ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №09 |
|
2018 წლის 21 თებერვალი ქ. ქობულეთი |
|
დავალება
ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების ძირითადი ამოცანებია:
ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით, რომლებიც ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უზრუნველყოფს ჯანსაღი გარემოს არსებობას;
სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის სივრცით-ტერიტორიული წინაპირობების შექმნა;
ფიზიკური და იურიდიული პირების, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) და სახელმწიფო ინტერესების ურთიერთშეთანხმება ტერიტორიების გამოყენებისა და განვითარების საკითხებში;
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება;
ეკოლოგიური წონასწორობის დაცვა და აღდგენა;
ბუნებრივი რესურსებისა და ფასეულობების, მათ შორის, სარეკრეაციო რესურსების ეფექტიანი გამოყენება და დაცვა;
დასახლებათა და ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ფორმირებისათვის საფუძვლის შექმნა.
საინვესტიციო ტერიტორიაზე დაიგეგმოს დასასვენებელი, სასტუმრო, სამკურნალო-პროფილაქტორიუმი და საცხოვრებელი შენობები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, საპიკნიკე ადგილი, საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირების მომსახურების (112) შენობა, საზოგადოებრივი ობიექტების განთავსება და მათი ფუნქციონირებისათვის სრულფასოვანი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
განაშენიანების რეგულირების გეგმის შემადგენლობა:
1.განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების საფუძველია კანონმდებლობა, მათ შორის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი.
2. განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა მოიცავდეს:
ა) ზონირების ნაწილს;
ბ) საინჟინრო ნაწილს;
გ) ტექსტურ ნაწილს;
დ) თემატურ ნაწილს.
3. ზონირების ნაწილი წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიის მიწათსარგებლობის კონკრეტულ უფლებრივ ზონირებას, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტებს;
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტებს;
გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტებს;
დ) საპროექტო ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების განაწილების რუკას (მიწის ნაკვეთის პირობითი ნომრის და ფართობის ჩვენებით);
ე) განაშენიანების რეგულირების ხაზებს (წითელ ხაზებს);
ვ) განაშენიანების სავალდებულო ხაზებს (ლურჯ ხაზებს);
ზ) მიწის ნაკვეთებზე შენობათა განთავსების სქემებს.
4. საინჟინრო ნაწილი უნდა მოიცავდეს:
ა) საპროექტო ტერიტორიაზე წყალსადენის და საყოფაცხოვრებო წყალარინების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით;
ბ) საპროექტო ტერიტორიაზე ელექტრომომარაგების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით;
გ) საპროექტო ტერიტორიაზე სანიაღვრე წყალარინების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით;
დ) საპროექტო ტერიტორიაზე ძირითადი და ლოკალური გზებისა და ქუჩების, ზღვის სანაპიროზე ჩასასვლელების (შესაძლებელია ესკალატორი ან საბაგირო გზა) ქსელისა და საფეხმავლო ბილიკების რუკას.
5. ტექსტური ნაწილი უნდა მოიცავდეს:
ა) განაშენიანების რეგულირების გეგმის აღწერას;
ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განმარტებით ბარათს;
გ) განაშენიანების რეგულირების გეგმის ეფექტიანობის (ხეირიანობის) შეფასებას;
დ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განხორციელების ეტაპებს და რიგითობას.
6. ისტორიული განაშენიანების დამცავი და რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:
ა) მოთხოვნებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის შესახებ:
ა.ა) მოთხოვნებს სარეაბილიტაციო ობიექტებში (ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები, ფონური განაშენიანება, საზოგადოებრივი სივრცე) ჩარევის შესახებ;
ბ) მოთხოვნებს ტერიტორიების განვითარებისა და ახალმშენებლობის შესახებ:
ბ.ა) კონსერვაციისა და განვითარების არეალების იდენტიფიკაცია ასაღები და შესანარჩუნებელი შენობების მითითებით);
ბ.ბ) ახალმშენებლობის დასაშვები პარამეტრები (მასშტაბი, სიმაღლე, სივრცითი და გეგმარებითი კონფიგურაცია, ფასადების რითმი);
ბ.გ) მოთხოვნებს საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობის თაობაზე.
7. თემატური ნაწილი უნდა მოიცავდეს: ტურიზმის განვითარების სისტემას, დაცული ტერიტორიების სისტემას, კულტურული მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების სისტემას, მომსახურების ცენტრების სისტემას და სხვა თემატურ საკითხებს.
8. საინვესტიციო მიწის ნაკვეთების გამიჯვნა, მათი ფუნქციონალური გამოყენებისა და ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების განსაზღვრა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.02.2018.
- როდის იქნა მიღებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“?
- „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 21.02.2018. მიმღები ორგანო — ქობულეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №09. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.131.016231.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.02.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“, №09, 21.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.131.016231 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4070886/