„თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთგვაროვანი პირობების მიღებისა და აღნიშნული ინსპექტირების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 13.11.1997
ძალაში შესვლა 05.12.2016
გამომცემი ორგანო ტექნიკური ინსპექტირების  საერთაშორისო სერტიფიკატი 1. სანომრე ნიშანი (სარეგისტრაციო ნომერი) №______________ 2. სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი__________ 3. პირველი რეგისტრაცია დამზადების შემდეგ (სახელმწიფო, კომპეტენტური ორგანო) 1/ 4. პირველი რეგისტრაციის თარიღი დამზადების შემდეგ__________________ 5. ტექნიკური ინსპექტირების  ჩატარების თარიღი ___________________   შესაბამისობის სერტიფიკატი 6. აღნიშნული სერტიფიკატი გაიცემა ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელიც მითითებულია №1 და 2 პოზიციებში და რომელიც შეესაბამება №5 პოზიციაში მითითებულ თარიღს, წეს(ებ)ს, რომელიც თან ერთვის (ერთთვიან) 1997 წლის შეთანხმების თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისათვის ერთგვაროვანი პირობების მიღების შესახებ და აღნიშნული ინსპექტირებისათვის ურთიერთაღიარების შესახებ. 7. ავტოსატრანსპორტო საშუალების შემდეგი ტექნიკური ინსპექტირება  ტარდება წეს(ებ)ის შესაბამისად, რომელიც მითითებულია №6 პოზიციაში, არაუგვიანეს:___________ თარიღი: (თვე/წელი)___________________ 8. გაცემულია:_____________ 9. ადგილი:________________ 10. თარიღი:_______________ 11. ხელმოწერა:____________
ნომერი №13111997
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016519
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2018
matsne.gov.ge 2,757 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.11.1997 მიღება
05.12.2016 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 22.06.2021 საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ კონვენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 01.02.2025 „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი“ 90% 27.11.2014 საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით 90% 28.06.2018 ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 09.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

„თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთგვაროვანი პირობების მიღებისა და აღნიშნული ინსპექტირების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმება ევროპის  ეკონომიკური კომისია ტრანსპორტისა და გარემოს რეგიონალური კონფერენცია შეთანხმება თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთგვაროვანი პირობების მიღებისა და აღნიშნული ინსპექტირების ურთიერთაღიარების შესახებ შესრულებულია ქ. ვენაში 1997 წლის 13 ნოემბერს პრეამბულა ხელშემკვრელი მხარეები, აღიარებენ რა საგზაო მოძრაობის მოცულობის ზრდის და აღნიშნულით განპირობებულ საშიშროებასა და ნეგატიური შედეგების მომატებას, რის გამოც ყველა ხელშემკვრელი მხარე ეხება უსაფრთხოებისა და ასევე გარემოს დაცვის მსგავსი ხასიათისა და მნიშვნელობის   პრობლემებს, სურთ რა  მიაღწიონ უკეთესი ხარისხის ერთგვაროვნებას ევროპაში საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი წესების ფარგლებში და უზრუნველყონ უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის უფრო მაღალი დონე; სურთ რა  დაადგინონ ზემოთ ხსენებული მიზნით თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების  ერთგვაროვანი პირობები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების პირობები, რათა მოხდეს მათზე სათანადო სერტიფიკატების გაცემა თავიანთ ქვეყანაში. ითვალისწინებენ რა, რომ დრო, რომელიც საჭიროა ცალკეული სატრანსპორტო საშუალების ხსენებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების  ჩატარებისათვის და მასთან დაკავშირებული ხარჯები წარმოადგენენ იმ ფაქტორებს, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო ოპერატორებს შორის კონკურენციის პირობებზე: ითვალისწინებენ რა, რომ ტექნიკური კონტროლის