📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.02.2018
ძალაში შესვლა 01.03.2018
ძალის დაკარგვა 04.07.2022
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016354
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 564 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.02.2018 მიღება
01.03.2018 ძალაში შესვლა
04.07.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 2018 წლის 19 თებერვალი დაბა თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №33 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი 12/09/2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016184). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური დანართი №1 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის,  არქიტექტურისა  და  მშენებლობის  სამსახურის  დებულება მუხლი 1🔗. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის და მშენებლობის  სამსახური 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის და მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური ) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების , სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას , მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას . 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის , გამგეობის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად . მუხლი  2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან . 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -8 მუხლით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით . სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობის განხორციელება შეიძლება დაევალოს სამსახურის ერთ -ერთ მოხელეს . 3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება -მოვალეობები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -16 მუხლით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით . 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ " საქართველოს კანონისა და მერიის დებულების შესაბამისად . მუხლი  3🔗. სამსახურის  ფუნქციები სამსახური  დადგენილი  წესით  უზრუნველყოფს : ა ) მუნიციპალიტეტის  სივრცითი  მოწყობისა  და  ურბანული  განვითარების  დაგეგმვას ; ბ ) მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  მიწათსარგებლობის  დაგეგმვას ; გ ) დასახლებათა  განაშენიანების  რეგულირების  გეგმების  შემუშავებას ; დ ) დასახლებათა  ტერიტორიების  გამოყენებისა  და  განაშენიანების  რეგულირების  წესების  შემუშავებას ; ე ) გეგმარებითი  დავალებების  მომზადებას ; ვ ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას ; ზ ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების , საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას ; თ ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას ; ი ) მშენებლობის  ნებართვების  თაობაზე  სამართლებრივი აქტების პროექტების  შემუშავებას ; კ ) წინადადებების , დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის , განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე ; ლ ) დასახლებებში გაზმომარაგების , კანალიზაციის , წყალმომარაგების , გარე განათების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას , მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას ; მ ) ღონისძიებების დაგეგმვას წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის , ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა  და  ყინულისაგან  გასაწმენდად ;  ნ ) სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სავარაუდო ოდენობის განსაზღვრას და მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი წინადადებების შემუშავებას ; ო ) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია -განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებას , დამტკიცებული პროგრამის განხორციელების  კოორდინაციას ; პ ) 5000 ლარამდე ღირებულების სამუშაოების და მომსახურების ხარჯთაღრიცხვების საჭიროებისამებრ  შესრულება ს;  ჟ ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების  განხორციელებას .