📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2018
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016313
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,848 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 14.08.2020 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 20.11.2017 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 25.01.2018 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 09.09.2022 ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 03.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №15 2018 წლის 20 თებერვალი ქ. დმანისი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრატრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების” სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №38 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/12/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016286). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი დანართი №1 დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური 1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს დმანისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის წინადადებებისა და პროგრამების შემუშავებას და მათ განხორციელებას, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას. 2. სამსახურის მისამართია: ქ. დმანისი წმინდა, ნინოს ქ. №41. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები. თავი II სამსახურის საქმიანობა მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: ა) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე; გ) დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვა სამსახურებთან ერთად მონაწილეობის მიღება ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში; დ) დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება; ე) დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების, მშენებლობის ნებართვის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერის მიერ ბრძანების გაცემის და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათში ცვლილებების შეტანის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადება; ვ) არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება; ზ) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება; თ) დმანისის მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიების რეკრეაციული სივრცეების, გამწვანებული ტერიტორიების, გზების, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომების და ა.შ. დაგეგმარების ორგანიზება; ი) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში არსებული მდგომარეობის კონტროლი და ამისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების ათვისება; კ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ლ) დმანისის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება; მ) დმანისის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების (მათ შორის – მონუმენტურ-დეკორატიული), მცირე არქიტექტურის ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმებისა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა; ნ) გარე განათების და მხატვრული მინათების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა; ო) კორესპონდენციის, საჩივრებისა და მიმართვების განხილვა; პ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამედროვე სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ჟ)მშენებლობის ინდუსტრიალიზაციის დონის, წარმოების ტექნოლოგიის სრულყოფის, მასალებისა და კონსტრუქციების ახალი სახეობების დანერგვის ორგანიზება; რ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირისგან ინფორმაციის მიღება; ს) საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, შესაბამისი ორგანოს სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევის უზრუნველყოფა; ტ) მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და შესაბამისი დოკუმენტის პროექტის მომზადება; უ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის  უფლებები  და მოვალეობები 1. ამ  დებულებით  და  კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახური არქიტექტურის მიმართულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაგეგმვა-ორგანიზებაში, საპროექტო შესყიდვისათვის ტექნიკური დავალებების მომზადებასა და საპროექტო გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღებას; ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განცხადებების განხილვას; განცხადების დანართზე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ ვადებში პასუხის მომზადებას;მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას და დამტკიცებისათვის დასკვნის მომზადებას; გ) I კლასის სანებართვოდ შემოსული დოკუმენტაციის განხილვას; I კლასის სანებართვო განცხადების დანართზე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ ვადებში პასუხის მომზადებას; I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის განხორციელების შესაძლებლობის წერილობით დადასტურებას; დ) II, III და IV კლასის შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის შემოსული განაცხადების განხილვას; არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის შემოსული განცხადების დანართზე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ ვადებში პასუხის მომზადებას; არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემისათვის დასკვნისა და სამშენებლო სანებართვო მოწმობის მომზადებას; ე) IV კლასის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში კანონის მოთხოვნისამებრ ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ჩართულობას; ვ) კანონის შესაბამისად V კლასის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მონაწილეობას; ზ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას; თ) გაცემული ნებართვების შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის; ი) დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატურ კოორდინაციას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით; კ) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოებისთვის წერილობით მიმართვის ტექსტის შედგენას; ლ) სამსახურის საქმისწარმოების ორგანიზებას, დოკუმენტბრუნვის პროცესის მართვას; მ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირება); ნ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ო) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოქალაქეებისთვის კონსულტაციის გაწევას; პ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას და ანალიზს; ჟ) სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვას, პასუხების მომზადებას; რ) სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას; ს) სამსახურის ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოებას