ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №33/04
სარეგისტრაციო კოდი 220010080.18.011.016280
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,759 სიტყვა · ~9 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
ორგანიზებული ბაზარი
სავაჭრო სისტემა, რომელიც ფინანსურ ინსტრუმენტებზე ტრანზაქციის განხორციელების მსურველ პირებს აძლევს შესაძლებლობას დაუკავშირდნენ ერთმანეთს ამ სისტემის საშუალებით და დადონ მათთვის სასურველი გარიგება
მუხლი 2
აღიარებული ორგანიზებული ბაზარი
ორგანიზებული ბაზარი ან მისი სეგმენტი, რომელიც აღიარებულია ასეთად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად
მუხლი 2
მმართველი ორგანო
იურიდიული პირის სამეთვალყურეო საბჭო, ან მისი არარსებობის შემთხვევაში დირექტორთა საბჭო
მუხლი 2
სავაჭროდ დაშვება
ამ წესის მიზნებისთვის, ფინანსური ინსტრუმენტის დაშვება ორგანიზებული ბაზრის სავაჭრო სისტემაში. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 21.07.2020 ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 86% 28.05.2021 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 86% 30.12.2025 საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 86% 02.02.2021 ინსაიდერული ვაჭრობის, ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნებისა და ბაზრის მანიპულაციასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 85% 07.10.2020

დოკუმენტის ტექსტი

ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №33/04 2018 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 52-ე მუხლის,  67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ​1-უ​3“ ქვეპუნქტების, 98​1 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ​1-მ​3“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესი“ დანართთან ერთად (დანართი №1). მუხლი 2🔗 ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისა და ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესი  (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესის მიზნებისთვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: ა) ორგანიზებული ბაზარისავაჭრო სისტემა, რომელიც ფინანსურ ინსტრუმენტებზე ტრანზაქციის განხორციელების მსურველ პირებს აძლევს შესაძლებლობას დაუკავშირდნენ ერთმანეთს ამ სისტემის საშუალებით და დადონ მათთვის სასურველი გარიგება; ბ) აღიარებული ორგანიზებული ბაზარიორგანიზებული ბაზარი ან მისი სეგმენტი, რომელიც აღიარებულია ასეთად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად; გ) მმართველი ორგანო – იურიდიული პირის სამეთვალყურეო საბჭო, ან მისი არარსებობის შემთხვევაში დირექტორთა საბჭო; დ) სავაჭროდ დაშვება – ამ წესის მიზნებისთვის, ფინანსური ინსტრუმენტის დაშვება ორგანიზებული ბაზრის სავაჭრო სისტემაში. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 3🔗. ორგანიზებულ ბაზრად აღიარება 1. აღიარებული ორგანიზებული ბაზრის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ლიცენზირებულ საფონდო ბირჟას, მის სეგმენტს ან სხვა ორგანიზებულ ბაზარს. 2. აღიარებული ორგანიზებული ბაზრის სტატუსის მინიჭების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს. 3. აღიარებული ორგანიზებული ბაზრის რეგულირებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომლის მიზანია უზრუნველყოს აღიარებული ორგანიზებული ბაზრის საქმიანობის წინამდებარე წესითა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობით  გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა მათ შორის ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად. 4. ორგანიზებული ბაზარი აღიარების მიღების მიზნით (აღიარების მაძიებელი) საქართველოს ეროვნულ ბანკში წარადგენს: ა) დანართი №1-ით განსაზღვრულ განაცხადს (შემდგომში – განაცხადი); ბ) მმართველი ორგანოს წევრების ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის  მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელ ინფორმაციას; გ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ წესებს, პოლიტიკას, მეთოდოლოგიას და პროცედურებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განცხადის და ინფორმაციის განხილვისას საქართველოს ეროვნული ბანკი ამოწმებს აღიარებლის მაძიებლის შესაბამისობას ამ წესით განსაზღვრულ აღიარებული ორგანიზებული ბაზრის მიმართ დაწესებულ მოთხოვნებთან. 6. საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს განაცხადს და 30 კალენდარული დღის ვადაში აღიარების მაძიებელს აცნობებს: ა) თანხმობას იმის შესახებ, რომ ის აღიარებულ იქნა ორგანიზებულ ბაზრად; ან ბ) დასაბუთებულ უარს; ან გ) იმ შემთხვევაში, თუ აღიარების მაძიებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არაზუსტი ან არასრულია, მოთხოვნას დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. ამ შემთხვევაში 30 კალენდარული დღე აითვლება შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში წარმოდგენიდან.  7. თუ აღიარების მაძიებელს, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკისგან არ მიეწოდა ინფორმაცია წერილობით, 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ აღიარების მაძიებელი მიიჩნევა აღიარებულ ორგანიზებულ ბაზრად. 8. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარი თქვას, იმ შემთხვევაში, თუ: ა) აღიარების მაძიებლის მიერ წარდგენილი განაცხადი და თანდართული ინფორმაცია არასრულყოფილი ან არაზუსტია და აღიარების მაძიებელი ვერ უზრუნველყოფს ან უარს ამბობს წარადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია დადგენილ ვადაში; ბ) აღიარების მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ პირობებს. 9. იმ შემთხვევაში, თუ აღიარების მაძიებელი განაცხადის წარდგენის მომენტში ვერ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ ყველა პირობას, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აღიარების მაძიებელს მიანიჭოს აღიარებული ორგანიზებული ბაზრის სტატუსი იმ პირობით, რომ ის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში დააკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ პირობებს ეტაპობრივად ან სრულად. მუხლი 4🔗. მოთხოვნები მმართველი ორგანოს წევრების მიმართ 1. აღიარებული ორგანიზებული ბაზრის/აღიარების მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრები უნდა სარგებლობდნენ კარგი რეპუტაციით და  უნდა გააჩნდეთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ შეძლონ აღიარებული ორგანიზებული ბაზრის ეფექტური მართვა და მისი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; 2. აღიარებული ორგანიზებული ბაზრის/აღიარების მაძიებლის მმართველი ორგანოს ყველა წევრი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა)  გააჩნდეს საფინანსო, იურიდიულ ან სხვა შესაბამის სფეროში განათლება და მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ბ) მოახდინოს იმ გარემოებების იდენტიფიკაცია და მმართველი ორგანოსთვის გამჟღავნება, რომლებიც შესაძლოა გახდეს ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი და საფრთხე შეუქმნას მის დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას  მოვალეობების შესრულებისას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, აღიარებული ორგანიზებული ბაზრის/აღიარების მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრმა უნდა გაამჟღავნოს მინიმუმ შემდეგი სახის ინფორმაცია:  ა) იყო ან არის აღიარებული ორგანიზებული ბაზრის/აღიარების მაძიებლის 5% ან მეტი წილის მფლობელი, ან ასეთ პირთან დაკავშირებული პირი; ბ) არის ან ბოლო 18 თვის მანძილზე იყო ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული კომპანიის 5% ან მეტი წილის მფლობელი, ან მისი მმართველი ორგანოს წევრი; გ) აქვს პირადი, სამსახურებრივი და ეკონომიკური ურთიერთობები მმართველი ორგანოს სხვა წევრებთან, აღიარებული ორგანიზებული ბაზრის/აღიარების მაძიებლის ჯგუფში შემავალი კომპანიების ჩათვლით; დ) აქვს სხვა სახის ეკონომიკური ინტერესები, აღიარების მაძიებლის მმართველი ორგანოს სხვა წევრის ან მასთან დაკავშირებული კომპანიის მიმართ, რაც შეიძლება გახდეს ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი; ე) აქვს სხვა სახის ინტერესი, მათ შორის ოჯახური კავშირი, რაც შეიძლება გახდეს ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი. მუხლი 5🔗. მოთხოვნები წესების, პოლიტიკის, მეთოდოლოგიის და პროცედურების მიმართ 1. აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარს უნდა გააჩნდეს გამჭვირვალე, სამართლიანი და არადისკრიმინაციული წესები, რომლებიც შემუშავებულია საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და ხელმისაწვდომია საჯაროდ. ეს წესები უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგს: ა) სავაჭროდ დაშვების წესი; ბ) ვაჭრობის წესი; გ) წევრობასთან დაკავშირებული წესი; დ) საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგების დაფიქსირების წესი; ე) ეთიკისა და დისციპლინარულ დარღვევათა კოდექსები. 2. აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარს უნდა გააჩნდეს ფასწარმოქმნის სამართლიანი და გამჭვირვალე პოლიტიკა და მეთოდოლოგია. 3. აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარს უნდა გააჩნდეს ინტერესთა კონფლიქტის გამჭვირვალე  პოლიტიკა და ამ პოლიტიკის შესრულების კონტროლის ობიექტური პროცედურა. 4. აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარს უნდა გააჩნდეს ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვების წესებთან პოტენციური ემიტენტის (შემდგომში – ემიტენტი)  შესაბამისობის დადგენის პოლიტიკა და პროცედურები, რომლის მიხედვითაც აღიარებული ორგანიზებული ბაზარი მოახდენს, მისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციით და წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით, სავაჭროდ დაშვებული ემიტენტის შესაბამისობის რეგულარულ შემოწმებას დაშვების მოთხოვნებთან. 5. აღიარებულმა ორგანიზებულმა ბაზარმა უნდა უზრუნველყოს მის მიერ შემუშვებული წესების, პოლიტიკის, მეთოდოლოგიის და პროცედურების დაცვის მონიტორინგი, ხოლო მათი დარღვევისთვის წევრების მიმართ ამავე წესებში განსაზღვრული სანქციების გამოყენება. მუხლი 6🔗. მოთხოვნები სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიმართ 1. აღიარებულმა ორგანიზებულმა ბაზარმა, მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა უზრუნველყოს სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის (შემდგომში – ემიტენტი) მიერ სავაჭროდ დაშვების წესის მოთხოვნების  დაცვა. 2. აღიარებულმა ორგანიზებულმა ბაზარმა სავაჭრო სისტემაში დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტს უნდა მოსთხოვოს ბოლო 2 წლის წლიური და ნახევარწლიური ფინანსური ანგარიშგებების საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება და მისთვის მიწოდება. თუ ემიტენტი საქმიანობას ახორციელებს 2 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, მან უნდა  წარადგინოს ბოლო შესაძლო ან მიმდინარე ფინანსური ანგარიშგება. 3. აღიარებულმა ორგანიზებულმა ბაზარმა სავაჭროდ დაშვებულ ემიტენტს უნდა მოსთხოვოს  ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი ისეთი  ინფორმაციის მისთვის მიწოდება და საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს კომპანიის ფინანსური ინსტრუმენტების საბაზრო ფასზე. 4. აღიარებულმა ორგანიზებულმა ბაზარმა სავაჭროდ დაშვებულ ემიტენტს უნდა მოსთხოვოს წესდებაში შეტანილი ცვლილებების, ფინანსური ინსტრუმენტების ფლობასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და კაპიტალის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი (10%-ზე მეტი) ცვლილებების ემიტენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება და მისთვის მიწოდება. 5. აღიარებულმა ორგანიზებულმა ბაზარმა პერიოდულად უნდა გადახედოს სავაჭროდ დაშვებული ფინანსური ინსტრუმენტების ემიტენტის შესაბამისობა ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებთან. თუ ისინი ვერ აკმაყოფილებენ აღნიშნულ მოთხოვნებს, აღიარებულმა ორგანიზებულმა ბაზარმა შესაძლებელია მისცეს მათ გონივრული ვადა ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ხოლო თუ ისინი ამ ვადაშიც ვერ უზრუნველყოფენ ვალდებულებების სრულად შესრულებას, განიხილოს მათი სავაჭროდ დაშვების შეწყვეტის ან შეჩერების საკითხი. მუხლი 7🔗. აღიარებული ორგანიზებული ბაზრის მიერ ინფორმაციის შენახვა და გამოქვეყნება 1. აღიარებულმა ორგანიზებულმა ბაზარმა უნდა უზრუნველყოს საკუთარ ვებგვერდზე შემდეგი ინფორმაციის გამოქვეყნება და განახლება: ა) აღიარებული ორგანიზებული ბაზრის წესები; ბ) ამ წესის მე-5 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პოლიტიკა, მეთოდოლოგია და პროცედურები; გ) ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ანგარიშგებები; დ) სავაჭრო სისტემაში დაშვებული ემიტენტის პროსპექტები; ე) სავაჭრო სისტემაში დაშვებული ემიტენტის ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით   განსაზღვრული ინფორმაცია. 2. აღიარებული ორგანიზებული ბაზარი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ ვებგვერდზე ვაჭრობის მონაცემების გონივრულ ვადაში გამოქვეყნება. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ვაჭრობის თარიღი და დრო, ფინანსური ინსტრუმენტის საიდენტიფიკაციო კოდი, გარიგების ფასი, გარიგების ვალუტა, ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, გარიგების ჯამური მოცულობა, ტიპი (სავაჭრო სესია თუ ფიქსინგი). 3. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი უნდა იყოს თითოეული ფასიანი ქაღალდისა და ემიტენტის, ასევე გარიგების განხორციელების თარიღის მიხედვით ამ წესის შემოღების შემდგომ პერიოდზე. 