„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2018 წლის 19 თებერვალი ქ. ბოლნისი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მესამე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 513, 533, 55, 552, 553, 150, 1501, 151-ე, 152, 1522, 1534, 1591 მუხლებით და საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით აგზავნის განსჯად სასამართლოში;
გ) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1191, 1461, 148-ე მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი განიხილავს საქმეებს და შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითარი) გამოყენებით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მეექვსე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ.ვ“ და „ლ.რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
|