„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2018 წლის 19 თებერვალი ქ. ბოლნისი |
1. დანართი №1-ის 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება
1. 2017-2018 წლებში სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარელებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. დაზარალებულ ოჯახებს 500 (ხუთასი) ლარამდე ზარალი აუნაზღაურდებათ სრულად. ხოლო 500 (ხუთასი) ლარის ზემოთ, მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა.
2. სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელზე, საქონლის სადგომზე, საქონლის საკვებსა (თივა) და საკვების შესანახ თავლაზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
3. მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელზე, აგრეთვე საქონლის სადგომზე მიყენებული ზარალის შემთხვევაში, დაზარალებულ ოჯახებს ზარალი აუნაზღაურდებათ მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარისა, ხოლო საქონლის საკვებზე (თივა), აგრეთვე საკვების (თივა) შესანახ თავლაზე მიყენებული ზარალის შემთხვევაში – არაუმეტეს 500(ხუთასი) ლარისა.“.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან;
დ) აუდიტის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ;
ე) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.
5. ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტის დასკვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა აღემატება 500 ლარს.
6. იმ შემთხვევაში, თუ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ზარალის ანაზღაურება, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია მოხდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე.
7. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე ფულადი დახმარების გაცემის შემთხვევაში ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას მიზნობრივად გახარჯოს მუნიციპალიტეტისგან მიღებული ფულადი დახმარება, რის შესახებაც ბენეფიციარს, მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს შორის ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.02.2018.
- როდის იქნა მიღებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 19.02.2018. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.158.016415.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.02.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №12, 19.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016415 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4067472/