არსებული სისტემები განსხვავდებიან სხვადასხვა ტერიტორიაზე; ითვალისწინებენ რა, რომ ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე საჭიროა, ტექნიკური ინსპექტირების  ჩატარების სიხშირის და ტექნიკურ ინსპექტირებას  დაქვემდებარებული ელემენტების მაქსიმალური ჰარმონიზაცია; ითვალისწინებენ რა, რომ წინამდებარე შეთანხმებაში ხსენებული ზომების გამოყენების ვადების დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დრო, რომელიც საჭიროა ტექნიკური ინსპექტირების  ჩატარებისათვის აუცილებელი ადმინისტრაციული და ტექნიკური პირობების მოქმედების მექანიზმების შესაქმნელად და გასაფართოებლად; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 1. ხელშემკვრელი  მხარეები ნერგავენ მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან ექსპლუატაციისათვის დაშვებული თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების  წესებს და ორმხრივად აღიარებენ ინსპექტირებას, რომელიც აღნიშნული წესების შესაბამისად ხორციელდება. აღნიშნული წესები ძალაში შედის ადმინისტრაციული კომიტეტის ფარგლებში, რომელშიც წინამდებარე შეთანხმების ყველა მხარეა წარმოდგენილი დანართ 1-ში განსაზღვრული პროცედურების წესების და ქვემოთ მოცემული პუნქტებისა და მუხლების შესაბამისად. წინამდებარე შეთანხმების ამოცანებისათვის ტერმინი „თვლიანი სატრანსპორტო საშუალება“ მოიცავს ნებისმიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას და მათ მისაბმელებს; ტერმინი „ტექნიკური ინსპექტირება“ მოიცავს მოწყობილობის იმ ნებისმიერი საგნის და ნაწილის ინსპექტირებას, რომლებიც გამოიყენება თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე და რომელთა მახასიათებლები გავლენას ახდენენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე, გარემოსა დაცვასა და ენერგიის ეკონომიაზე; ტერმინი „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების  წესები“ მოიცავს დებულებებს პერიოდული ადმინისტრაციული ერთგვაროვანი პროცედურების არსებობის დასადასტურებლად, რომლის მეშვეობით  ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი ორგანოები საჭირო ინსპექტირებების  ჩატარების შემდეგ აცხადებენ, რომ თვლიანი სატრანსპორტო საშუალება სრულად შეესაბამება სავალდებულო ნორმებს.  აღნიშნულის დასადასტურებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წინამდებარე შეთანხმების დანართ 2-ში მოცემული  ტექნიკური ინსპექტირების სერტიფიკატის ნიმუში. მუხლი 2🔗 1. დანართ 1-ში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, რომელიმე წესის მიღების შემდეგ, ადმინისტრაციული კომიტეტი უგზავნის მას გაერთიანებული ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „გენერალური მდივანი“. აღნიშნული ქმედების შემდეგ გენერალური მდივანი, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, აღნიშნული წესის შესახებ შეატყობინებს  ხელშემკვრელ მხარეებს. წესი მიღებულად  ჩაითვლება გენერალური მდივნის მიერ შეტყობინებიდან ექვსი თვის შემდეგ,  თუ  ხელშემკვრელ მხარეთა ერთ მესამედზე მეტი, რომელიც ასეთს წარმოადგენს შეტყობინების მომენტისათვის, არ აცნობებს გენერალურ მდივანს, რომ ისინი არ ეთანხმებიან კონკრეტულ წესს. კონკრეტული წესი მოიცავს შემდეგ პუნქტებს: ა) შესაბამისი თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები და მათი ტექნიკური  ინსპექტირების  სიხშირე; ბ) მოწყობილობა და/ან ნაწილი, რომლებიც ინსპექტირებას ექვემდებარებიან; გ) გამოცდის მეთოდები, რომლის მეშვეობით უნდა დადასტურდეს მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება საექსპლუატაციო მახასიათებლებს; დ) ტექნიკური ინსპექტირების  სერტიფიკატის გაცემისა და მისი ურთიერთაღიარების პირობები; ე) აღნიშნული წესის ძალაში შესვლის თარიღ(ებ)ი.  საჭიროების შემთხვევაში  აღნიშნული წესი შეიძლება მოიცავდეს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ აკრედიტირებულ ტექნიკური კონტროლის განმახორციელებელ  ცენტრს, რომელშიც ჩატარდება თვლიანი სატრანსპორტო საშუალების  ტექნიკური ინსპექტირება.  