„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№72
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.121.016300
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №72

2018 წლის 21 თებერვალი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის,“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის №48 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 16.01.2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016276) დანართში „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დანართის 91-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. თუ ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული იქნა შენიშვნები, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად თანამოხსენებით გამოდის მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნას.“.

2. დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის XVII1 თავი:

„თავი XVII1

ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო

მუხლი 1461. საბჭოს სტატუსი და შემადგენლობა

1. ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.

2. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო.

3. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის  მოადგილის,  საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან.

4. საბჭოს თავმჯდომარეობს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

5. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლები, საბჭოს  შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები,  ექსპერტები და მეცნიერები.

6. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

7. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა 40%–ზე ნაკლები არ უნდა იყოს ერთი სქესის წარმომადგენელი.

8. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.

9. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

მუხლი 1462. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი

1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და  ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა  და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია;

ბ) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;

გ) ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ  მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის წარდგენა;

ე)  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება გენდერული თვალსაზრისით;

ვ) საკანონმდებლო აქტების პროექტებისა და ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა;

ზ) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;

თ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ი) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ლ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენა;

მ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად;

ნ) საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, ასევე ეგზავნება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორის საბჭოს.

2. საბჭო უფლებამოსილია:

ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ვანის მუნიციპალიტეტი;

ბ) გენდერული  თანასწორობის  საკითხების  შესწავლისა  და  განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი  ექსპერტები;

გ) ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი 1463. საბჭოს საქმიანობის  ორგანიზაციულ-ტექნიკური  უზრუნველყოფა

საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი