ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2018
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №09
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.131.016231
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2018
matsne.gov.ge 534 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თხილაიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მარტვილის მუნიციპალიტეტში, კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 06.05.2019 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. განმუხურში კონკრეტული ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 07.04.2017 დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 15.03.2019 ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებების, სოფლების ზემო ალვნის და ქვემო ალვნის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 24.12.2019 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.06.169) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 17.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №09 2018 წლის 21 თებერვალი ქ. ქობულეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16  მუხლის მეორე პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა  და  საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  მე-2 პუნქტის  შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინათია თხილაიშვილი დანართი ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამუშავდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების შესაბამისად. ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების ძირითადი ამოცანებია: ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით, რომლებიც ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უზრუნველყოფს ჯანსაღი გარემოს არსებობას; სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის სივრცით-ტერიტორიული წინაპირობების შექმნა; ფიზიკური და იურიდიული პირების, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) და სახელმწიფო ინტერესების ურთიერთშეთანხმება ტერიტორიების გამოყენებისა და განვითარების საკითხებში; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; ეკოლოგიური წონასწორობის დაცვა და აღდგენა; ბუნებრივი რესურსებისა და ფასეულობების, მათ შორის, სარეკრეაციო რესურსების ეფექტიანი გამოყენება და დაცვა; დასახლებათა და ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ფორმირებისათვის საფუძვლის შექმნა. საინვესტიციო ტერიტორიაზე დაიგეგმოს დასასვენებელი, სასტუმრო, სამკურნალო-პროფილაქტორიუმი და საცხოვრებელი შენობები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, საპიკნიკე ადგილი, საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირების მომსახურების (112) შენობა,  საზოგადოებრივი ობიექტების განთავსება და მათი ფუნქციონირებისათვის სრულფასოვანი ინფრასტრუქტურის მოწყობა. განაშენიანების რეგულირების გეგმის შემადგენლობა: 1.განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების საფუძველია კანონმდებლობა, მათ შორის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი. 2. განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა მოიცავდეს: ა) ზონირების ნაწილს; ბ) საინჟინრო ნაწილს; გ) ტექსტურ ნაწილს; დ) თემატურ ნაწილს. 3. ზონირების ნაწილი წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიის მიწათსარგებლობის კონკრეტულ უფლებრივ ზონირებას, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტებს; ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტებს; გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტებს; დ) საპროექტო ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების განაწილების რუკას (მიწის ნაკვეთის პირობითი ნომრის და ფართობის ჩვენებით); ე) განაშენიანების რეგულირების ხაზებს (წითელ ხაზებს); ვ) განაშენიანების სავალდებულო ხაზებს (ლურჯ ხაზებს); ზ) მიწის ნაკვეთებზე შენობათა განთავსების სქემებს. 4. საინჟინრო ნაწილი უნდა მოიცავდეს: ა) საპროექტო ტერიტორიაზე წყალსადენის და საყოფაცხოვრებო წყალარინების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით; ბ) საპროექტო ტერიტორიაზე ელექტრომომარაგების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით; გ) საპროექტო ტერიტორიაზე სანიაღვრე წყალარინების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით; დ) საპროექტო ტერიტორიაზე ძირითადი და ლოკალური გზებისა და ქუჩების, ზღვის სანაპიროზე ჩასასვლელების (შესაძლებელია ესკალატორი ან საბაგირო გზა) ქსელისა და საფეხმავლო ბილიკების რუკას. 5. ტექსტური ნაწილი უნდა მოიცავდეს: ა) განაშენიანების რეგულირების გეგმის აღწერას; ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განმარტებით ბარათს; გ) განაშენიანების რეგულირების გეგმის ეფექტიანობის (ხეირიანობის) შეფასებას; დ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განხორციელების ეტაპებს და რიგითობას. 6. ისტორიული განაშენიანების დამცავი და რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს: ა) მოთხოვნებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის შესახებ: ა.ა) მოთხოვნებს სარეაბილიტაციო ობიექტებში (ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები, ფონური განაშენიანება, საზოგადოებრივი სივრცე) ჩარევის შესახებ; ბ) მოთხოვნებს ტერიტორიების განვითარებისა და ახალმშენებლობის შესახებ: ბ.ა) კონსერვაციისა და განვითარების არეალების იდენტიფიკაცია ასაღები და შესანარჩუნებელი შენობების მითითებით); ბ.ბ) ახალმშენებლობის დასაშვები პარამეტრები (მასშტაბი, სიმაღლე, სივრცითი და გეგმარებითი კონფიგურაცია, ფასადების რითმი); ბ.გ) მოთხოვნებს საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობის თაობაზე. 7. თემატური ნაწილი უნდა მოიცავდეს: ტურიზმის განვითარების სისტემას, დაცული ტერიტორიების სისტემას, კულტურული მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების სისტემას, მომსახურების ცენტრების სისტემას და სხვა თემატურ საკითხებს. 8. საინვესტიციო მიწის ნაკვეთების გამიჯვნა, მათი ფუნქციონალური გამოყენებისა და ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების განსაზღვრა. .