2. კონკრეტული წესის ადაპტირების შემდეგ გენერალური მდივანი შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში შეატყობინებს აღნიშნულის შესახებ ყველა ხელშემკვრელ მხარეს და განსაზღვრავს, თუ რომელი მხარე დაეთანხმა აღნიშნული წესის ძალაში შესვლას და რომელმა მხარემ უარყო მისი მიღება. 3. ადაპტირებული წესი, იმ კონტექსტით, რომელიც თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას, ძალაში შედის მასში განსაზღვრული თარიღ(ებ)ის შესაბამისად და ვრცელდება  ყველა ხელშემკვრელ მხარეზე, რომელმაც არ გააგზავნა საპირისპირო შეტყობინება წინასწარ.  4. წინამდებარე შეთანხმებასთან  შეერთებისას რატიფიცირების მომენტში ნებისმიერ ახალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი არ არის შეზღუდული და არ იზიარებს ყველა წესს, რომლებიც თან ერთვის წინამდებარე დოკუმენტს მოცემული მომენტისათვის ან, რომ იგი არ შეიზღუდება არცერთი მათგანით. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ მომენტში რომელიმე წესის სამუშაო ვერსიის მიმართ ტარდება წინამდებარე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3  პუნქტებში განსაზღვრული პროცედურები,  გენერალური მდივანი აცნობს  აღნიშნული წესის სამუშაო ვერსიას შეთანხმების ახალ ხელშემკვრელ მხარეს და აღნიშნული წესის სამუშაო ვერსია ვრცელდება ახალ ხელშემკვრელ მხარეზე, მხოლოდ წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული პირობების შესაბამისად და, ამასთანავე, აღნიშნული ქმედებისათვის განსაზღვრული დროის ათვლა მოხდება მისთვის კონკრეტული წესის სამუშაო ვერსიის გადაგზავნის თარიღიდან. გენერალური მდივანი აცნობებს ყველა ხელშემკვრელ მხარეს აღნიშნული წესის ძალაში შესვლის თარიღს, აგრეთვე აცნობებს ყველა იმ განცხადების შესახებ, რომელიც ეხება ზოგიერთი წესის გამოუყენებლობას. წინამდებარე პუნქტში განსაზღვრული დებულების შესაბამისად აღნიშნული განცხადება შეუძლია გააკეთოს წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერმა მხარემ. 5. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც იყენებს ამა თუ იმ წესს, ნებისმიერ დროს შეუძლია შეატყობინოს გენერალურ მდივანს იმის შესახებ, რომ მის ადმინისტრაციას განზრახული აქვს შეტყობინების მომენტიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ შეწყვიტოს მისი გამოყენება. გენერალური მდივანი მიღებულ შეტყობინებას გაუგზავნის ყველა ხელშემკვრელ მხარეს. 6. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც არ  იყენებს ამა თუ იმ წესს, ნებისმიერ დროს შეუძლია შეატყობინოს გენერალურ მდივანს იმის შესახებ, რომ მომავალში მას განზრახული აქვს გამოიყენოს ის და აღნიშნული წესი ძალაში შევა განსაზღვრული მხარისათვის ხსენებული  შეტყობინებიდან მესამოცე დღეს. გენერალური მდივანი შეატყობინებს ყველა ხელშემკვრელ მხარეს ახალი ხელშემკვრელი მხარის  ყველა ძალაში შესული წესის  შესახებ წინამდებარე პუნქტში განსაზღვრული დებულების შესაბამისად. 7. ხელშემკვრელი მხარეები, რომელთა მიმართ მოქმედებს რომელიმე წესი, შემდგომში მოხსენიებულ იქნებიან როგორც „წესის გამომყენებელი ხელშემკვრელი მხარეები“. 8. წესები, რომლებიც თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას დანართის სახით, შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მუხლი 3🔗 წინამდებარე შეთანხმებას დართული წესების დანართს შეიძლება დაემატოს შესწორებები შემდეგი პროცედურების შესაბამისად: 1. წესებში შესწორებები ინერგება ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ, პირველ  და მე-2 მუხლებში მოცემულის შესაბამისად დანართ 1-ში  განსაზღვრული პროცედურების თანახმად. წესებში შესწორების მიღების შემდეგ, ადმინისტრაციული კომიტეტი გაუგზავნის მას გენერალურ მდივანს. ამის შემდეგ გენერალური მდივანი შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში შეატყობინებს აღნიშნული შესწორების შესახებ ყველა იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც იყენებს მითითებულ წესს. 2. აღნიშნულ წესებში შეტანილი