თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.02.2018
ძალაში შესვლა 01.03.2018
ძალის დაკარგვა 04.06.2024
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016347
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 623 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.02.2018 მიღება
01.03.2018 ძალაში შესვლა
04.06.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2018 წლის 19 თებერვალი დაბა თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის  დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №31 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი, 12/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.154.016182). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური დანართი №1 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახური 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებასა და დამტკიცებული შესყიდვების გეგმის შესაბამისად შესყიდვების განხორციელებას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 2. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას უზრუნველყოფს მუნიციპალური შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვის პროცედურების კანონიერების დაცვას, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას, შესყიდვების პროცესში კონკურენტული გარემოს შექმნას და შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობას. 3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართვლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა  და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით  და სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობის განხორციელება შეიძლება დაევალოს სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს. 3. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის დებულების შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) შესყიდვის პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას; ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად, მუნიციპალური შესყიდვების გეგმის და კორექტირებული გეგმის მომზადებას და მუნიციპალიტეტის მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენას, დამტკიცებული შესყიდვების გეგმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებას (e-PLAN გეგმა); გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას, გამოქვეყნებას და ელექტრონული ტენდერის ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებას; დ) სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების და შესყიდვებთან დაკავშირებული კორესპონდენციების მომზადებას, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით მიმწოდებელ ორგანიზაციებთან დასადები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადებას სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით; ე) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების პროექტის შემუშავებას; ვ) გამარტივებული შესყიდვის პროცედურების განხორცელებას, რაც გულისხმობს შესყიდვის დაგეგმვას არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, ბაზრის კვლევას, ხელშეკრულების პროექტის მომზადებას და მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის დროს, მერიის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი შეტყობინების საფუძველზე გამაფრთხილებელი წერილობითი შეტყობინების გაგზავნას მიმწოდებელთან; ზ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების ცვლილებებთან შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტების მომზადებას; თ) გამარტივებული შესყიდვისათვის საჭირო ხელშეკრულების პროექტის მომზადებას და ერთიან ელექტონულ სისტემაში ატვირთვას (CMR) ფინანსური ოპერაციების ფაქტობრივი ჩვენებით. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადებას და საჭიროების შემთხვევაში მათში ცვლილებების შეტანას მოქმედი კანონმდებლობის პირობების სრული დაცვით; ი) სამსახურში შემოსული წერილის საპასუხოდ საჭირო ინფორმაციის მოძიებას, დაზუსტებას და პასუხის გაგზავნას შესაბამის ადრესატთან; კ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას; ლ) შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერას და ადგილობრივი შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალობის ხელშეწყობას; მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და დოკუმენტების ფორმების მომზადება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წლიური გეგმის პროექტის მომზადებას, დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადებას და განხორციელებას. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, ინფორმაციის და სხვა მასალების მომზადებას, მათ დროულად წარდგენას სააგენტოში; ნ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ინფორმაციის მიღებას განხორციელებული ან/და განსახორციელებელი შესყიდვების კუთხით მდგომარეობის ანალიზისა და პროგნოზირების მოსამზადებლად; ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.