ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მიღების თარიღი 21.02.2018
ძალის დაკარგვა 01.05.2024
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №06
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.131.016228
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თხილაიშვილი | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2018 წლის 21 თებერვალი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი დავალებების შესასრულებლად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვროს 525 (ხუთას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს საფინანსო სამსახურმა ყოველი თვის 20 რიცხვში უზრუნველყოს საკრებულოს წევრების, რომლებიც არ არიან საკრებულოს თანამდებობის პირები უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.
მუხლი 3🔗
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აგვისტოს №15 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინათია თხილაიშვილი