შესწორებები მიღებულად ითვლება, თუ გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მომენტიდან ექვსი თვის განმავლობაში ხელშემკვრელ  მხარეთა ერთ მესამედზე მეტი, რომელიც მოცემულ წესს შეტყობინების მომენტისათვის იყენებდა, არ აცნობებს გენერალურ მდივანს, რომ ისინი არ ეთანხმებიან განხორციელებულ შესწორებას. თუ დროის განსაზღვრული პერიოდის გასვლის შემდეგ გენერალური მდივანი არ მიიღებს წესის მომხმარებელ მხარეთა ერთ მესამედზე მეტისაგან განცხადებებს, რომ ისინი არ ეთანხმებიან მას, გენერალური მდივანი, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში აცხადებს, რომ შესწორება ითვლება მიღებულად და სავალდებულოდ იმ ხელშემკვრელი მხარეებისათვის, რომლებიც იყენებენ წესს და რომლებმაც არ განაცხადეს იმის შესახებ, რომ ისინი არ ეთანხმებიან მას, თუ მასში შეტანილ იქნება შესწორება და ხელშემკვრელ მხარეთა არანაკლებ ხუთი მესამედისა, რომლებიც იყენებენ მას შეტანილი შესწორების გარეშე, შემდგომში აცხადებენ, რომ ისინი მომავალშიც უპირატესობას მიანიჭებენ აღნიშნულ წესს მასში შეტანილი შესწორების გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში წესი, რომელშიც არ განხორციელდა შესწორების შეტანა განხილულ იქნება, როგორც ალტერნატივა იმ წესისა, რომელშიც შეტანილ იქნა შესწორება და წესში შეტანილ იქნება ფორმალურად. გარდა ამისა, იგი ძალაში შედის აღნიშნული შესწორების მიღების ან მისი ძალაში შესვლის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში ხელშემკვრელ მხარეებს, რომლებიც აღნიშნულ წესს იყენებენ, ეკისრებათ პირველ პუნქტში მოცემული ვალდებულებების ანალოგიური ვალდებულებები. 3. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ახალი ხელშემკვრელი მხარე შეუერთდება წინამდებარე შეთანხმებას გენერალური მდივნის მიერ წესში შესწორების შეტანის შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და მისი ძალაში შესვლის შორის არსებულ პერიოდში, მაშინ აღნიშნული წესი ხელშემკვრელი მხარისათვის  ძალაში შევა, მხოლოდ ორი თვის შემდეგ გენერალური მდივნის მიერ აღნიშნული ხელშემკვრელი მხარისათვის შემოთავაზებული შესწორების შესახებ შეტყობინების მომენტიდან ექვსთვიანი პერიოდის დასრულებისთანავე. მუხლი 4🔗 1. ხელშემკვრელი  მხარეები შეიძლება იყვნენ ევროპული ეკონომიკური კომისიის წევრი სახელმწიფოები, ქვეყნები, რომლებიც დაშვებულნი არიან კომისიაში კონსულტაციებში მონაწილეობის უფლების მქონე მხარეებად კომისიის საცნობარო დებულებების მე-8 მუხლის შესაბამისად და ევროპის ეკონომიკური კომისიის წევრი-სახელმწიფოების მიერ შექმნილი ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური  ორგანიზაციები, რომლებსაც მათმა სახელმწიფო-წევრებმა გადასცეს უფლებამოსილება წინამდებარე შეთანხმებით მოცემულ საკითხზე იმ უფლებამოსილების ჩათვლით, რომლის თანახმად მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელსაც აქვს სავალდებულო ძალა მათი წევრი-სახელმწიფოებისათვის. მე-2 მუხლის პირველ პუნქტში და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ხმების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციები მონაწილეობენ კენჭისყრაში, მათ გააჩნიათ ხმების რაოდენობა თავისი წევრი-სახელმწიფოების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც ევროპის ეკონომიკური კომისიის წევრები არიან. 2. ამ შეთანხმების ხელშემკვრელი მხარეები შეიძლება გახდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ევროპის ეკონომიკური  კომისიის ზოგიერთ აქტივობებში კომისიის  დებულებების მე-11 პუნქტის შესაბამისად და ასეთი ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაციის  რეგიონალური ორგანიზაციები, რომლებსაც მათმა წევრმა სახელმწიფოებმა გადასცეს უფლებამოსილება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ  სფეროებზე,  წევრი სახელმწიფოების მიმართ სავალდებულო ხასიათის გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილების ჩათვლით. მე-2 მუხლის პირველ პუნქტში და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ხმების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციები მონაწილეობენ კენჭისყრაში, მათ გააჩნიათ ხმების რაოდენობა თავისი წევრი-სახელმწიფოების რიცხვის მიხედვით, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები არიან. 3. წინამდებარე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში ნახსენებ ქვეყნებს შეუძლიათ გახდნენ წინამდებარე შეთანხმების მხარეები: ა) მისი ხელმოწერით, რატიფიკაციის შესახებ  რეზერვაციის გარეშე; ბ) მისი რატიფიკაციით რატიფიკაციის საგნის ხელმოწერის შემდეგ; გ) მასთან შეერთების გზით. 4. რატიფიკაცია ან შეერთება ხორციელდება შესაბამისი დოკუმენტის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შესანახად ჩაბარების გზით. 5. 1997 წლის 12 ნოემბრიდან 1998 წლის 30 ივნისის ჩათვლით შეთანხმება ღია იქნება ხელმოსაწერად. შემდეგ იგი ასევე ღია იქნება შეერთებისათვის. მუხლი 5🔗 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მესამოცე დღეს მას შემდეგ, რაც წინამდებარე შეთანხმების  მე-4 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ხუთი ქვეყანა ხელს მოაწერს მას რატიფიკაციის რეზერვაციის გარეშე, ან შესანახად ჩააბარებს საკუთარ დოკუმენტაციას რატიფიკაციისა და შეერთების შესახებ. 2. ნებისმიერი ქვეყნისათვის, რომელიც ახდენს შეთანხმების რატიფიცირებას ან უერთდება მას მისი ძალაში შესვლის შემდეგ, წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მესამოცე დღეს მას შემდეგ, რაც აღნიშნული სახელმწიფო დოკუმენტს რატიფიკაციის ან შეერთების შესახებ ჩააბარებს შესანახად. მუხლი 6🔗 1. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე შეთანხმების დენონსირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, 2. დენონსირება ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ ზემოთ ხსენებული შეტყობინების მიღების თარიღიდან თორმეტი თვის შემდეგ.   მუხლი 7🔗 1. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია წინამდებარე შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ რეზერვაციის გარეშე ხელმოწერის მომენტში ან რატიფიკაციის ან შეერთების შესახებ საკუთარი დოკუმენტაციის ჩაბარების მომენტში ან ნებისმიერ შემდგომ მომენტში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნით გააკეთოს განცხადება, რომ წინამდებარე შეთანხმების მოქმედება ვრცელდება ყველა ან ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომლის საგარეო ურთიერთობებზე აგებს იგი პასუხს. წინამდებარე შეთანხმება გამოიყენება შეტყობინებაში ხსენებულ ტერიტორიაზე ან ტერიტორიებზე, დაწყებული მესამოცე დღიდან გენერალური მდივნის მიერ მისი მიღების მომენტიდან ან, თუ ამ დღეს შეთანხმება ჯერ კიდევ არ შესულა ძალაში, მისი ძალაში შესვლის მომენტიდან. 2. ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გააკეთა განცხადება წინამდებარე შეთანხმების მოქმედების გავრცელების შესახებ ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომლის საგარეო ურთიერთობებზე იგი აგებს პასუხს, შეუძლია მე-6 მუხლში მოცემული დებულების შესაბამისად მოახდინოს წინამდებარე შეთანხმების დენონსირება ცალკე მოცემული ტერიტორიის მიმართ. მუხლი 8🔗 1. ორ და მეტ ხელშემკვრელ მხარეს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით შეძლებისდაგვარად უნდა გადაიჭრას მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. 2. ნებისმიერი დავა, რომლის გადაჭრაც არ მოხდება მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით, დავაში მონაწილე ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით გადაიგზავნება საარბიტრაჟო განხილვაზე და შესაბამისად განსახილველად გადაეცემა  ერთ ან რამდენიმე არბიტრს, რომლებიც არჩეულნი არიან მოდავე მხარეთა საერთო თანხმობის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო განხილვის ჩატარების თაობაზე მოთხოვნის შემოსვლის თარიღიდან სამი თვის განმავლობაში მოდავე მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრის ან არბიტრების არჩევასთან დაკავშირებით, აღნიშნული მხარეებიდან ნებისმიერ მათგანს შეუძლია მიმართოს გაეროს გენერალურ მდივანს თხოვნით დამოუკიდებელი არბიტრის წარდგენის  შესახებ, რომელსაც გადაეცემა აღნიშნული დავა გადასაწყვეტად. 3. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული დებულების შესაბამისად წარდგენილი არბიტრის ან არბიტრების გადაწყვეტილებას დავაში მონაწილე მხარეებისათვის  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მუხლი 9🔗 1. წინამდებარე შეთანხმების ყოველ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მისი ხელმოწერის, რატიფიკაციის ან მასთან შეერთების დროს განაცხადოს, რომ იგი არ შეიზღუდება წინამდებარე შეთანხმების მე-8 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული შეთანხმების სხვა ხელშემკვრელი მხარეები, რომლებიც შევიდნენ რეზერვაციით არ იქნებიან შეზღუდულნი მე-8 მუხლის შესაბამისად. 2. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, რომელმაც რეზერვაცია მოახდინა წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუძლია ნებისმიერ მომენტში მოხსნას აღნიშნული რეზერვაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით. 3. არანაირი სხვა რეზერვაციები წინამდებარე შეთანხმების ან მის ფარგლებში დაშვებული წესებისა არ დაიშვება, მაგრამ ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია პირველ მუხლში მოცემული დებულებების  შესაბამისად განაცხადოს, რომ იგი არ აპირებს ზოგიერთი წესის გამოყენებას ან, საერთოდ არცერთი მათგანის გამოყენებას. მუხლი 10🔗 წინამდებარე შეთანხმების ან მისი დანართების ტექსტებში შესწორებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი პროცედურების შესაბამისად: 1. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეთანხმებაში და მის დანართებში ერთი ან მეტი შესწორების შეთავაზების მოხდენა. წინამდებარე შეთანხმებაში და მის დანართებში ნებისმიერი შეთავაზებული შესწორების ტექსტი ეგზავნება გენერალურ მდივანს, რომელიც გადააგზავნის მის ასლს ყველა ხელშემკვრელ მხარესთან და აცნობებს ყველა სხვა სახელმწიფოს, რომელიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის პირველ პუნქტში. 2. ნებისმიერი შეთავაზებული შესწორება, გადაგზავნილი წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიღებულად ჩაითვლება, თუ გენერალური მდივნის მიერ შეთავაზებული შესწორების გადაგზავნის თარიღიდან ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში არცერთი მიმღები ხელშემკვრელი მხარე არ  წარმოადგენს საწინააღმდეგო მოსაზრებას. 3. გენერალური მდივანი, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში შეატყობინებს წინამდებარე შეთანხმების ყველა ხელშემკვრელ მხარეს მასზედ, რომ გამოითქვა თუ არა საწინააღმდეგო მოსაზრება შეთავაზებული შესწორების განხორციელების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზებული შესწორების მიმართ გამოითქვა საწინააღმდეგო მოსაზრება, იგი ჩაითვლება მიუღებლად და არ შევა ძალაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მსგავსი საწინააღმდეგო მოსაზრება, შესწორება ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების ყველა ხელშემკვრელი მხარისათვის წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული ექვსთვიანი პერიოდის გასვლიდან სამი თვის შემდეგ. მუხლი 11🔗 წინამდებარე შეთანხმების მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებში ხსენებული შეტყობინებების გარდა, გენერალური მდივანი ხელშემკვრელ მხარეებს ატყობინებს შემდეგს: ა) ხელმოწერის, რატიფიკაციის და შეერთების შესახებ წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის შესაბამისად; ბ) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღებს წინამდებარე შეთანხმების მე-5 მუხლის შესაბამისად; გ) დენონსირების შესახებ წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად; დ) შეტყობინებების შესახებ, რომლებიც მიღებულია წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლის შესაბამისად; ე) განცხადებების და შეტყობინებების