ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 20.02.2018
გამომცემი ორგანო ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
ნომერი №ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის
დასახელება
სარეგისტრაციო კოდი 300380000.25.017.016012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.02.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| 1 | 2 |
| სააგენტოს უფროსი გიორგი ტატიშვილი | სააგენტოს უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი - „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე „რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
საჯარო სამართლის იურიდიული პირის
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის
ბრძანება №11/011
2018 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-5 პუნქტისა, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის №93 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი“ დანართებთან ერთად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 1🔗.
წესის მიზანი და მოქმედების სფერო
1.
წესის მიზანია ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის განსაზღვრა.
2.
ამ წესის მოქმედება ვრცელდება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართის მე-10, 23, 24 და 25-ე პუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელებზე.
მუხლი 2🔗.
ანგარიშგების ფორმა
1.
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის გადამხდელი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) წარუდგინოს ანგარიშგება მატერიალური სახით ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.
2.
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის გადამხდელმა ანგარიშგების მომზადებისას უნდა იხელმძღვანელოს ანგარიშგების ფორმის შევსების ინსტრუქციით (დანართი №2).
მუხლი 3🔗.
ანგარიშგების წარდგენის ვადები
1.
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის გადამხდელი პირი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს რეგულირების საფასურის ანგარიშგება კანონმდებლობით დადგენილი რეგულირების საფასურის გადახდიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
2.
თუ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წარდგენის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადა გრძელდება მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე.
მუხლი 4🔗.
ანგარიშგების წარდგენის პროცედურა
1.
ანგარიშგებას რეგულირების საფასურის გადამხდელი წარადგენს სრულად, ფორმაში ასახული ყველა მონაცემის მითითებით.
2.
ანგარიშგების ფორმაში მითითებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია რეგულირების საფასურის გადამხდელი.
3.
რეგულირების საფასურის გადამხდელი უფლებამოსილია მის მიერ წინა საანგარიშო პერიოდში ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ანგარიშგებით წარდგენილი პირველადი მონაცემების დაზუსტება განახორციელოს სსიპ – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსათვის რეგულირების საფასურის დაზუსტებული ანგარიშგების წარდგენის გზით, პირველადი მონაცემების წარდგენიდან 12 თვის განმავლობაში.სააგენტოს უფროსიგიორგი ტატიშვილი
დანართი №1
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმა
გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი .....................................
ლიცენზიის ნომერი და მოქმედების ვადა ..........დან .....მდე...
გაანგარიშების სახე: პირველადი ან დაზუსტებული
საანგარიშო პერიოდი: კვარტალი ......
ანგარიშგების წარმოდგენის თარიღი .........
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის
დასახელება
ზომის ერთეული
(ტ.,1000 მ3 )
საანგარიშო პერიოდში მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობა (რაოდენობა) და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების შედეგად განხორციელებული საქმიანობის მოცულობა
რეგულირების საფასურის დადგენილი განაკვეთის ოდენობა გადასახდელი
რეგულირების საფასურის თანხა
ჯამი
1
2
3
4
5
6
გაანგარიშებაში მოცემული მონაცემების სისწორეს ვადასტურებ
(უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი):--------------------------------------------------------------------------------
დანართი №2
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობისთვის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობისათვის რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის შევსების ინსტრუქცია
1. საანგარიშო პერიოდი:
ა) საანგარიშო პერიოდი არის კვარტალი და მიეთითება შესაბამისი კვარტალის ნომერი (I, II, III ან IV). მაგალითად: გაანგარიშება არის III კვარტალის, შესაბამის სტრიქონში მიეთითება „კვარტალი“ III.
2. რამდენიმე ლიცენზიის ფლობის შემთხვევაში, პირის მიერ გაანგარიშების წარმოდგენა ხდება თოთოეულზე ცალ-ცალკე.
3. პირის მიერ ანგარიშგების წარდგენისას ინიშნება პირველადი ან დაზუსტებული, შესაბამისი სიტყვის ქვეშ ხაზის გასმით.
4. პირველ სვეტში აისახება იმ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის დასახელება, რომელზეც ხდება რეგულირების საფასურის გადახდა.
5. მე-2 სვეტში აისახება ზომის ერთეული ნავთობისა და გაზის რესურსის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახეობათა მიხედვით, რომლითაც განისაზღვრება ლიცენზიანტის რეგულირების საფასურის ოდენობა (ტონა,1000 მ3 );
6. მე-3 ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობისთვის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი ასახავს მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობას (რაოდენობას) და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების შედეგად განხორციელებული საქმიანობის მოცულობას – რაოდენობას (გადამუშავებული – კომპაუნდირებული ან/და ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობა).
შენიშვნა: მოპოვებული თუ კვარტალურად მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობა აღემატება ნავთობისა და გაზის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას (თანაბარ ნაწილებად), რეგულირების საფასურის ოდენობა აისახება კვარტალში ფაქტობრივად მოპოვებული ნავთობისა და გაზის ოდენობის მიხედვით.
7. მე-4 სვეტში აისახება რეგულირების საფასურის განაკვეთი, რომელიც კანონის მიხედვით განსაზღვრულია პირველ სვეტში მოცემული რეგულირების საფასურის გადახდას დაქვემდებარებული ობიექტისათვის.
8. მე-5 სვეტში აისახება გადასახდელი რეგულირების საფასურის თანხა.
შენიშვნა: გადამხდელი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს მოპოვებული ნავთობისა და გაზის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახეობათა მიხედვით სვეტი 3 X სვეტი 4.
9. მე-6 სვეტში აისახება რეგულირების საფასურის ჯამური რაოდენობა.