თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.02.2018
ძალაში შესვლა 01.03.2018
ძალის დაკარგვა 02.05.2024
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016353
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2018 წლის 19 თებერვალი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივ მომსახურებას, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობის განხორციელება შეიძლება დაევალოს სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს.
3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
მერიის იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს:
ა) მერის, მერიის თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულების იურიდიულ კონსულტირებას;
ბ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) მერის მიერ საკრებულოში წარსადგენი, სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქტირებასა და შეთანხმებას;
დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ვ) მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
ზ) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ცალკეული საკითხების განხილვას და დასკვნის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე;
თ) მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ი) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების თაობაზე მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;
კ) დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევას;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.