ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება №11/011 |
|
2018 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი |
1. დამტკიცდეს „ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი“ დანართებთან ერთად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
დანართი №1
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმა გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი ..................................... ლიცენზიის ნომერი და მოქმედების ვადა ..........დან .....მდე... გაანგარიშების სახე: პირველადი ან დაზუსტებული საანგარიშო პერიოდი: კვარტალი ...... ანგარიშგების წარმოდგენის თარიღი .........
გაანგარიშებაში მოცემული მონაცემების სისწორეს ვადასტურებ (უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი):-------------------------------------------------------------------------------- დანართი №2 ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობისთვის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობისათვის რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის შევსების ინსტრუქცია 1. საანგარიშო პერიოდი: ა) საანგარიშო პერიოდი არის კვარტალი და მიეთითება შესაბამისი კვარტალის ნომერი (I, II, III ან IV). მაგალითად: გაანგარიშება არის III კვარტალის, შესაბამის სტრიქონში მიეთითება „კვარტალი“ III. 2. რამდენიმე ლიცენზიის ფლობის შემთხვევაში, პირის მიერ გაანგარიშების წარმოდგენა ხდება თოთოეულზე ცალ-ცალკე. 3. პირის მიერ ანგარიშგების წარდგენისას ინიშნება პირველადი ან დაზუსტებული, შესაბამისი სიტყვის ქვეშ ხაზის გასმით. 4. პირველ სვეტში აისახება იმ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის დასახელება, რომელზეც ხდება რეგულირების საფასურის გადახდა. 5. მე-2 სვეტში აისახება ზომის ერთეული ნავთობისა და გაზის რესურსის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახეობათა მიხედვით, რომლითაც განისაზღვრება ლიცენზიანტის რეგულირების საფასურის ოდენობა (ტონა,1000 მ3 ); 6. მე-3 ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობისთვის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი ასახავს მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობას (რაოდენობას) და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების შედეგად განხორციელებული საქმიანობის მოცულობას – რაოდენობას (გადამუშავებული – კომპაუნდირებული ან/და ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობა). შენიშვნა: მოპოვებული თუ კვარტალურად მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობა აღემატება ნავთობისა და გაზის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას (თანაბარ ნაწილებად), რეგულირების საფასურის ოდენობა აისახება კვარტალში ფაქტობრივად მოპოვებული ნავთობისა და გაზის ოდენობის მიხედვით. 7. მე-4 სვეტში აისახება რეგულირების საფასურის განაკვეთი, რომელიც კანონის მიხედვით განსაზღვრულია პირველ სვეტში მოცემული რეგულირების საფასურის გადახდას დაქვემდებარებული ობიექტისათვის. 8. მე-5 სვეტში აისახება გადასახდელი რეგულირების საფასურის თანხა. შენიშვნა: გადამხდელი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს მოპოვებული ნავთობისა და გაზის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახეობათა მიხედვით სვეტი 3 X სვეტი 4. 9. მე-6 სვეტში აისახება რეგულირების საფასურის ჯამური რაოდენობა. |