„კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.149.016362
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №9

2018 წლის 16 თებერვალი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/12/2017; 190040000.35.149.016350) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა)დადგენილებით დამტკიცებული წესის პრეამბულაში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კაპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების წესი

ეს წესი განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე  რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე კასპის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის, 1-ლი პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.   ცერებრალური დამბლით; ტეტრაპლეგიით; ერბ-შარკო-შტრუმპელის ოჯახური სპასტიკური პარაპლეგიით; არასრული ოსტეოგენეზით; კახექსია მძიმე ფორმით;  აუტიზმით; დაუნის სინდრომით; გონებრივი ჩამორჩენილობით; სმენის ორმხრივი დაქვეითებით III ხარისხიდან; ეპილეფსიით; ფენილკეტონურიით; ცელიაკიით; ჰიდროცეფალიით; მიკროცეფალიით; სპინალური ამიოტროფიით; სპინო-ცერებრალური ატაქსიით; ცერებრო-სპინალური ფორმით; სპონდილოართრიტით; ორმხრივი ნეოართროზით და  სისტემური დაავადებებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები)   დაავადებულ პირებზე სოციალური  დახმარება გაიცემა ერთჯერადად 400 ლარის ოდენობით;“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. მარტოხელა მშობლის დახმარება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და  მცხოვრებ მარტოხელა მშობელს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და  მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით.

2.  მუნიციპალიტეტის მერიაში  წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)  პირადობის მოწმობა;

გ) შვილების დაბადების მოწმობები და  არასრულწლოვანის რეგისტრაციის  ბარათი (ან პირადობის მოწმობა);

დ) განმცხადებლის  საბანკო ანგარიში;

ე)  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია დახმარების მიმღები ოჯახის წევრების და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

ვ)  სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო  რეესტრის სამსახურიდან (დეპარტამენტი) გადაწყვეტილება მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედა, მარტოხელა მამა) სტატუსის დადგენასთან დაკავშირებით;

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით დახმარების მიმღები ვერ ისაგებლებს ამ წესის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული დახმარებით.“;

დ)  დადგენილებით დამტკიცებული წესის 22-ე მუხლის, მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა;“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლის, მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში გარდაცვლილის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა;“;

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.02.2018.
როდის იქნა მიღებული „კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.02.2018. მიმღები ორგანო — კასპის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.149.016362.
რამდენი მუხლისგან შედგება „კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.02.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №9, 16.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016362 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4066892/