„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№86
სარეგისტრაციო კოდი
380050000.10.003.020401
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №86

2018 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა (შემდგომში – ლიცენზიის გამცემი) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წიაღის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.“.

2. მე-3 მუხლში:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა ან/და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიშვება მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე, გარდა კანონმდებლობით ან/და ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულების 31 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით, ხოლო თუ აღნიშნული აუქციონის შედეგად არ მოხდა შესაბამისი ლიცენზიის გაცემა, მაშინ დასაშვებია მისი გამოცხადება ელექტრონული ფორმის გარეშე. ელექტრონული ფორმით აუქციონი ტარდება სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდ www.eauction.ge-ის მეშვეობით:

ა) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით.“;

ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არსებობს ლიცენზიის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიმართავს საქართველოს მთავრობას, აუქციონის გამოცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღების მიზნით.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მიღების მიზნით ლიცენზიის გამცემს ავტომატური მართვის საშუალებით – ელექტრონული პროგრამის მეშვეობით წარუდგენს:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:

ა.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების შესახებ;

ა.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების  ასლებს;

ა.გ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობისას – კერძო საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტსა და მესაკუთრის თანხმობას ლიცენზიის გაცემის თაობაზე. თანხმობა წარდგენილი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული ფორმით;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:

ბ.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სავარაუდო სახეობის, სავარაუდო ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;

ბ.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლებს.“;

დ)  61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კონტინენტური შელფის ნაწილზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში, რომლის მარაგების თაობაზე სააგენტოს არ გააჩნია  ინფორმაცია, ლიცენზიის მაძიებელი, ლიცენზიის მიღების მიზნით, ავტომატური მართვის საშუალებით – ელექტრონული პროგრამის მეშვეობით  სააგენტოს წარუდგენს:

ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სავარაუდო სახეობის, სავარაუდო ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;

ბ) სალიცენზიო ობიექტისა და სამთო მინაკუთვნის კონტურის სავარაუდო X და Y კოორდინატებისა და ფართობის მონაცემებს;

გ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების  ასლებს.“;

ე)  დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი:

„141. ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია.“.

3. 3მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის ლიცენზიის მაძიებელი, ლიცენზიის პირდაპირი წესით მიღების მიზნით, სააგენტოს ავტომატური მართვის საშუალებით – ელექტრონული პროგრამის მეშვეობით წარუდგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის მიღების შესახებ:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით.“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის, ლიცენზიის პირდაპირი წესით მისაღებად, ავტომატური მართვის საშუალებით – ელექტრონული პროგრამის მეშვეობით  შევსებულ განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:

ა.ა) მონაცემები მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;

ა.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს რეესტრიდან ამონაწერები, ფიზიკური პირის შემთხვევაში – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების ასლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში – სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლები;

ა.გ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობისას – კერძო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და მესაკუთრის თანხმობა ლიცენზიის გაცემის თაობაზე ნოტარიულად დამოწმებული ფორმით;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:

ბ.ა) მონაცემები მოსაპოვებელი რესურსის სავარაუდო სახეობის, სავარაუდო ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;

ბ.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს რეესტრიდან ამონაწერები, ფიზიკური პირის შემთხვევაში – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში – სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლები.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) 12 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ლიცენზიის გამცემს. მრიცხველზე ლუქის ახსნა-დადება ხორციელდება ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით;“;

ბ)  12 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)  ლუქის ახსნა-დადება და შესაბამისი აქტის შედგენა ხორციელდება:

ე.ა) რეგულირების საფასურის გადამხდელთა სალიცენზიო ობიექტებზე – ლიცენზიის გამცემი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ;

ე.ბ)  ყველა სხვა  შემთხვევაში – ლიცენზიის მფლობელის მიერ;“;

გ) 12  პუნქტის “ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ამ პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლუქის ახსნის/დადების პროცესის ამსახველი დოკუმენტაცია წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს მისი განხორციელებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. დოკუმენტაცია მოიცავს ფოტომასალას ჭაბურღილის, ჭის ან/და წყაროს X და Y კოორდინატების მითითებით, ფოტოზე ასევე დატანილი უნდა იყოს მოქმედების განხორციელების თარიღი;“;

დ) 14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი სალიცენზიო პირობები ასევე შესაძლებელია, უკავშირდებოდეს გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსების ვალდებულებას. ამგვარი ვალდებულების განსაზღვრისას ლიცენზიის მაძიებლის არსებობის შემთხვევაში საჭიროა მისი წინასწარი თანხმობა, ხოლო ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას – ლიცენზიის მფლობელის წინასწარი თანხმობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ღონისძიების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში იქმნება საბჭო, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“;

ე)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს ლიცენზიის გამცემი.“.

5. 71 მუხლის:

) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ დებულების მე-3 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გაცემულ ლიცენზიაში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის მითითების მიზნით ლიცენზიაში ცვლილება შეტანილ უნდა იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებიდან  არაუგვიანეს 30 კალენდარული  დღისა.“;

) მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილია სამინისტროსა და ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში.“;

) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული სარეზერვო ჭაბურღილის ფორსმაჟორულ სიტუაციაში (რაც გულისხმობს კონკრეტულ ტერიტორიაზე სტიქიურ მოვლენას (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა ან სხვა მსგავსი მოვლენა), აგრეთვე ისეთ კრიზისულ ვითარებას, რომელიც გამოწვეულია კატასტროფით, მასშტაბური სამრეწველო ავარიით ან/და ხანძრით და რომლის შედეგია მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობების დარღვევა) გამოყენების შემთხვევაში, ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ლიცენზიის გამცემს ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო დღის ბოლომდე. ფორსმაჟორული სიტუაციის დასრულების შემდგომ ლიცენზიატი უფლებამოსილია, განახორციელოს მიწისქვეშა წყლის ან/და ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვება სარეზერვო ჭაბურღილიდან მხოლოდ ამ მუხლის მე-11-მე-12 პუნქტებით დადგენილი პროცედურის გავლის შემდგომ. ასეთ შემთხვევაში, ლიცენზიატზე აგრეთვე ვრცელდება ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი ვალდებულებები.“.

6. 74 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით დაფინანსებული პროექტების განსახორციელებლად, მშენებლობის, ნაპირფორმირების პროცესების მართვის და/ან მდინარეთა რეგულირების მიზნით, აგრეთვე გრანტით დაფინანსებული საგანმანათლებლო მნიშვნელობის პროექტების განსახორციელებლად;“.

7. 75 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულ ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოებში ლიცენზიის გაუქმების თაობაზე შესაბამის შუამდგომლობას აყენებს სააგენტოს სტრუქტურაში არსებული, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ქვედანაყოფი.“;

) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გადაუდებლობის შემთხვევის არსებობისას, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ საკითხის დაყენების შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში შევსებულ განცხადებასთან ერთად ელექტრონული ფორმით წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ და ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის თაობაზე, რომლის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს.“.

8. 78 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანო ლიცენზიის გამცემს კვარტალში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას ამ მუხლის საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების (მათ შორის, მოპოვებული და გაცემული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის) შესახებ.“.

9. მე-8 მუხლის:

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობის გარეშე დაუშვებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა იმ ტერიტორიებზე, რომელთა კოორდინატებიც,  ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ‑სამართლებრივი აქტით.“;

ბ) მე-3 და 51 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
გარდამავალი დებულება

ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის განმავლობაში დასაშვებია „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-6 და 61 პუნქტებით, 31 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებითა და 75 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენა როგორც ავტომატური მართვის საშუალებით – ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ასევე მის გარეშე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი