„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა 2018 წლის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცებისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და შრომითი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №40 დადგენილების დანართი №1 და დანართი №2-ში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№74
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.121.016302
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №74

2018 წლის 21 თებერვალი

ქ. ვანი

 

,,ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა 2018 წლის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცებისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და შრომითი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №40 დადგენილების დანართ №1-სა და დანართ №2-ში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა 2018 წლის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცებისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და შრომითი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03.01.2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.121.016258) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების დანართი №1 შეიცვალოს და დამტკიცდეს ახლად წარმოდგენილი დანართი №1-ის შესაბამისად.   

2. დადგენილების დანართ №2-ში  შეიცვალოს  ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების  სახელწოდება და ეწოდოს ,,მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება“.

 

მუხლი 2
დანართ №1-ის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 01 თებერვლიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი



დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების და  პროფესიულ საჯარო მოხელეთა 2018 წლის თანამდებობრივი სარგოები

იერარქიული  რანგი

თანამდებობის დასახელება

სარგო თვეში (ლარი)

1

2

3

4

1

 

მერი

2980

2

 

მერის პირველი მოადგილე

1980

3

 

მერის მოადგილე

1880

4

პირველი რანგი

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1500

5

მეორე რანგი

მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1200

6

მესამე რანგი

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

750

7

მესამე რანგი

მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

650

8

მეოთხე რანგი

პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

600

9

მეოთხე რანგი

მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

550

10

მეოთხე რანგი

მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მერის წარმომადგენლის ასისტენტი

450