წლის 16 თებერვალი ქ. თბილისი |
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513 მუხლით, 533 მუხლით, 55-ე მუხლით, 552 მუხლით, 553 მუხლით, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 150-ე მუხლით, 1501 მუხლით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 152-ე მუხლით, 1522 მუხლით, 1534 მუხლით, 159-ე მუხლით, 1591 მუხლით, 1735 მუხლითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნაწილში საარჩევნო პლაკატების უკანონოდ ჩამოხსნის, ჩამოხევის, დაფარვის ან დაზიანების დარღვევებზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება აქვთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეებს.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513 მუხლით, 533 მუხლით, 55-ე მუხლით, 552 მუხლით, 553 მუხლით, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 150-ე მუხლით, 1501 მუხლით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 152-ე მუხლით, 1522 მუხლით, 1534 მუხლით, 159-ე მუხლით, 1591 მუხლით და 1735 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, ასევე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნაწილში საარჩევნო პლაკატების უკანონოდ ჩამოხსნის, ჩამოხევის, დაფარვის ან დაზიანების სამართალდარღვევებზე.“.
|