შესახებ, რომლებიც მიღებულია მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად; ვ) ნებისმიერი შესწორების ძალაში შესვლის შესახებ მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ზ) ნებისმიერი შესწორების ძალაში შესვლის შესახებ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 12🔗 ორგანოებს ან ინსტიტუტებს, რომლებიც დანიშნულია ხელშემკვრელი მხარის მიერ და მას უშუალოდ ექვემდებარება, შეუძლიათ წინამდებარე შეთანხმების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების  ჩატარება სხვა ხელშემკვრელი მხარის სახელით. მუხლი 13🔗 1998 წლის 30 ივნისის შემდეგ წინამდებარე შეთანხმების დედანი შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც სათანადოდ დამოწმებულ ასლებს  გადაუგზავნის ყველა სახელმწიფოს, რომელიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში. აღნიშნულის დასადასტურებლად აღნიშნულ დოკუმენტზე ქვემოთ ხელმოწერით შესაბამისი უფლებამოსილი პირები ადასტურებენ წინამდებარე შეთანხმებას. დოკუმენტი შემუშავებულია ვენაში 1997 წლის 13 ნოემბერს ერთ პირად, ინგლისურ, ფრანგულ  და რუსულ ენებზე და, ამასთან, თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტურია. დანართი 1 ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობა და პროცედურების წესები მუხლი 1🔗 ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობაში შედის წინამდებარე შეთანხმების ყველა მხარე. მუხლი 2🔗 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივანი უზრუნველყოფს კომიტეტის სამდივნო მომსახურებას. მუხლი 3🔗 ყოველ წელს თავის პირველ სესიაზე კომიტეტი ირჩევს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს. მუხლი 4🔗 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იწვევს კომიტეტს ევროპის ეკონომიკური კომისიის ეგიდით ყოველი ახალი წესის ან წესში შესწორების მიღების შემთხვევაში. მუხლი 5🔗 შეთავაზებული ახალი წესის დამტკიცება ხდება კენჭისყრით. ყველა ქვეყანას – წინამდებარე შეთანხმების ყველა მხარეს – აქვს ერთი ხმის უფლება. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა კვორუმი წინამდებარე შეთანხმების მხარეების არანაკლებ ნახევრის სახით. კვორუმის განსაზღვრისათვის ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების მხარეებს, მონაწილეობენ კენჭისყრაში, ვინაიდან ფლობენ ხმათა რაოდენობას თავისი წევრი სახელმწიფოების რაოდენობის მიხედვით. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენელს შეუძლია ხმა მისცეს აღნიშნული ორგანიზაციის შემადგენლობაში შემავალი სუვერენული სახელმწიფოების მაგივრად. ახალი წესების სამუშაო ვერსია მიიღება კენჭისყრაზე დამსწრე და მასში მონაწილე წევრების ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით. მუხლი 6🔗 შეთავაზებული შესწორებები წესებში დამტკიცდება კენჭისყრით. ყველა ქვეყანას – წინამდებარე შეთანხმების ყველა მხარეს, რომლებიც იყენებენ აღნიშნულ წესს – აქვს ერთი ხმის უფლება. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა კვორუმი წინამდებარე შეთანხმების მხარეების არანაკლებ ნახევრის სახით. კვორუმის განსაზღვრისათვის ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების მხარეებს, მონაწილეობენ კენჭისყრაში, ვინაიდან ფლობენ ხმათა რაოდენობას თავისი წევრი სახელმწიფოების რაოდენობის მიხედვით. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენელს შეუძლია ხმა მისცეს აღნიშნული ორგანიზაციის შემადგენლობაში შემავალი სუვერენული სახელმწიფოების მაგივრად, რომელიც იყენებს მოცემულ წესებს. წესებში შესწორებების სამუშაო ვერსია მიიღება კენჭისყრაზე დამსწრე და მასში მონაწილე წევრების ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით. დანართი 2 ტექნიკური ინსპექტირების  საერთაშორისო სერტიფიკატი 1. ტექნიკური ინსპექტირების  უფლებამოსილი ცენტრები პასუხს აგებენ საკონტროლო ინსპექტირების  ჩატარებაზე, ინსპექტირების  იმ მოთხოვნებთან შესაბამისი სერტიფიკატის გაცემისათვის, რომლებსაც შეიცავს ვენის 1997 წლის შეთანხმების შესაბამისი თანდართული წეს(ებ)ი და მომდევნო ინსპექტირების  ბოლო ვადის მითითებისათვის ტექნიკური ინსპექტირების  საერთაშორისო სერტიფიკატის №12.5 პოზიციაში, რომლის ნიმუში ქვემოთ არის მოცემული. 