თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.02.2018
ძალაში შესვლა 01.03.2018
ძალის დაკარგვა 04.06.2024
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016355
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.05.2024
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2018 წლის 19 თებერვალი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართი №1 -ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ზედამხედველობის განხორციელებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო, სარეაბილიტაციო, სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისას დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე, გარე ვაჭრობაზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვასა და ავტოტრანსპორტის პარკირებაზე, აგრეთვე ტერიტორიის კეთილმოწყობის, დასუფთავების, კომუნალური მომსახურების საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების გატარებაზე.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობის განხორციელება შეიძლება დაევალოს სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს.
3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის დებულების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
მერიის ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის დაკვეთით წარმოებული სარეაბილიტაციო, სარემონტო, სარეკონსტრუქციო და ინფრასტრუქტურული მშენებლობის სამუშაოზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების და მათში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულების ინსპექტირებას –
კონტროლს; შესასრულებელი ან შესრულებული სამუშაოების მოცულობის, გარანტიის, ხარისხის და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლსა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებას, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირებას;
ბ) სამუშაოთა მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების) გაფორმებამდე ხელშეკრულების პირობებში მითითებულ ადგილას და სახით შესრულებული სამუშაოების საბოლოო შემოწმებას, მათი შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, ნიმუშებთან, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ღირებულებითი პარამეტრების ცვლილებების, ხელშეკრულებების პირობებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე, ხელშეკრულებების პირობების დამრღვევისადმი პასუხისმგებლობის ზომების – ს
აჯარიმო სანქციების პირგასამტეხლოს სახით გამოყენების და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბოლოო ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ წინადადებებისა და დასკვნების შედგენას;
დ) საბოლოო შემოწმების შედეგების შესახებ დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით (მათი არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის შედგენას და მიმწოდებლისადმი გასაგზავნი დასაბუთებული წერილის პროექტის შემუშავებას;
ე) შესრულებულ სამუშაოთა მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად, შემსრულებლის მიერ სამშენებლო მასალების და კონსტრუქციების ხარისხის მათი გამოყენების ვარგისიანობაზე შესაბამისი დარგის დამოუკიდებელი ექსპერტის მოსაწვევად საჭირო დოკუმენტების მომზადებას;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე ზედამხედველობასა და კონტროლს;
ზ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და ობიექტის მშენებლობის შეჩერებისა ან/და დემონტაჟის, აგრეთვე, დამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადების მომზადებას;
თ) უნებართვო და კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობების გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება;
ი) დასრულებული ობიექტების ექსპლოატაციაში მისაღების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
კ) წინადადებების შემუშავებას თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის განთავსებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების საკითხებზე; გარე რეკლამის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების რეგულირების მიზნით მიღებული სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესების შესრულებაზე ზედამხედველობასა და კონტროლს, დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას;
ლ) კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინები, კომუნიკაციათა კარადების და ჭების, საქალაქო მეურნეობის და სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლს;
მ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ნ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
ო) მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნას და განახლებას;
პ) სასარგებლო წიაღისეულით მოსარგებლე, ლიცენზიის მქონე პირების აღრიცხვას, და მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების აღრიცხვას და ასახვას ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
ჟ) ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;
რ) მიწათსარგებლობის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;
ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.