და მომზადებას; ტ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 2. ამ  დებულებით  და  კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახური  საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზისა და მონიტორინგის  მიმართულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზებას და მონიტორინგს; ბ) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სხვადასხვა ერთჯერადი გადაუდებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დეფექტური აქტების შედგენას; გ) დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუციო ობიექტების ადგილზე შესწავლას (საჭიროების შემთხვევაში არსებული კომუნიკაციების გამოკვლევას, ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების აზომვას და ფოტოფიქსაციას); დ) დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტების ადგილზე შესწავლის შემდგომ ბიუჯეტში ასახვისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრას (საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრას); ე) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად მოსამზადებელი ღონისძიებების ორგანიზებას და გატარებას (იმ ორგანიზაციების განსაზღვრას, რომელთაგან მოსაპოვებელია ტექნიკური პირობები, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ობიექტების განხორციელებისა და შემდგომი ექსპლუატაციისათვის); ვ) საჭიროების მიხედვით სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ტექნიკური პირობების მისაღებად დოკუმენტაციის მომზადებას; ზ) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო შესყიდვისათვის ტექნიკური დავალებების მომზადებას; თ) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების მომზადებას (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ); ი) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში წერილის მომზადებას შემსრულებელი ორგანიზაციისათვის, ხარვეზებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მითითებით; კ) საჭიროების შემთხვევაში საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზაზე გადაცემას; ლ) საპროექტო დოკუმენტაციის დადგენილი წესით დამტკიცებისათვის დოკუმენტის მომზადებას (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწინებით); მ) მშენებლობის პროცესში საპროექტო ორგანიზაციასთან ურთიერთობას (ურთიერთშეთანხმების ოქმები და მიწერილობები); ნ) აშენებული-რეაბილიტირებული-რეკონსტრუირებული ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცედურებში მონაწილეობის მიღებას; ო) 2013 წლის 7 თებერვლის საქართველოს მთავრობის №23 დადგენილების შესაბამისად, დოკუმენტაციის დამუშავებას და ფორმა №1-ისა და ფორმა №2-ის შევსება-გაგზავნას; პ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღებას საბიუჯეტო გეგმების, მიზნობრივი პროგრამებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების ფორმირებაში; ჟ) სამსახურის მიერ შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს და მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციების და ცნობების მომზადებას; რ) დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატურ კოორდინაციას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით; ს) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოებისთვის წერილობით მიმართვას. 3. ამ  დებულებით  და  კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახური მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული მშენებლობის მონიტორინგის მიმართულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სარეკონსტრუქციო ობიექტების ადგილზე შესწავლას; ბ) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო შესყიდვისათვის ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას; გ) სამსახურის მიერ დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუციო სამუშაოების მოსამზადებელი ღონისძიებების ორგანიზება-მონიტორინგს; დ) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესის ზედამხედველობის განხორციელებას, ხარვეზის გამოვლენას, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვას და განხორციელებას; ე) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გასატარებლად დოკუმენტაციის მომზადებას; ვ) მშენებლობის პროცესში სამშენებლო ორგანიზაციასთან ურთიერთობას (ურთიერთშეთანხმების ოქმები და მიწერილობები); ზ) სამსახურის მიერ განხორციელებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიღება-ჩაბარების მომზადებას (მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, მიწოდების ვადებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ); თ) საჭიროების შემთხვევაში მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპერტიზაზე გადაცემას; ი) აშენებული-რეაბილიტირებული-რეკონსტრუირებული ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცედურებში მონაწილეობის მიღებას; კ) 2013 წლის 7 თებერვლის საქართველოს მთავრობის №23 დადგენილების შესაბამისად, დოკუმენტაციის დამუშავება და ფორმა №1-ისა და ფორმა №2-ის შევსება-გაგზავნაში მონაწილეობის მიღებას; ლ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღებას საბიუჯეტო გეგმების, მიზნობრივი პროგრამებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების ფორმირებაში; მ) სამსახურის მიერ შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს და მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციების და ცნობების მომზადებას; ნ) დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატურ კოორდინაციას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით; ო) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოებისთვის წერილობით მიმართვას. თავი III სამსახურის მართვა მუხლი 5🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მუხლი 6🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; გ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; თ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ი) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას; კ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას; ლ) ასრულებს შესაბამისი სამსახურის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 2. ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს. თავი IV საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები მუხლი 7🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით. მუხლი 8🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) ვალდებული არიან შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას. მუხლი 9🔗. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და  თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს მერი. 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერის წარდგინებით, განსაზღვრავს საკრებულო. თავი V დასკვნითი დებულებანი მუხლი 10🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.