2. ტექნიკური ინსპექტირების  საერთაშორისო სერტიფიკატი შეიცავს ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას. იგი შეიძლება წარმოადგენდეს ბუკლეტს ფორმატით A6 (148x105 მმ) მწვანე ფერის ყდით და თეთრი ფერის შიდა გვერდებით ან თეთრი ფერის ქაღალდის ფურცელს ფორმატით  A4 (210x197 მმ) გაკეცილს A6 ფორმატით ისე, რომ სახელმწიფოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განმასხვავებელი ნიშნის შემცველი ნაწილი გაკეცილი სერტიფიკატის წინა პირზე იყოს. 3. სერტიფიკატის პუნქტები და მათში არსებული ტექსტი იბეჭდება სერტიფიკატის გამცემი წინამდებარე შეთანხმების მხარის ეროვნულ ენაზე, პოზიციების ნუმერაციის შენარჩუნებით. 4. ალტერნატიულ ვარიანტად შესაძლებელია  გამოყენებულ იქნეს პერიოდული ინსპექტირების  ოქმები, რომლებსაც იყენებენ წინამდებარე  შეთანხების მხარეები. მათი ნიმუში გადაეგზავნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს წინამდებარე შეთანხმების მხარეების ინფორმირებისათვის. 5.   ტექნიკური ინსპექტირების  საერთაშორისო სერტიფიკატში პოზიციების შევსება ხელით, საბეჭდი მანქანის ან კომპიუტერის გამოყენებით წარმოებს მხოლოდ ლათინური ასოებით, მხოლოდ შესაბამის საქმიანობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ. დანართი 2 (გაგრძელება) ტექნიკური ინსპექტირების  საერთაშორისო სერტიფიკატის შინაარსი 1/ სახელწოდება „ტექნიკური ინსპექტირების საერთაშორისო სერტიფიკატი“ ეროვნულ ენაზე 2/ სახელწოდება ფრანგულ ენაზე დანართი 2 (გაგრძელება) ტექნიკური ინსპექტირების  საერთაშორისო სერტიფიკატი 1. სანომრე ნიშანი (სარეგისტრაციო ნომერი) №______________ 2. სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი__________ 3. პირველი რეგისტრაცია დამზადების შემდეგ (სახელმწიფო, კომპეტენტური ორგანო) 1/ 4. პირველი რეგისტრაციის თარიღი დამზადების შემდეგ__________________ 5. ტექნიკური ინსპექტირების  ჩატარების თარიღი ___________________   შესაბამისობის სერტიფიკატი 6. აღნიშნული სერტიფიკატი გაიცემა ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელიც მითითებულია №1 და 2 პოზიციებში და რომელიც შეესაბამება №5 პოზიციაში მითითებულ თარიღს, წეს(ებ)ს, რომელიც თან ერთვის (ერთთვიან) 1997 წლის შეთანხმების თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისათვის ერთგვაროვანი პირობების მიღების შესახებ და აღნიშნული ინსპექტირებისათვის ურთიერთაღიარების შესახებ. 7. ავტოსატრანსპორტო საშუალების შემდეგი ტექნიკური ინსპექტირება  ტარდება წეს(ებ)ის შესაბამისად, რომელიც მითითებულია №6 პოზიციაში, არაუგვიანეს:___________ თარიღი: (თვე/წელი)___________________ 8. გაცემულია:_____________ 9. ადგილი:________________ 10. თარიღი:_______________ 11. ხელმოწერა:____________ 1/ კომპეტენტური ორგანო და სახელმწიფო, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალება პირველად დარეგისტრირდა დამზადების შემდეგ, აღნიშნული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. 2/ სერტიფიკატის გამცემი შესაბამისი ორგანოს ბეჭედი ან შტამპი. დანართი 2 (გაგრძელება) 12. მომდევნო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (მომდევნო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებები)    1 12.1 ჩატარდა (ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი)___________________2 12.2 (ბეჭედი) 12.3 თარიღი_________________________ 12.4 ხელმოწერა______________________ 12.5 შემდეგი ინსპექტირება  არაუგვიანეს (თვე/წელი)____________ 1/ პუნქტები 12.1-12.5 გამეორდება რამდენჯერმე, თუ სავარაუდოა სერტიფიკატის გამოყენება მომდევნო ყოველწლიური პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისათვის. 2/ კომპეტენტური ორგანოს მიერ უფლებამოსილი ტექნიკური კონტროლის ცენტრის დასახელება.