4. აღიარებულმა ორგანიზებულმა ბაზარმა საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა მიაწოდოს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. 5. აღიარებულმა ორგანიზებულმა ბაზარმა უნდა მოახდინოს ამ წესით განსაზღვრული ჩანაწერების წარმოება და შენახვა მინიმუმ ხუთი წლის ვადით ელექტრონული ან მატერიალიზირებული (ქაღალდის) ფორმით. მუხლი 8🔗. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები 1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პერიოდულად შეამოწმოს აღიარებული ორგანიზებული ბაზრის შესაბამისობა აღიარების კრიტერიუმებთან და მიიღოს შესაბამისი ზომები ამ მუხლში ჩამოთვლილი უფლებამოსილების ფარგლებში. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დააწესოს ორგანიზებულ ბაზრად აღიარების დამატებითი მოთხოვნები; ამასთან, დაადგინოს, თუ რა გონივრულ ვადაში უნდა დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნები აღიარებულმა ორგანიზებულმა ბაზარმა. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი წინამდებარე წესით უფლებამოსილია აღიარებული ორგანიზებული ბაზრის მმართველი ორგანოს წინაშე დასვას  მმართველი ორგანოს წევრის გადაყენების ან მისი უფლებამოსილების შეჩერების საკითხი, იმ შემთხვევაში თუ: ა) მმართველი ორგანოს წევრი ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) მმართველი ორგანოს წევრის მიერ დანიშვნის მიზნებისთვის წარდგენილი იყო არასწორი, შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ან დოკუმენტები; გ) მმართველი ორგანოს წევრის საქმიანობიდან ჩანს, რომ მოვალეობის შესრულებისას იგი ვერ უზრუნველყოფს აღიარებული ორგანიზებული ბაზრის, წევრების, ემიტენტისა და ინვესტორების ინტერესების დაცვას და აფერხებს აღიარებული ორგანიზებული ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ზომებს მმართველი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით. 5. საქართველოს ეროვნული ბანკი წინამდებარე წესით უფლებამოსილია გააუქმოს ორგანიზებული ბაზრის აღიარება იმ შემთხვევაში, თუ: ა) აღიარებული ორგანიზებული ბაზარი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ პირობებს; ბ) აღიარება მოხდა არაზუსტ ან მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით; გ) თუ აღიარებული ორგანიზებული ბაზრის საქმიანობა საფრთხეს უქმნის ინვესტორების ინტერესებს და საფინანსო ბაზრის შეუფერხებელ ფუნქციონირებას; დ)  თუ აღიარებული ორგანიზებული ბაზარი მნიშვნელოვნად არღვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან დარღვევებს აქვს სისტემატიური  ხასიათი. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ნებისმიერი ქვეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარს და უწესებს ვადას არანაკლებ 30 კალენდარული დღისა, რომლის განმავლობაშიც აღიარებულმა ორგანიზებულმა ბაზარმა უნდა აღმოფხვრას ნაკლოვანებები. 7. თუ აღიარებული ორგანიზებული ბაზარი ვერ შეძლებს ნაკლოვანებათა აღმოფხვრას ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პირობის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აუქმებს მის აღიარებას. მუხლი 9🔗. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები 1. ამ წესის მიზნებისთვის, სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ (ს/კ: 211382145; სალიცენზიო ნომერით: №9001, თარიღი: 14.01.2000) ის ნაწილი, რომელიც 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ „ფასიანი ქაღალდების სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში დაშვების შესახებ წესის“ შესაბამისად განსაზღვრულია „A“ და „B“ კატეგორიის სალისტინგო სეგმენტად (კატეგორიად), აღიარებულ იქნეს ორგანიზებულ ბაზრად 2018 წლის 1 იანვრიდან. 2. სს „საქართველოს საფონდო ბირჟა“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტის ნაცვლად საქართველოს ეროვნულ ბანკში წარადგენს ამ წესის დანართი 1-ით გათვალისწინებულ განაცხადსა და 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბირჟის „A“ და „B“ კატეგორიის ლისტინგში დაშვებული ფასიანი ქაღალდების  ჩამონათვალს. 3. სს „საქართველოს საფონდო ბირჟას“ ეკრძალება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ლისტინგის სეგმენტებში (კატეგორიებში) ახალი ფასიანი ქაღალდების დამატება საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე. 4. სს „საქართველოს საფონდო ბირჟა“ ვალდებულია ამ წესით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს 2018 წლის 31 აგვისტომდე. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღიარების გაუქმებას.