თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.02.2018
ძალაში შესვლა 01.03.2018
ძალის დაკარგვა 04.06.2024
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016348
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.05.2024
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 08.09.2014
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2018 წლის 19 თებერვალი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №32 დადგენილება (ვებგვერდი, 12/09/2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016183).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახური
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – ეკონომიკისა და ქონების მართვის განყოფილებისა და საჯარო მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს სამსახურის განყოფილების უფროსს.
3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოხელეებისაგან.
4. სამსახურის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით მისი უფლება-მოვალეობების შესრულება შეიძლება დაევალოს განყოფილების ერთ-ერთ საჯარო მოხელეს.
5. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სამსახურის საჯარო მოხელეთა ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.
6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის დებულების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;
ვ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
ზ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
თ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, შენობებისა და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების შეთანხმებას;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
კ) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;
ლ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
მ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კონსოლიდაციასა და დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის მიწოდებას;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას;
ო) მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაციონალურად გამოყენების, ხარისხიანი თესლის, ნერგის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადებას და მიწოდებას დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის;
პ) მუნიციპალიტეტში არსებული აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესწავლას და მათი სრულფასოვანი ათვისებისათვის სათანადო ღონისძიებების დასახვას, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის მართვას;
ჟ) სახნავი მიწების, მრავალწლიანი ნარგავების, სათიბებისა და საძოვრებით დაკავებული ფართობების შესახებ ინფორმაციების მოპოვებას;
რ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამის ნებართვის გაცემას;
ს) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
ტ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;
უ) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
ფ) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე, შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და ორგანიზებას;
ქ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე;
ღ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და მათი შესრულების კოორდინაციას;
ყ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარემოს დაბინძურების წყაროების გამოკვლევას, მონიტორინგს, გამწმენდი ნაგებობების ეფექტურობის დადგენას;
შ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამდინარე მდინარეების და მათ სანაპირო ზოლზე მიმდინარე ნეგატიური (გარემოს დაბინძურების) სტიქიური პროცესების პრევენციული ღონისძიებებისათვის რეკომენდაციების შემუშავებას მათი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების ან შერბილების მიზნით;
ჩ) მის კომპეტენციის ფარგლებში მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების მიღებას, შესაბამისი წინადადებების შემუშავებას და წარდგენას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შემდგომი რეაგირების მიზნით;
ც) საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგების ორგანიზებას, დასახლებებში სახლების ნუმერაციის დაგეგმარების და განხორციელების ორგანიზებას;
ძ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗. სამსახურის ეკონომიკის და ქონების მართვის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის ეკონომიკის და ქონების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
ე) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;
თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
ი) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
კ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, შენობებისა და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების შეთანხმებას;
ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას.